ახალი ამბები

საქალაქო სასამართლოში დღეს ნანა დევდარიანს დაკითხავენ

თბილისის საქალაქო სასამართლო, ტელეკომპანია «კავკასიის» შენობაში შეჭრის გამო, 7 ბრალდებულის საქმეს განიხილავს. სასამართლო პროცესი დღეს, 12 საათზე, განახლდება. მას მოსამართლე მილერი ხარებავა უძღვება.

დაცვის მხარის ადვოკატის, მანანა კობახიძის განცხადებით, დღეს ყოფილი სახალხო დამცველი, ნანა დევდარიანი დაიკითხება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას, რომ შეიცვალოს აღკვეთის ღონისძიება და წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირები თავდებით გაათავისუფლონ.

დაცვის მხარემ შუამდგომლობით გათავისუფლება ივნისში, პირველ სასამართლო პროცესზე მოითხოვა. სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, მიზეზად ბრალდების მხარის მოწმეებზე ზეწოლა დაასახელა.

მანანა კობახიძე ამბობს, რომ ბრალდების მხარის ყველა მოწმე უკვე დაკითხულია და ეჭვმიტანილების გათავისუფლება მიცემულ ჩვენებებზე გავლენას ვერ მოახდენს.

"გვაქვს პარლამენტარების დიმიტრი ლორთქიფანიძის, ჯონდი ბაღათურიასა და საპატრიარქოს შუამდგომლობა. ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ ეს ადამიანები გამოუშვან. ბრალდების ყველა მოწმე დაკითხულია და მათი ჩვენებები საქმეში დევს. შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვება საჭირო არ არის,"- ამბობს მანანა კობახიძე.

კობახიძის განცხადებით, მოწმეების დაკითხვა დღეს დასრულდება. მომდევნო სასამართლო პროცესზე განსასჯელებს დაკითხავენ.

"განსასჯელების დაკითხვამდე ჩვენ ვითხოვთ ვიდეოფირების ნახვას, რომელიც საქმეში დევს. მტკიცებულების სახით არსებული ვიდეოფირები ჩვენთვის უცნობია."

წინასწარ პატიმრობაში მყოფი შვიდი პიროვნება "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა" და "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" წევრები არიან. მათ 2010 წლის 7 მაისს ტელეკომპანია კავკასიაში შეჭრა ედებათ ბრალად.

ეჭვმიტანილებს თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 ივნისს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

BANNER RIGHT COL

ეროვნული არქივის ბიბლიოთეკის და "ქართული ფილმის" დირექტორები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ მიმდინარე წლის 16-17 აგვისტოს ქალაქ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის და თბილისის პროკურატურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიული-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დაკავებულ იქნენ საქართველოს ეროვნული არქივის ბიბლიოთეკის დირექტორი ზურაბ ეცადაშვილი, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი რობერტ  მნაცაკანოვი და სააქციო საზოგადოება "ქართული ფილმის" სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორი არჩილ გელოვანი. 

ქოქოლაძის წარმომადგენელთა განცხადება

”ელიტ ელექტრონიქსში  ყველა ინფორმაცია და ბიზნეს ხელშეკრულებები  გამჭვირვალე და კანონიერი იყო” - აცხადებენ  ანზორ ქოქოლაძის წარმომადგენლები და დარწმუნებულნი არიან, რომ  ყველა ინფორმაციის   სასამართლოში წარდგენის შემდეგ,   სასამართლო  სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს და ანზორ ქოქოლაძეს ეჭვმიტანილის სტატუსს მოუხსნის.  

წინა | შემდეგი

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკითხის შესწავლა დაიწყო

შენგენის ვიზა 500 ლარად

საქართველოში სლოვაკეთის საპატიო კონსული საქართველოს მოქალაქეებს, 213 ევროს სანაცვლოდ, სლოვაკეთის ვიზის მიღებაში ეხმარებოდა. ოფიციალურად ვიზა 60 ევრო ღირს და საქართველოს მოქალაქე მის მისაღებად ანკარაში ან კიევში, სლოვაკეთის საელჩოში უნდა ჩავიდეს. ”ბათუმელების” გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ნოტა, რომელიც საქართველოს საპატიო კონსულს ანიჭებდა უფლებას, თავად მიეღო სლოვაკეთის ვიზის მსურველები, თურქეთიდან იყო მოსული. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ შეთანხმების შესახებ არაფერი იცოდა.

სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელი გამოხატვის თავისუფლებისთვის

სახალხო დამცველმა სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს. ომბუდსმენი,  სხვა ნორმებთან ერთად, სადავოდ მიიჩნევს ნორმას, რომელიც კრძალავს კანონით განსაზღვრული დაწესებულებების შესასვლელებიდან 20 მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას.

2010-09-06 | ეკოლოგია 

რა სარგებლობა მოაქვს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს

გარემოს დაცვა და ეკონომიკა თუ პირიქით

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შესაძლო მიერთება, გარემოს დამცველების თქმით, კიდევ უფრო შეასუსტებს გარემოსდაცვითი ინტერესების გათვალისწინებას პროექტების დამტკიცებისას.

წინა | შემდეგი