ახალი ამბები

ხანძარი კასპში

საბურავების გადამამუშავებელ ქარხანას გუშინ გვიან ღამით, ხანძარი გაუჩნდა. ქარხანა სოფელ მეტეხში, საცხოვრებელი უბნიდან ორას მეტრში მდებარობს.

როგორც ცნობილია, ცეცხლი შედუღების აპარატს გაუჩნდა. დამწვარია სამას ტონამდე საბურავი. შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო კასპისა და გორის სახანძრო სამსახურები.

საცხოვრებელ უბანთან სიახლოვის გამო, იყო საშიშროება, რომ ცეცხლი დასახლებულ პუნქტსაც გადასდებოდა. მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება ორ საათში შეძლეს.

კახა ხაჩირიშვილის, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის განცხადებით, საწარმოს გამგეობისგან მუშაობის უფლება მიღებული არ ჰქონდა:

”გამგეობის მხრიდან არანაირი ნებართვა არ ჰქონდა მიღებული. ჩვენგან გაფრთხილებულნი იყვნენ, რომ მსგავსი სამუშაოები აღარ ეწარმოებინათ. შესაბამისი სამსახურები დაადგენენ, თუ რის გამო გაჩნდა ხანძარი.”

BANNER RIGHT COL
2010-09-06 | ეკოლოგია 

რა სარგებლობა მოაქვს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს

გარემოს დაცვა და ეკონომიკა თუ პირიქით

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შესაძლო მიერთება, გარემოს დამცველების თქმით, კიდევ უფრო შეასუსტებს გარემოსდაცვითი ინტერესების გათვალისწინებას პროექტების დამტკიცებისას.

რექტორის არჩევა თუ დანიშვნა?

2010 წლის 16 ივლისის საკანონმდებლო ცვლილებამ მაგისტრის ხარისხის მფლობელ ალექსანდრე კვიტაშვილს საშუალება მისცა, თსუ–ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა დაეკავებინა. ჯერ უცნობია, რექტორის არჩევნებზე მიიღებს თუ არა მონაწილეობას, თუმცა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვიტაშვილს მთავრობის მხარდაჭერას უკვე დაჰპირდა.

დემოკრატია იწყება შენით!

სამოქალაქო განათლების გაღრმავების მიზნით, საქართველოს სკოლებში ახალი პროექტი, სახელწოდებით ,,დემოკრატია იწყება შენით!“ დაიწყო. პროექტისათვის  ევროკავშირმა 1,88 მილიონი ევრო გამოყო.

წინა | შემდეგი

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკითხის შესწავლა დაიწყო

შენგენის ვიზა 500 ლარად

საქართველოში სლოვაკეთის საპატიო კონსული საქართველოს მოქალაქეებს, 213 ევროს სანაცვლოდ, სლოვაკეთის ვიზის მიღებაში ეხმარებოდა. ოფიციალურად ვიზა 60 ევრო ღირს და საქართველოს მოქალაქე მის მისაღებად ანკარაში ან კიევში, სლოვაკეთის საელჩოში უნდა ჩავიდეს. ”ბათუმელების” გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ნოტა, რომელიც საქართველოს საპატიო კონსულს ანიჭებდა უფლებას, თავად მიეღო სლოვაკეთის ვიზის მსურველები, თურქეთიდან იყო მოსული. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ შეთანხმების შესახებ არაფერი იცოდა.

სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელი გამოხატვის თავისუფლებისთვის

სახალხო დამცველმა სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს. ომბუდსმენი,  სხვა ნორმებთან ერთად, სადავოდ მიიჩნევს ნორმას, რომელიც კრძალავს კანონით განსაზღვრული დაწესებულებების შესასვლელებიდან 20 მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას.

ქეცბაია ისევ დაუმარცხებელია

3 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა ფრედ, 1:1 ითამაშა ათენში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ მატჩში, საბერძნეთის ეროვნულ გუნდთან. ალექსანდრე იაშვილმა მე–3 წუთზე გახსნა ანგარიში, 73–ზე ნიკოს სპიროპულომ გაათანაბრა.

წინა | შემდეგი