ახალი ამბები

ქეცბაია ისევ დაუმარცხებელია

3 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა ფრედ, 1:1 ითამაშა ათენში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ მატჩში, საბერძნეთის ეროვნულ გუნდთან. ალექსანდრე იაშვილმა მე–3 წუთზე გახსნა ანგარიში, 73–ზე ნიკოს სპიროპულომ გაათანაბრა.

რას გავიგებთ დევნილებზე ომბუდსმენისგან

ორშაბათს საქართველოს სახალხო დამცველი იძულებით გადაადგილებულ პირებზე მომზადებულ 80- გვერდიან ანგარიშს პარლამენტს გაუგზავნის.  გიორგი ტუღუშის თქმით, გამოკითხულ დევნილთა 60% ამჟამინდელი საცხოვლებელი პირობებით უკმაყოფილოა. ანგარიშის მიხედვით, საცხოვრებლად განსაკუთრებით გაუსაძლისი პირობებია ნუცუბიძის პლატოზე, ე.წ. ,,ავტოსადგომის“ ტერიტორიაზე არსებულ ჩასახლებაში, იმერეთის ტურბაზა ,, რიონის’’  ჩასახლებასა და ქუთაისის კოტეჯებში.

2010-09-02

ვირტუალური მიხეილ სააკაშვილი

ფეისბუქზე დარეგისტრირებულ მომხმარებელს, რომლის სახელია მიხეილ სააკაშვილი და რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სიახლეებს, ასევე მთავრობის წევრების ფოტოებს აქვეყნებს, აღნიშნულ სოციალურ ქსელზე 4909 მეგობარი ყავს. არის თუ არა ვირტუალური მიხეილ სააკაშვილი თავად პრეზიდენტი სააკაშვილი? ამ კითხვით ნეტგაზეთმა პრეზიდენტის პრესსამსახურს მიმართა.


გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტები შეცდომაში შეიყვანა

დღეს აბიტურიენტების ნაწილმა გრანტის შედეგების შესახებ შეიტყო, რომელიც, ეროვნული ცენტრის ცნობით, სიმართლეს არ შეესაბამება.  აბიტურიენტთა ნაწილის პირად მონაცემთა ბაზაში 100%-იანი გრანტი დაფიქსირდა. ცენტრის ინფორმაციით, სახელმწიფო დაფინანსების შედეგები ჯერ ცნობილი არ არის.

2010-08-26

ლოცვა გეი აღლუმის წინააღმდეგ

ბათუმში მართლმადიდებელი მრევლი აქციებს დილიდან გეგმავს, რადგან ისინი 26 აგვისტოს გეი აღლუმის ჩატარებას ელოდებიან. ბათუმის საკათედრო ტაძარში სასულიერო პირი და მრევლი 25 აგვისტოს საღამოს შეიკრიბნენ, რის შემდეგაც მსვლელობა მოაწყვეს და რუსთაველის გამზირზე მდებარე წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიასთან გადაინაცვლეს. აქვე მდებარეობს სასტუმრო შერატონი, სადაც სასულიერო პირების განცხადებით, უცხოეთიდან ჩამოსული ჰომოსექსუალები არიან.

2010-08-25

ბათუმის მერია გეი აღლუმის ჩატარების წინააღმდეგია

მართლმადიდებელი მრევლი, რომელმაც საპროტესტო მსვლელობა გეი აღლუმის წინააღმდეგ დღის 12 საათზე დაიწყო, ბოლოს ბათუმის მერიასთან მივიდა, სადაც განცხადება ბათუმის მერმა რობერტ ჩხაიძემაც გააკეთა. მან თქვა, - ”ჩვენ ვადასტურებთ, რომ ვართ ამ ტიპის აქციის ჩატარების წინააღმდეგი”.

2010-08-25

მართლმადიდებელი მრევლის აქცია ბათუმში

ბათუმში მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლი გეი აღლუმის გასაპროტესტებლად დღის 12 საათზე შეიკრიბა და  ქალაქის ქუჩებში მსვლელობა დაიწყო.

ჩიტაძეს და შალამბერიძეს სოლიდარობას უცხადებენ

ახალგაზრდულმა მოძრაობებმა გუშინდელი საპროტესტო აქციის დროს დაკავებულ პირებს – ლევან ჩიტაძესა და ალეკო შალამბერიძეს სოლიდარობა გამოუცხადეს. ორგანიზციების, - ,,არა”, ,,რატომ”, ,,7 ნოემბერი”, –  წევრები  ამბობენ, რომ გარემოვაჭრეებისა და დევნილების საპროტესტო აქცია საპატრულო პოლიციამ უკანაონოდ დაარბია.

2010-08-19

საქართველოში პრესცენტრები პრესასთან არ ურთიერთობენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო, რომლის ვალდებულებასაც პრესასთან ურთიერთობა წარმოადგენს, თავის ფუნქციას არ ასრულებს.

ეროვნული არქივის ბიბლიოთეკის და "ქართული ფილმის" დირექტორები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ მიმდინარე წლის 16-17 აგვისტოს ქალაქ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის და თბილისის პროკურატურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიული-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დაკავებულ იქნენ საქართველოს ეროვნული არქივის ბიბლიოთეკის დირექტორი ზურაბ ეცადაშვილი, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი რობერტ  მნაცაკანოვი და სააქციო საზოგადოება "ქართული ფილმის" სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორი არჩილ გელოვანი. 

2010-08-13 | პოლიტიკა 

ნინო ბურჯანაძეს ხურვალეთში ქვები ესროლეს

დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე გუშინ ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში არ შეუშვეს. როგორც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომერემ განაცხადა,  მას ეგრეთ წოდებული ზონდერ ბრიგადის წარმომადგენლები დაახვედრეს და დევნილებთან გასაუბრების საშუალება არ მისცეს. ნინო ბურჯანაძის ხურვალეთში ვიზიტის შესახებ არც ცენტრალური და არც  ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისთვის არაფერი ცნობილი არ ყოფილა.


