ახალი ამბები

ვის ერგება სახლი?

თბილისის სოციალურად დაუცველ ოჯახთა სიაში იმაზე მეტი ოჯახი აღმოჩნდა, ვიდრე ვარაუდობდბენ. შედეგად, ოჯახები, რომლებიც ერთი თვის წინათ, საცხოვრებელის არქონის გამო, თბილისის მერიასთან ცხოვრობდნენ, აგვსიტოს ბოლომდე ისევ გაურკვეველ მდგომარეობაში რჩებიან. უახლოეს მომავალში 1300 სოციალურად დაუცველი ოჯახიდან საცხოვრებელს ათი ოჯახი მიიღებს.

საცხოვრებელი სახლები, რომლებიც საქართველოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მეორე ნაკადისთვის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ (SDC) ვარკეთილში ააშენა, ჯერ ისევ ცარიელია.  

სახლების მობინადრე სოციალურად დაუცველი ოჯახების შერჩევა ივლისში უნდა დამთავრებულიყო. თუმცა, როგორც SDC-ს ჰუმანიტარული პროგრამების უფროსი კოორდინატორი თამარ წივწივაძე ამბობს, თბილისის მერიამ სააგენტოს სოციალურად დაუცველ ოჯახთა იმაზე დიდი სია მიაწოდა, ვიდრე ვარაუდობდნენ.

პროექტის თანახმად, 24 ახალაშენებულ ბინაში 10 თბილისელი სოციალურად დაუცველი და 14 დევნილი ოჯახი უნდა შესახლდეს. თამარ წივწივაძის თქმით, დევნილთა ოჯახები უკვე შერჩეულია და ახლა ისინი თბილისელ სოციალურად დაუცველ ოჯახთა გამოვლენას ელოდებიან. „რთულია 1300 ოჯახიდან 10 ოჯახის ოპერატიულად შერჩევა, თბილისის ოჯახებს ახლა 30 ჯგუფი არჩევს“–ამბობს თამარ წივწივაძე.  

პროექტში რამდენიმე უწყებაა ჩართული: თბილისის მერია, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), და გაერო-ს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატი (UNHCR).

ოთხივე უწყების  წარმომადგენლებისაგან შემდგარი ჯგუფი სოციალური სახლების პოტენციურ მობინადრეებს სხვადასხვა კრიტერიუმებისა და შეფასების რამდენიმე საფეხურით აფასებენ.

გია კუპრავა, რომელიც მეუღლესთან და 9 წლის შვილთან და კიდევ ორ ოჯახთან ერთად რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისის მერიასთან ცხოვრობდა, დაახლოებით თვენახევარია, რაც ნაძალადევის რაიონში, ნაქირავებ 4 კვადრატულ მეტრში, ცხოვრობს.

მერიასთან რამდენიმედღიანი ცხოვრების შემდეგ, მერიის თანამშრომლებმა ბინის დაქირავება და ლოდინი ურჩიეს.

კომისია კუპრავას ბინაში სამი კვირის წინ უკვე მივიდა. როგორც გია კუპრავა ამბობს, ოჯახის წევრებთან გასაუბრება დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა.

კუპრავას ოჯახი, შერჩევის სხვა ეტაპების გასავლელად, კომისიას კიდევ ელოდება. თუმცა რამდენ ხანს გასტანს შერჩევის სრული პროცესი, არ იცის.

„მთელი დახმარება, რასაც სოციალურად დაუცველობისთვის ვიღებთ, ბინის ქირაში მიდის. მაგრამ სხვა რა გზაა. მერიაში გვითხრეს, რომ კომისია სხვაგან ვერ მოგვაგნებდა“.

მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ჰუმანიტარული პროგრამების უფროსი კოორდინატორი, თამარ წივწივაძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობდა, რომ მერიამ მათ ყველა ასეთი ოჯახის სია მისამართებიანად უკვე მიაწოდა.

დღეს სააგენტოში აცხადებენ, რომ თბილისის მერიამ სიაში კიდევ დაამატა სოციალურად დაუცველი ოჯახები და აგვისტოს ბოლომდე 10 ოჯახის შერჩევა ვეღარ მოხერხდება.

პროექტი „სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში თბილისში” მიზნად ისახავს, თბილისში რეგისტრირებული და მაცხოვრებელი სოციალურად ყველაზე დაუცველი და უსახლკარო ფენის წარმომადგენლების (მათ შორის დევნილების) გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობებითა და სოციალური დაცვით უზრუნველყოფას.

პირველი მსგავსი პროექტი თბილისში 2008 წელს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა. მაშინ ვარკეთილში  ოთხი ორსართულიანი სახლი აშენდა, სადაც ამჟამადაც  28 ოჯახი ცხოვრობს.

ოჯახებს უფლება აქვთ, სახლებში იქამდე იცხოვრონ, სანამ სოციალურად დაუცველთა სტატუსი ექნებათ.  

 

ამავე თემაზე იხილეთ:

”სახლი” თბილისის მერიასთან

მოლოდინი ოთხ კვადრატულ მეტრში

 

კომენტარი

E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

ეროვნული შეფასებები არაქართულენოვან სკოლებშიც დაიწყო

პირველი ეროვნული შეფასება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ქართულენოვან საჯარო სკოლებში 2011 წლის დეკემბერში, მას შემდეგ ჩაატარა, რაც მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა მოსწავლეთა საერთაშორისო კვლევების მეთოდოლოგია უარყოფითად შეაფასა და განაცხადა, რომ დროა, საქართველო შიდა შეფასებებზე გადავიდეს.

პატრიარქის საიუბილეო კონცერტს პარიზში ივანიშვილი და ხელისუფლება აფინანსებენ

საქართველოდან 200-კაციანი დელეგაციის პარიზში გამგზავრებას, სადაც საქართველოს პატრიარქის მუსიკალური ნაწარმოებები უნდა შესრულდეს ილია II-ს აღსაყდრებიდან 35 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცენტრზე, ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს ხელისუფლება აფინანსებენ.

2012-05-03 | რელიგია 

ხელისუფლებამ ჯვრის დემონტაჟი გადაიფიქრა

ხელისუფლება აღარ აპირებს მართლმადიდებელი მრევლის მიერ ნებართვის გარეშე აღმართული ჯვრის დემონტაჟს.

წინა | შემდეგი
2012-05-18

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ პატიმარი გააუპატიურეს

დღეს, 18 მაისს, ორგანიზცია ”სოლიდარობა უკანონო პატიმრების” წევრებმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ქსნის №15 დახურული ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პატიმრის წერილი მიღეს, სადაც ის წერს, რომ ის ციხის თანამშრომლებმა ცემეს და შემდეგ რეზინის ხელკეტით გააუპატიურეს.

2012-05-18

შატბერაშვილი: "საქართველოს რკინიგზის" დაპატრონება სააკაშვილის ბიძას სურს

შატბერაშვილი პროგნოზირებს, რომ "საქართველოს რკინიგზას" თემურ ალასანაიას დახმარებით ხელში რუსეთი ჩაიგდებს.

2012-05-18

შსს: სოსო მანჯავიძე გუშინდელი ჩხუბის გამო დააჯარიმეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, შოთა უტიაშვილის ცნობით, წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერი, სოსო მანჯავიძე, გუშინ, 17 მაისს თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია–მსვლელობის მონაწილეებან ჩხუბის გამო დააკავეს და დააჯარიმეს.

წინა | შემდეგი