ახალი ამბები

“ამნესტი ინტერნეიშენალი” ცხოვრებოვის საქმეს ეხმაურება

“ამნესტი ინტერნეიშენალმა” სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლებას  თემურ ცხოვრებოვზე თავდასხმის სრული და გადაუდებელი გამოძიებისკენ მოუწოდა.

ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი თემურ ცხოვრებოვი ცხივნალში გამომავალი გაზეთის, "21 საუკუნე" რედაქტორია.

ცხოვრებოვმა “ამნესტი ინტერნეიშენალს” აცნობა, რომ შაბათს ცხინვალის ცენტრში  მას ათკაციანი ჯგუფი დაესხა თავს. დანებითა და პისტოლეტით შეიარაღებულ მოქალაქეებში მან სამხრეთ ოსეთის პარლამენტის სამი წევრი ამოიცნო. ცხოვრებოვის თქმით, აგრესიის მიზეზი მისი ჟურნალისტური საქმიანობა და სამოქალაქო აქტივობაა.

"დეფაქტო მთავრობამ უნდა აჩვენოს, რომ მსგავსი ქმედებები დასაგმობია", - აცხადებს ნიკოლა დაქუორთი, “ამნესტი ინტერნეიშენალის” ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამების დირექტორი.

თემურ ცხოვრებოვი დღემდე ჰოსპიტალში იმყოფება.

კომენტარი

E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

ჯონ ბასი: სამწუხაროდ, ხალხი დაუპირისპირდა მშვიდობიან მსვლელობას

“მშვიდობიანი შეკრება – ხალხთა ჯგუფების შესაძლებლობა, შეიკრიბონ საჯარო ადგილას და გამოხატონ, დააფიქსირონ საკუთარი პოზიციები – დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. ეს არის ასევე უმცირესობების უფლებები, მათ შორის სექსუალური უმცირესობათა წარმომადგენლების", - აღნიშნა სოციალურ ქსელში ჯონ ბასმა.


“იდენტობა”: პატრულმა არ შეასრულა კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილება

პატრულმა არ შეასრულა კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილება და რეაგირება არ მოახდინა მსვლელობის მონაწილეთა მისამართით განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე.

წინა | შემდეგი
2012-05-18

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ პატიმარი გააუპატიურეს

დღეს, 18 მაისს, ორგანიზცია ”სოლიდარობა უკანონო პატიმრების” წევრებმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ქსნის №15 დახურული ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პატიმრის წერილი მიღეს, სადაც ის წერს, რომ ის ციხის თანამშრომლებმა ცემეს და შემდეგ რეზინის ხელკეტით გააუპატიურეს.

2012-05-18

შატბერაშვილი: "საქართველოს რკინიგზის" დაპატრონება სააკაშვილის ბიძას სურს

შატბერაშვილი პროგნოზირებს, რომ "საქართველოს რკინიგზას" თემურ ალასანაიას დახმარებით ხელში რუსეთი ჩაიგდებს.

2012-05-18

შსს: სოსო მანჯავიძე გუშინდელი ჩხუბის გამო დააჯარიმეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, შოთა უტიაშვილის ცნობით, წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერი, სოსო მანჯავიძე, გუშინ, 17 მაისს თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია–მსვლელობის მონაწილეებან ჩხუბის გამო დააკავეს და დააჯარიმეს.

წინა | შემდეგი