საქართველომ 17 მილიონი წააგო

რამდენიმე მილიონ დოლარად ღირებული სახელმწიფო ქონება ლევან ვარშალომიძემ თურქულ კომპანიას 1,45 მილიონი დოლარის სანაცვლოდ გადასცა. აჭარის მთავრობის მიერ ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო კი ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ დოლარზე მეტია დახარჯული. როგორც ”ბათუმელებმა” გაარკვია, თურქულ კომპანიასთან დავაში სახელმწიფომ სულ ცოტა 17  მილიონი ლარი იზარალა.

2010-08-10

ხანძარი ტყეებში შესაძლოა კლიმატის ცვლილებას უკავშირდება

გლობალური კლიმატის ცვლილებაზე და მის შესაძლო კავშირზე ბორჯომისა და აწყურის ტყეებში გაჩენილ ხანძართან ნეტგაზეთს ესაუბრა მარინა შვანგირაძე, კლიმატის ცვლილებების მიმართ საქართველოს მეორე ეროვნული მოხსენების კოორდინატორი.

საქალაქო სასამართლოში დღეს ნანა დევდარიანს დაკითხავენ

თბილისის საქალაქო სასამართლო, ტელეკომპანია «კავკასიის» შენობაში შეჭრის გამო, 7 ბრალდებულის საქმეს განიხილავს. სასამართლო პროცესი დღეს, 12 საათზე, განახლდება. მას მოსამართლე მილერი ხარებავა უძღვება.

პატიმრები გათავისუფლების მოლოდინში

ვადაზე ადრე გათავისუფლების სახელმწიფო კომისიის სხდომა დღეს გაიმართება. კომისიაში 300 განაცხადია შესული. კომისიის წევრის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, განხილვას 160 განაცხადი დაექვემდებარება.

ევროკავშირში დაცული ქართული პროდუქცია

ხვანჭკარა, ტვიში, ქინძმარაული, საფერავი, მუკუზანი, - ევროკავშირში საქართველოში წარმოებული 18 სახეობის ღვინის დასახელება იქნება დაცული. პროდუქციის  სახელწოდებებს და მათ გეოგრაფიულ წარმომავლობას გაყალბებისაგან საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ახალი შეთანხმება დაიცავს.  ,,გეოგრაფიული სახელწოდებების დაცვის შესახებ შეთანხმების“ პარაფირებას ხელს დღეს მოაწერენ.

ხანძარი კასპში

საბურავების გადამამუშავებელ ქარხანას გუშინ, გვიან ღამით, ხანძარი გაუჩნდა. ქარხანა სოფელ მეტეხში, საცხოვრებელი უბნიდან ორას მეტრში მდებარობს.

2010-07-27 | უკრაინა 
2010-07-27 | ეკოლოგია 

შავ ზღვაში დამხრჩვალი მოზარდის გვამი იპოვეს

მაშველებმა შავ ზღვაში დამხრჩვალი თექვსმეტი წლის მირზა ქურციკიძის გვამი სოფელ მალთაყვასთან იპოვეს.

თვითმკვლელობის მცდელობა გალაკტიონის ხიდიდან

გუშინ, გვიან ღამით, 45 წლის მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. იგი გალაკტიონ ტაბიძის ხიდიდან მტკვარში გადახტა.

მტკვარში მოზარდის გვამს ეძებენ

მტკვარში, გორის ტერიტორიაზე, დაკარგულ ახალგაზრდას მაშველები ამ დრომდე ეძებენ. 14 წლის მოზარდი დინებამ გუშინ საღამოს წაიღო. მაშველები მოზარდს მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ.


საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში

პოლიტიკური კრიზისის საფრთხეები

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ახალი კონსტიტუციის მოდელი შეიძლება პოლიტიკური კრიზისების მიზეზი გახდეს, აცხადებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე. სადავო 81-ე მუხლზე შენიშვნები დაწერა ვენეციის კომისიამაც, რომლის რეკომენდაციაც  პროექტის საბოლოო ვარიანტში არ ასახულა.

2010-07-23 | პოლიტიკა 

მესამე შანსი სააკაშვილისთვის

საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო რედაქცია ამჟამინდელ პრეზიდენტ სააკაშილს არ უზღუდავს პრემიერობის შანსს. შეზღუდვის დაწესება, რომელსაც ირაკლი ალასანია და მისი პარტია ითხოვდა, ცვლილებების პროექტში გათვალისწინებული არ არის. იქნებოდა თუ არა შეზღუდვის დაწესება ამომრჩევლის უფლების შეზღუდვა?

2010-07-21

რუსთაველის გამზირზე ასფალტის საფარი ჩაინგრა

რუსთაველის გამზირზე, ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ, გზის სავალი ნაწილი ჩაინგრა. ავარიის შედეგად არავინ დაზარალებულა.

 

დევნილები დახმარების მოლოდინში

ამ წუთებში კოსტავას ქუჩაზე გამომცემლობა ”სამშობლოს” წინ შეკრებილი დევნილები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებს ელოდებიან. სამინისტროდან მათთან ჯერ არავინ მისულა.


ტელევიზიის მფლობელი იუსტიციის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანია

პოლიციის „ზღაპრები“ რეალტივიზე

“დონაძის ტელევიზია”, “პოლიციის პროპაგანდისტული მანქანა”...  -ასე მოიხსენიებენ ტელეკომპანია “რეალ ტვ”-ის თბილისში, რომელიც მხოლოდ ამ ქალაქში მაუწყებლობს. “ბათუმელების” გამოძიებით დადგინდა, რომ ამ ტელევიზიის ლიცენზია მისმა ერთადერთმა მფლობელმა, ია პაიჭაძემ უკანონოდ მიიღო. დოკუმენტების მიხედვით, ია პაიჭაძე წლების განმავლობაში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. სწორედ ამიტომ არ ჰქონდა  მას  მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების უფლება.

