ახალი ამბები

ომის ჟურნალისტიკა ქარვასლაში

28 ივლისიდან თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს გარდაცვლილი ორი ქართველი ჟურნალისტის, ალექსანდრე კლიმჩუკისა და გიგა ჩიხლაძის ნამუშევრების ფოტოგამოფენას უმასპინძლებს. გამოფენის ავტორი ხელოვნებათმცოდნე ნინო ზაალიშვილია. მუზეუმის მიერ გავრცელებული პრეს-რელიზის პირველი აბზაცი გვამცნობს, რომ ჟურნალისტები ”საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის” დაიღუპნენ.

მეორე აბზაცი არანაკლებ ინფორმაციულია: ”დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების დამოკიდებულება იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც ქვეყნის უახლესი ისტორიის კუთვნილებაა და იმ ადამიანთა ნამოღვაწარის შეფასება, ვინც ამ ტრაგიკულ სინამდვილეში ბოლომდე ასრულებდა ურთულეს მისიას. ალექსანდრე კლიმჩუკის და გიგა ჩიხლაძის ნამუშევართა გამოფენა ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ ისტორიას სჭირდება თანამოაზრეები”…

ჟურნალისტური საქმიანობის მესიანისტურ ჭრილში განხილვისას ირკვევა, რომ ამ პროფესიული მოვალეობის შესრულება სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა. პროფესიის პატრიოტულ დისკურსში გადატანა და მისი იდეოლოგიზება კი საბჭოთა წარსულთან ან ნებისმიერი პოლიტიკური რეჟიმის მოწოდებებთან ასოცირდება, რომლის დროსაც ყველა სამსახური სამშობლოსთვის მსახურებას, სასიქადულო მამულიშვილობას ნიშნავს.

ალექსანდრე კლიმჩუკი ფრანგული Le Mond-ის, რუსული NewsWeek-ის, სააგენტოების Itar Tass, როიტერი, გაზეთების “კომსომილსკაია პრავდა”, “მოსკოვსკი კომსომოლეც” და სხვა გამოცემებისთვის მუშაობდა, იყო ფოტოსააგენტოს Caucasus Press Images ხელმძღვანელი.

ტელეკომპანია "ალანიას" საინფორმაციო სამსახურის რედაქტორ და ჟურნალ "ნიუსვიქის" კორესპონდენტ გიგა ჩიხლაძესთან ერთად 2008 წლის აგვისტოში იგი კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებების მიმდინარეობისას მოკლეს.  

2008 წლიდან მოყოლებული ალექსანდრე კლიმჩუკის გამოფენები გაიმართა სახალხო დამცველის ოფისში და გალერეაში ”აკადემია +”. აგვისტოს შუა რიცხვებამდე თბილისის ისტორიის მუზეუმში დამთვალიერებელს კიდევ ერთხელ ექნება საშუალება, კლიმჩუკის მხატვრულ და დოკუმენტურ ფოტოებს, ასევე გიგა ჩიხლაძის კორესპონდენციას გაეცნოს.

კომენტარი

E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:
BANNER RIGHT COL

“ამნესტი ინტერნეიშენალი” ცხოვრებოვის საქმეს ეხმაურება

“ამნესტი ინტერნეიშენალმა” სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლებას  თემურ ცხოვრებოვზე თავდასხმის სრული და გადაუდებელი გამოძიებისკენ მოუწოდა.

ტელევიზიის მფლობელი იუსტიციის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანია

პოლიციის „ზღაპრები“ რეალტივიზე

“დონაძის ტელევიზია”, “პოლიციის პროპაგანდისტული მანქანა”...  -ასე მოიხსენიებენ ტელეკომპანია “რეალ ტვ”-ის თბილისში, რომელიც მხოლოდ ამ ქალაქში მაუწყებლობს. “ბათუმელების” გამოძიებით დადგინდა, რომ ამ ტელევიზიის ლიცენზია მისმა ერთადერთმა მფლობელმა, ია პაიჭაძემ უკანონოდ მიიღო. დოკუმენტების მიხედვით, ია პაიჭაძე წლების განმავლობაში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. სწორედ ამიტომ არ ჰქონდა  მას  მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების უფლება.

2010-07-07 | გამოფენა 

დევნილების ნივთების გამოფენა „ევროპის სახლში“

”ევროპის სახლში” აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან  დევნილთა ნივთებია გამოფენილი. მოძიებულია 50-მდე ექსპონატი, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილებმა საკუთარი სახლების დატოვებისას წამოიღეს.

წინა | შემდეგი

ქეცბაია ისევ დაუმარცხებელია

3 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა ფრედ, 1:1 ითამაშა ათენში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ მატჩში, საბერძნეთის ეროვნულ გუნდთან. ალექსანდრე იაშვილმა მე–3 წუთზე გახსნა ანგარიში, 73–ზე ნიკოს სპიროპულომ გაათანაბრა.

ევროკავშირის წარმომადგენლობა კულუარულ ინფორმაციას ეხმაურება

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში სააგენტო ”პირველის”  მიერ  გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს და მიიჩნევს, რომ მასში უზუსტობაა  დაშვებული.  ელჩი პერ ეკლუნდი თინა ხიდაშელის გამონათქვამებსაც ეხმაურება.

რას გავიგებთ დევნილებზე ომბუდსმენისგან

ორშაბათს საქართველოს სახალხო დამცველი იძულებით გადაადგილებულ პირებზე მომზადებულ 80- გვერდიან ანგარიშს პარლამენტს გაუგზავნის.  გიორგი ტუღუშის თქმით, გამოკითხულ დევნილთა 60% ამჟამინდელი საცხოვლებელი პირობებით უკმაყოფილოა. ანგარიშის მიხედვით, საცხოვრებლად განსაკუთრებით გაუსაძლისი პირობებია ნუცუბიძის პლატოზე, ე.წ. ,,ავტოსადგომის“ ტერიტორიაზე არსებულ ჩასახლებაში, იმერეთის ტურბაზა ,, რიონის’’  ჩასახლებასა და ქუთაისის კოტეჯებში.

წინა | შემდეგი