2010-07-16

მინისტრმა თანამდებობა დატოვა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მათე ტაკიძე დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. "ბათუმელების" წყაროს ინფორმაციით, მინისტრის სავარძელი ტაკიძემ  საკუთარი განცხადების საფუძველზე 3 დღის წინ დატოვა.

2010-07-15

ეშტონი: ესაა მოგზაურობა, რომელიც ახლა იწყება

ევროკავშირსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებები ასოცირების შესახებ შეთანხმებზე 2–3 წელი გაგრძელდება, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ქეთრინ ეშტონმა საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

2010-07-15

ახალგაზრდული ორგანიზაციის 200 წევრი პარტიას პროტესტის ნიშნად ტოვებს

განხეთქილება “ქრისტიან-დემოკრატებში”

“მომავალ არჩევნებზე ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ "ქრისტიან-დემოკრატებმა”  ნიაზ ზოსიძისა და ნუგზარ ფუტკარაძის სახით ვერ შეიყვანონ ვერც ერთი კანდიდატი ვერც ერთ საკანონმდებლო ორგანოში”, - ქდმ-ს ახალგაზრდული ორგანიზაცია ბათუმში თარგამაძის პარტიის ლიდერებს ფინანსურ მაქინაციებში ადანაშაულებს. ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი ირაკლი გოგიტიძე სამი წლის განმავლობაში დაგროვილ პრობლემებზე საუბრობს:

ბერნარ კუშნერი საქართველოს რუსეთთან დიალოგს ურჩევს

კონფლიქტში მყოფი ქვეყნების შერიგების საკუთარი მაგალითი წარმოუდგინა ბერნარ კუშნერმა ”ევროპის სახლში” შეკრებულ საზოგადოებას, თუ როგორ მეგობრობდა იგი ერთ-ერთ გერმანელ გენერალთან, გვარად კლაუსთან.

”მამაჩემი ვერ წარმოიდგენდა, რომ მე შემეძლო გერმანელთან მეგობრობა, მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნები ერთმანეთის მტრები იყვნენ. ”

2010-07-14

ირანის ისლამური რესპუბლიკის პოზიცია გაზსადენზე

რა პოზიცია აქვს ირანს საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის შესაძლო პრივატიზაციასთან დაკავშირებით და არის თუ არა ირანისთვის მნიშვნელოვანი საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის მიყიდვა რუსეთითვის, როგორც ეს ენერგეტიკის საკითხებში ექსპერტ ლიანა ჯერვალიძეს მიაჩნია?  ნეტგაზეთი ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში გაზსადენზე ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” ორგანიზებით გამართული დისკუსიის შემდეგ დაუკავშირდა. ამ დისკუსიას ირანის საელჩოს წარმომადგენელიც ესწრებოდა.  გთავაზობთ საელჩოს პოზიციას გაზსადენის საკითხზე:


მიხეილ სააკაშვილი: თუ არ შეგიძლია, უნდა გაიარო

პრეზიდენტმა  სააკაშვილმა გამგებლებთან და გუბერნატორებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ  მთავრობა ,,ლაყაფისტი” ხელისუფლების წარმომადგენლების შენახვას აღარ აპირებს.



ახალი ჟურნალებით ახალი სასწავლო წლიდან

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პედაგოგებს სასწავლო ჟურნალების განახლებული ნიმუში წარუდგინა.

2010-07-05

ჰილარი კლინტონი საქართველოშია

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი ამ წუთებში თბილისის საჯარო ბიბლიოთეკაში მივიდა, სადაც დაგეგმილია მისი პირველი შეხვედრა ლიდერ ქალებთან. ბიბლიოთეკაში, ჯერჯერობით, არ გამოჩენილა ნინო ბურჯანაძე.

2010-06-30

პარლამენტი საზოგადოებისათვის უფრო გამჭვირვალე უნდა გახდეს

საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ-დემოკატიულ ინსტიტუტს (NDI) შორის მემორანდუმი გაფორმდა. ,,პარლამენტის გაძლიერების პროგრამის'' მნიშვნელოვანი ნაწილი მიზნად ისახავს ქართული საზოგადოების სამოქალაქო აქტურობის გაზრდას. ასევე პარლამენტში შეიქმნება სპეციალური ბიურო, რომელიც პარლამენტის საქმიანობას არასამთავრობო სექტორისათვის უფრო გამჭვირვალეს გახდის. პროგრამისათვის სამი წლის განმავლობაში 4 მილიარდი დოლარი გამოიყოფა.

2010-06-30

აქცია მუსლიმანების უფლებების დასაცავად

აქცია დაბა ხულოში, რომელიც ასეულობით მუსლიმანმა გასულ კვირას საკრებულოს შენობის წინ გამართა, არავის გაუშუქებია. ისინი ხელისუფლებას მათი რელიგიური უფლებების ხელყოფაში ადანაშაულებენ.


2010-06-28

სტალინის ძეგლის ახალი მისამართი

გორის საკრებულოში უკვე მზადაა  სტალინის მონუმენტის პროექტი.  6-მეტრიანი ძეგლი მისი სახლის წინ, სკვერში, განთავსდება. თავდაპირველად კი კვარცხლბეკი აიგება

2010-06-25

სტალინის ძეგლის ადგილსამყოფელი უცნობია

გორში, სტალინის მუზეუმში, ჯერჯერობით არ იციან, როდის მიიტანენ  მათთან სტალინის მონუმენტს.  მოხსნილი მონუმენტის ადგილსამყოფელი კი ხელისუფლების მიერ გასაიდუმლებულია, ერთ-ერთი ვერსიით, იგი სამხედრო ბაზაზე ინახება.


ნაცმოძრაობის მილიონების წარმომავლობა

ნაციონალური მოძრაობის 13 512 888.8 ლარისა და 30 მაისის არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიების მიერ საკუთარ საარჩევნო ფონდებში გადარიცხული ფულის წარმომავლობა, ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, 2011 წლის 1 თებერვალს უნდა გაირკვეს.

2010-06-18

თაბუკაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი ინგრევა

თაბუკაშვილის ქუჩაზე #25–ში მდებარე საცხოვრებელი სახლი ინგრევა. ცხრა ოჯახის  ევაკუაცია დილის 10 საათზე განხორციელდა. ამ წუთებში ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს. ისინი ცდილობენ, საცხოვრებელი სახლი გაამაგრონ, რათა მოსახლეობამ სახლიდან საჭირო ნივთები გამოიტანოს. სახლი გამაგრებას აღარ ექვემდებარება.


ევროპაში მიმოსვლა შესაძლოა გამარტივდეს

ევროკავშირის ქვეყნებში ვიზების მიღება საქართველოს მოქალაქეებს შეიძლება გაუმარტივდეთ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრი მოაწერენ შეთანხმებას,  რომლის დამტკიცების შემდეგ საქართველოში გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს ევროპაში მიმოსვლა გაუადვილდებათ.

2010-06-17 | პოლიტიკა 

თბილისის ახალი საკრებულო

თბილისის საკრებულოს დღევანდელი სხდომა სამი საათი გრძელდებოდა. აირჩიეს კომისიის თამჯდომარე, ასევე ექვსი მუდმივმოქმედი და  ექვსი დროებითი კომისიის წევრი.

2010-06-16 | პოლიტიკა 

ერთი წელი, სამი თვე, 10 დღე

2009 წლის თებერვალში შექმნილი ალიანსი, რომელმაც მოღვაწეობა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნით დაიწყო და 2010 წლის თვითთმართველობის არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, ხმების 9.19 % მოიპოვა, დაიშალა.  ყოფილი მოძრაობა ”ალიანსი საქართველოსათვის”  ლიდერმა დაშლის შესახებ განცხადება 15 ივნისს გააკეთა.

2010-06-16

ოსურმა მხარემ ქართულ სოფლებს წყლის მიწოდება აღუდგინა

ცხინვალიდან ხუთ კილომეტრში მდებარე სამ ქართულ სოფელს ოსურმა მხარემ წყლის მიწოდება აღუდგინა. ამის შესახებ ნეტგაზეთს სოფელ  სოფელ ქორდის მკვიდრმა  გია ჯალაბაძემ განუცხადა.

2010-06-11

ბაჩო ახალაიას გამოსვლა ბრიუსელში

საქართველოს თავდაცვის მინისტრის გამოსვლა ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე.

 

Bacho Akhalaia by netgazeti.ge

2010-06-11

შეიქმნება თუ არა გორის საკრებულოში ოპოზიციური ფრაქცია?

დაახლოებით ერთ თვეში გორის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება. 31- კაციან საკრებულოში ნაციონალურ მოძრაობას 28 დეპუტატი ჰყავს. თითო კაცით იქნებიან წარმოდგენილნი ქარისტიან-დემოკრატები, ალიანსი საქართველოსთვის, მრეწველები და თორთლაძე-დემოკრატები. შეიქმნება თუ არა ახალ საკრებულოში ოპოზიციური ფრაქცია? როგორც ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი ზურაბ როსებაშვილი ამბობს, ამისათვის კონსულტაციები უკვე დაიწყო.

2010-06-10
2010-06-09

ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გერონტი ქიქოძის მიქსი

არა ცალ–ცალკე ქაქუცა ჩოლოყაშვილი და გერონტი ქიქოძე – არამედ მათი სინთეზი. ასე ”დაიყვანა”,  ე.წ. ქართული იდეა პერსონების დონეზე ეროსი კიწმარიშვილმა. ქაქუცა ჩოლოყაშვილი, როგორც პატრიოტიზმის სიმბოლო და გერონტი ქიქოძე, როგორც პროგრესის სიმბოლო – ასე შეაფასა საქართველოს ყოფილმა ელჩმა რუსეთში იდეა, რომელიც სოზარ სუბარმა დღეს სასტუმრო ”თბილისი მეროიტში”  თამარ მეფის დარბაზში დაპატიჟებულ საზოგადოებასა და ჟურნალისტებს წარმოუდგინა.

2010-06-04 | პოლიტიკა 

საქართველოს საგარეო პოლიტიკა

სად გაჩერდება ფლუგერი

ალექსანდრე რონდელი ფიქრობს, რომ  საქართველო-ირანის ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლამ ამერიკის შეერთებული შტატები არ უნდა გააღიზიანოს. მისი თქმით,   საქართველო თავის პოლიტიკას დამოუკიდებლად ატარებს და თვლის, რომ ”არ უნდა დავეკითხოთ ყველას, რა გავაკეთოთ”.

2010-06-04

ახალი მართლმადიდებლური ორგანიზაცია ”იმედის” წინააღმდეგ

ახალი, მართლმადიდებლური ახალგაზრდული ორგანიზაცია „წინ“ თავისუფლების ინსტიტუტის და ტელეკომპანია იმედის გადაცემა „სიმართლის დროს“ წინააღმდეგ გამოდის. ორგანიზაცია მათ პროვოკაციების მცდელობაში ადანაშაულებს.


პარტიების წინასაარჩევნო კამპანიის ხარჯების შუალედური ანგარიშები

11 მილიონი - არჩევნებში გამარჯვების ფორმულა

11 000 000  ლარი ჩარიცხა საარჩევნო კამპანიის პირველივე თვეში, აპრილში, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიის საარჩევნო კამპანიის ანგარიშზე.

2010-06-01

რას ნიშნავს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პოსტის გაუქმება საქართველოსთვის?

ევროკავშირი და საქართველო

ნიშნავს თუ არა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პოსტის გაუქმება სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში ევროკავშირის ინტერესის შემცირებას ამ ქვეყნების, კონკრეტულად კი, საქართველოს მიმართ, მაშინ, როცა ევროკომიისის წარმომადგენლობის ნაცვლად საქართველოში უკვე ევროკავშირის წარმომადგენლობაა?


ცესკო: პრეზიდენტს და ”იმედს” კანონი არ დაურღვევიათ

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტის წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი არ დააკმაყოფილა.  საჩივარი ცესკოში  30 მაისს საარჩევნო უბანზე პრეზიდენტის მიერ გაკეთებული გაცხადების გამო   არასამათავრობო ორგანიაზაციამ შეიტანა.


რას ელის აშშ საქართველოსგან

”წარმატებული დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები 2012 წელს და საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წელს შესაძლებელს გახდის, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად პრეზიდენტმა საკუთარი ძალაუფლება მშვიდობიანად, კონსტიტუციურად და დემოკრატიულად გადააბაროს სხვას” - ნათქვამია ადგილობრივ თვითთმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით აშშ-ს საელჩოს მიერ  გავრცელებულ განცხადებაში.


ეუთო და ევროსაბჭო ხმების დათვლის პროცესს ნეგატიურად აფასებს

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ხმების დათვლის პროცესს ნეგატიურად აფასებს, თუმცა  სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, 30 მაისის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, საქართველოს მიერ ეუთოსა და ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების მხრივ, აშკარა პროგრესი აღინიშნა.

ცესკოს წინაწარი შედეგები-15.00 საათი

გიგი უგულავა- "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი 54.83%
ირაკლი ალასანია- "ალიანსი საქართველოსთვის" კანდიდატი
19.76 %
გია ჭანტურია-ქრისტიან-დემოკრატების" მერობის კანდიდატი
10.47 %
ზვიად ძიძიგური- "ეროვნული საბჭოს" მერობის კანდიდატი 
8.25 %
გოგი თოფაძე- "მრეწველების" ლიდერი
5.16 %
თამაზ ვაშაძე - მოძრაობა "სოლიდარობის" კანდიდატი 0,65%
ნიკა ივანიშვილი- "სახალხო დემოკრატების" ლიდერი,
0.52%
დავით იაკობიძე
0,22%
გიორგი ლაღიძე
0,14%

 

საპყრობილეში არჩევნები მარკირების გარეშე ჩატარდა

გლდანის # 8 საპყრობილეში 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მერის არჩევნებში მხოლოდ ერთმა წინასწარპატიმრობაში მყოფმა პირმა მისცა ხმა.

სადამკვირვებლო ორგანიზაციების პრესკონფერენცია უბნების დახურვის შემდეგ

არასამთავრობო ორგანიზაციები,რომლებიც მთელი დღის მანძილზე აკვირდებოდნენ საარჩევნო პროცესს, ხმის მიცემის დასრულებისთანავე საუბრობენ დღის მნიშნელოვან დარღვევებზე. თუმცა არც ერთი მათგანი არ აჯამებს დღეს, რადგან მათი თქმით, ისინი ამ დრომდე იღებენ ინფორმაციას და საბოლოო მონაცემებს ხვალ გამოაქვეყნებენ.

თამარ ხიდაშელი: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია:

Tamar Khidasheli-21.00 by netgazeti.ge

ეკა სირაძე, "სამართლიანი არჩევნები":

Eka Siradze -21.00 by netgazeti.ge

არჩევნების მონაცემები ერთი მაჟორიტარული უბნის შედეგებით

მონაცემები

მონაცემები

20 საათისთვის, ანუ 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კენჭისყრის დასრულების დროს, ბათუმის 79 ოლქის ბაგრატიონის მეორე მაჟორიტარული ოლქის მე–7 უბანზე სულ 3686 ამომრჩეველმა მისცა ხმა.

 

ბათუმში შესაძლოა უბანი გაუქმდეს

ბათუმის 79 ოლქის მეორე მაჟორიტარულ ოლქში "სამართლიანმა არჩევნებმა" დააფიქსირა ხარვეზიანი მაჟორიტარული ბიულეტენები. ამ ბიულეტენებში „თორთალაძე-დემოკრატების“ მაჟორიტარი კანდიდატის გასწვრივ პარტიის საარჩევნო ნომერი შეცდომით არის მითითებული - 21-ის ნაცვლად წერია 15.

ეგზიტპოლის შედეგები

10 ათასი ამომრჩეველი გამოიკითხა ეგზიტპოლისთვის, რომელიც ამერიკულმა კომპანიამ Edison Research-მა განახორციელა და ”რუსთავი 2”-სა და ”იმედის” დაკვეთით ჩაატარა. გამოკითხულთა 49% თქვა უარი პასუხზე. Edison Research -ის განცხადებით ცდომილება 2%-ია.

„სამართლიანი არჩევნების“ ხუთი საჩივარი

აჭარის ხუთ ოლქში "სამართლიან არჩევნებს", არჩევნების დამთავრების დროისთვის, სულ ხუთი საჩივარი აქვს დაწერილი

ბათუმში, 79 ოლქში, ,,სამართლიანი არჩევნების,, დამკვირვებლებმა ორი საჩივარი დაწერეს 81-ე სპეცუბანზე, მათგან ერთი ეხებოდა წილისყრით ფუნქციების განაწილებას, ანუ ერთ-ერთი პიროვნების ფუნქცია წინასწარ იყო დანიშნული. შესაბამისად, წილისყრა განმეორებით ჩატარდა.

მეორე საჩივარი უკავშირდებოდა კენჭისყრის დაგვიანებით დაწყებას...

გადაცმული ამომრჩეველი

გარდაბნის 21–ე საარჩევნო ოლქის სოფელ თაზაქენდის 25–ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ამომრჩევლის განმეორებითი ხმის მიცემა,–აცხადებს ორგანიზაცია "მრავალეროვანი საქართველოს" წარმომადგენლი. მოქალაქემ, რომელმაც განმეორებით მისცა ხმა, ჩაცმულობა შეიცვალა და ისე გამოცხადდა საარჩევნო უბანზე.

გაყალბებული ხმები

ბათუმში, 79 ოლქის მე-17 უბანზე, ორ მოქალაქეს - ნატო კვინტრაძესა და ლაშა ადამიას- ხმის მიცემის საშუალება არ მიეცათ. ეს ორი მოქალაქე უბანში 19:15 საათზე გამოცხადაა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მათ ნაცვლად ხმა უკვე მიცემული იყო.

მე-17 უბანში სულ 1452 ამომრჩეველია დარეგისტრირებული; 12 საათისთვის ამ უბანზე 288 ამომრჩეველს ჰქონდა ხმა მიცემული. 17 საათისთვი ამომრჩევლის რაოდენობამ 560-ს მიაღწია.

მე-17 უბანზე სხვა დარღვევაც დაფიქსირდა...

კომისიის წევრები თავს შეუძლოდ გრძნობენ

ბათუმში, 79 ოლქის 29-ე უბანში, საარჩევნო კომისიის სამი წევრი თავს შეუძლოდ გრძნობს. ჟურნალისტ ნათია როყვას თქმით, რომელიც უბანზე იმყოფება, შეუძლოდ მყოფი კომისიის წევრები ამბობენ, რომ ცუდად მას შემდეგ გახდნენ, რაც უბანზე მიტანილი საჭმელი შეჭამეს. 

2010-05-30 18:16 | არჩევნები 2010 

დარღვევების ძირითადი ტენდენციები

"სამართლიანი არჩევნების" და "დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" წარმომადგენლის ეკა სირაძის თქმით, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული დარღვევების უმეტესი ნაწილი ტექნიკური ხასიათისაა. თუმცა აქვე სირაძე აღნიშვნავს, რომ ზეწოლის ამდენ ფაქტსაც არ მოელოდა.

 

 

თამარ ხიდაშელი: ყველაზე რთული ვითარება ბათუმშია

Tamar KHidasheli by netgazeti.ge

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ამ დრომდე 30 საჩივარი აქვს შეტანილი. თამარ ხიდაშელი, ცესკოს დარღვევებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს. საია სამ ქალაქში –თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში– აკვირდება არჩევნებს. ხიდაშელის თქმით, ყველაზე რთული ვითარება ამ დროისთვის ბათუმშია. თუმცა საარჩევნო პროცესი საერთო ჯამში მშვიდად მიმდინარეობს.

 

საარჩევნო სუბიექტი დამკვირვებლად საარჩევნო უბნებში

;  ქუთაისში, ვაკისუბნის ოლქში „ალიანსი საქართველოსთვის“ მაჟორიტარი კანდიდატი იმედა გიორგაძე დამკვირვებლის სტატუსით ამავე ოლქში შემავალ საუბნო საარჩევნო კომისიებში იმყოფებოდა. მას თან ჰქონდა ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული პარტიის წარმომადგენლის მოწმობა მის სამაჟორიტარო ოლქში შემავალ უბნებზე.

გავრცელებული ინფორმაცია წყალტუბოში ბიულეტენების ჩაყრაზე აღარ დასტურდება

ინფორმაცია წყალტუბოს 62-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთში ერთდროულად დიდი რაოდენობის ბიულეტენების ჩაყრის შესახებ არ დასტურდება. თავდაპირველად განცხადება ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის წევრმა გააკეთა, რომელიც ამ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრია.

2010-05-30 13:40 | არჩევნები 

ერთი საარჩევნო უბანი უკვე დაიხურა

სამცხე–ჯავახეთის რეგიონში ერთი საარჩევნო უბანი დაიხურა. ორგანიზაცია "მრავალეროვანი საქართველო" აცხადებს, რომ საარჩევნო უბნის დახურვის მიზეზი ხმის მიცემის პროცესის დასრულებაა.

უბანზე ნაცმოძრაობის მოსაწვევით

ბათუმის 79–ე ოლქის 29-ე უბანზე  გაზეთმა "ბათუმელებმა’’ დააფიქსირა ფაქტი, როცა  ამომრჩეველთა უმრავლესობა უბანზე მოდის  მოსაწვევით.

ცესკო: ამომრჩეველთა 20%-მა გააკეთა არჩევანი

ცესკოს ინფორმაციით დღის 12 საათისთვის მოქალაქეთა აქტივობამ საარჩევნო უბნებზე მთელი საქართველოს მასშტაბით 20% შეადგინა.

2010-05-30 13:25 | არჩევნები 2010 

დარღვევები სამცხე–ჯავახეთის რეგიონში

სამცხე–ჯავახეთის რეგიონში ორგანიზაციამ "მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო" დარღვევები გამოავლინა.


მოქალაქეთა საარჩევნო აქტივობა 12 საათის მონაცემებით

12 საათის მონაცემებით მოქალაქეთა საარჩევნო აქტივობა თბილისში.

2010-05-30

ხელმოწერის გაყალბება საარჩევნოდ?

"საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველომ" ჟურნალისტებს წარუდგინა სამი განცხადება, რომელშიც განმცხადებლები აღნიშნავენ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეიბის გამო არ შეუძლიათ საარჩევნო უბანში მისვლა და ითხოვენ ყუთს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის ვახტანგ კობალაძის განცხადებით,   შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ სამივე განცხადება ერთი კალიგრაფიით არის დაწერილი და სხვადასხვა გვარი აქვს მითითებული.

 განცხადებები ოზურგეთის ამომრჩეველს ეკუთვნის.

ორი ამომრჩეველი საარჩევნო კაბინაში

ბათუმის 79 ოლქში, 46-ე უბანზე, „გაზეთმა ბათუმელებმა“ საარჩევნი კაბინაში ორი ამომრჩეველი დააფიქსირა ერთად. არც ერთი მათგანი არ იყო უნარშეზღუდული და, შესაბამისად, არ საჭიროებდა დახმარებას.


ვიდეო თვალი საარჩევნო კაბინის თავზე

თბილისის დიდუბის საარჩევნო ოლქის  37-ე უბანზე, ხმის მისაცემი კაბინის თავზე, დამონტაჟებულია კამერა. უბნის კომისიის თავმჯდომარის თქმით, ერთ-ერთმა ამომრჩეველმა შეამჩნია ის და გააპროტესტა.

ჟურნალისტებს სამართალდამცავებმა უბნის დატოვება მოთხოვეს

#38 ადიგენის საარჩევნო ოლქის #7 ვარხნის უბანზე გაზეთი ”სამხრეთის კარიბჭის” ჟურნალისტებს ნინო ნარიმანიშვილს და მანანა სარაშვილს სამართალდამცავებმა   უბნის დატოვება ან ფაქტებზე თვალის დახუჭვა მოსთხოვეს. მანანა სარაშვილს ერთ-ერთმა თანამშრომელმა ”შეახსენა”, რომ მას  მამა და ძმა ყავს.

ჟურნალისტები ამ დრომდე საარჩევნო უბანში რჩებიან.

არჩევანი საჯაროდ

ასპინძის 39–ე ოლქის იდუმალის #7 უბანზე 55 წლის ირინა კედელაშვილმა არჩევანი სარეგისტრაციო მაგიდაზე გააკეთა.

არჩევანი პირადობის მოწმობის გარეშე

#38 ადიგენის საარჩევნო ოლქის #7 ვარხნის უბანზე ერთმა ამომარჩეველმა 8 საათსა და 15 წუთზე პირადობის მოწმობის გარეშე მისცა ხმა.

ძალადობისკენ მოწოდებას სასამართლო ძალაში ტოვებს

როგორ დაასაბუთა სასამართლომ, რომ არ უნდა გაეუქმებინა ცესკოს გადაწყვეტილება მოძრაობა „თავისუფლების“ მაჟორიტარი კანდიდატის, ლადო სადღობელაშვილის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ?  აპირებს თუ არა საია ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას? ინტერვიუ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატ თამარ კორძაიასთან:

Tamar kordzaia by netgazeti.ge


ემილ სულეიმანოვი: ირანი საქართველოსთვის დასავლეთს ვერ შეცვლის

რას ნიშნავს ბოლო დროს საქართველო- ირანის ურთიერთობის “ახალი ეტაპზე” გადასვლა? რა  პოლიტიკური თამაშებს იწყებს საქართველო და ირანი? და  ვის არ აძლევს ხელს ამ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება? ამ კითხვებს ნეტგაზეთთან ინტერვიუში ექსპერტი კავკასიის საკითხებში, პოლიტოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პრაღის კარლოვის უნივერსიტეტის ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი  ემილ სულეიმანოვი პასუხობს.

2010-05-27

რატომ არ უყვართ ჯორჯ სოროსი?

ასიამოვნეთ, ესროლეთ კვერცხები!

იქნებ არ დაეზაროს ვინმეს და გამოითვალოს, ვის ახსენებენ ყველაზე ხშირად  არჩევნების წინ საქართველოში.

“რას” ახსენებენ, ისედაც ყველამ ვიცით - ეკლესიას, რომელიც დაანგრია ან ააშენა ხელისუფლებამ (გააჩნია, ვინ ლაპარაკობს), მართლმადიდებლობას, ეროვნულ მენტალიტეტს. მაგრამ “ვინ” - ჯერ დაუდგენელია... პირველ ადგილზე, ალბათ, მაინც მიხეილ სააკაშვილი გავა - ოპოზიციას თუ დავუჯერებთ, არ იქნება მიხეილ სააკაშვილი და ქვეყანაც აყვავდება. აი, “მეორე” კი არ უნდა იყოს ქართველი.

კრიტიკოსები ფესტივალზე - არდიFest. მე-3 დღე

ფესტივალის მესამე დღის წარმოდგენებს მიმოიხილავენ თეატრის კრიტიკოსები: ნიკა წულუკიძე,თამარ მუქერია, თაკო კიკნაველიძე და სოფო კილასონია. ;

2010-05-28

ომბუდსმენის განახლებული ოფისი ახალქალაქში

ახალქალაქში სახალხო დამცველის ოფისის პრეზენტაცია გაიმართა. გიორგი ტუღუშმა განაცხადა, რომ ამიერიდან სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას ის უფრო ეფექტურად დაიცავს.


2010-05-21

ჟურნალისტების თხოვნა მერიას და ბიზნესს-მასმოდა 2010

ნატვრის ხე და ჟურნალისტური სტანდარტი

თბილისის საკრებულოს პრესსამსახურს მიაჩნია, რომ პარტნიორობის სანაცვლოდ თბილისის მერიამ  „მას მოდისგან“ რეკლამა მიიღო.  მედიის ექსპერტები თვლიან, რომ ჟურნალისტების მიერ მთავრობისგან და ბიზნესისგან საჩუქრების მიღება  მაუწყებლების რეპუტაციაზე აისახება.  რას ფიქრობენ ის ჟურნალისტები პროფესიულ ეთიკაზე, რომლებმაც საჩუქრები თბილისის მერიას და ბიზნესკომპანიებს სთხოვეს და დაირღვა თუ არა მაუწყებელთა ქცევის კოდექსი?

ობამას ღალატს საქართველოსადმი გარკვეული აზრი აქვს

ობამამ ცხადყო, რომ  მოსკოვთან უკეთესი ურთიერთობის გამო, ის საქართველოს ემიჯნება. იმ დღეს მან კონგრესს რუსეთთან ბირთვული ხელშეკრულების მხარდაჭერა  სთხოვა და განაცხადა, რომ  ”სიტუაცია საქართველოში  აღარ უნდა განიხილებოდეს ხელისშემშლელ ფაქტორად ამ ხელშეკრულებისათვის”


აკრძალული გაშუქება და არჩევნები 2010

თუ ცესკომ და შემდეგ სასამართლომ გაზეთ ”ბათუმელების” მიერ მოკვლეული ფაქტები შეაფასა  საარჩევნო კოდექსის 76 -ე მუხლის მე- 3 პუნქტის დარღვევად, საბიუჯეტო გაზეთი, წინასაარჩევნო პერიოდში გამოქვეყნებული მასალების გამო, დაჯარიმდება. ფაქტებს დარღვევად მიიჩნევს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო”. 

 


ნიღაბს ამოფარებული რეკლამირება

მასკარადის დროს ნიღაბს ამოფარებული პიროვნების ნამდვილი სახე ყველაზე კარგად ჩანს. თქვენ (მაყურებლებს) გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა შეაფასოთ თითოეული მოთამაშის მაფიოზური პოტენციალი. მით უმეტეს... რომ დღევანდელი მოთაშეები დედაქალაქის პოტენციური თავკაცები არიან...”–  ასე დაიწყო  16 მაისის „მაფიის ღამე“ წამყვანმა მალხაზ ქვრივიშვილმა.

2010-05-19

ორი ღამე რედისონში - ჟურნალისტის მოქრთამვა?

”ეს არის მოქრთამვის საუკეთესო ფორმა, ამ შემთხვევაში ჟურნალისტი ხდება ანგარიშვალდებული მერიის წინაშე“,- აცხადებს მედიის ექსპერტი   ზვიად ქორიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის კომენტართან დაკავშირებით. ქეთი ბოჯგუამ განაცხადა, რომ თბილისის მერიამ აუსრულა თხოვნა და ორი ღამე სასტუმრო რედისონში გაატარა.


2010-05-19

2 ღამე რედისონში-ჟურნალისტის წინასაარჩევნო თხოვნა თბილისის მერიას


”თბილისის მერიას ვთხოვე, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, რადგან ასე ვიღლებით, რაღაც რაღაცეებს ვერ ასწრებს ცოლ ქმარი და ღამე მუშაობაც გვიწევს, 2 ღამის გატარება რედისონში ცოლ-ქმრული მოვალეობისთვის. ამისრულეს, რისთვისაც დიდი მადლობა” - აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ქეთი ბოჯგუა.

2010-05-17

ადვოკატთა საინიაციტივო ჯგუფმა მთავარ პროკურატურას მიმართა

საქართველოს პოლიციამ, ადვოკატებისთვის მშვიდობიანი მანიფესტაციის ხელშეშლის გამო, მანიფესტაციის შესახებ კანონი და ევროკონვენციის მუხლები დაარღვია, აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე, ადვოკატთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი.

2010-05-14 | რელიგია 

კიდევ ერთი „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა“

„სახალხო მართმადიდებლური მოძრაობის“ დამფუძნებელი მალხაზ გულაშვილი, კიდევ ერთ „სახალხო მართლამდიდებლურ მოძრაობას“ აფუძნებს.

2010-05-13

არის თუ არა რადიაციული თბილისის კორპუსების სახურავები?

ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის მაჟორიტარი კადიდატი საცხოვრებელი კორუსების სახურავების ექსპერტიზას ითხოვს.


ობამა, ბაიდენი, პუტინი და დამცირება რომელიც არ ყოფილა

პრეზიდენტისთვის, რომელმაც მიზნად დაისახა რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვა“, მას შემდეგ, რაც ბუში-პუტინის შეუდარებელმა დუეტმა ორმხრივი თანამშრომლობის ყველანაირი ფორმა მოსპო, ეს ძალიან უცნაური ნაბიჯი იყო

2010-05-13

რა გვაშორებს და გვაახლოვებს ევროკავშირთან

საქართველო არ მოხვდა იმ სამეულში, რომელიც ევროკომისარმა შტეფან ფულემ გუშინ ბრიუსელში,  ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას, ყველაზე წარმატებულ პარტნიორებად დაასახელა.


შიდსი საქართველოში

დღეში მინიმუმ ერთი ადამიანი ინფიცირდება აივ ვირუსით საქართველოში. შიდსის ცენტრის მონაცემებით, მხოლოდ 2010 წელს 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

2010-05-13

გარიგება რუსეთსა და უკრაინას შორის

ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოების საპასუხოდ, რუსეთი უკრაინაში შავი ზღვის ფლოტის პოზიციების გაძლიერებას და ახალი სამხედრო ბაზების გახსნას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა "ნეზავისიმაია გაზეტა" იუწყება. 

2010-05-12

შემწეობის მიმღებთა მოსალოდნელი შემცირება

სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების რიცხვი ხელოვნურად მცირდება. 1-ლი ივნისიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასების ახალი მეთოდი ამოქმედდება. "ბათუმელების" მიერ მოპოვებული დეკლარაციის ფორმის მიხედვით შეფასების კრიტერიუმები გამკაცრებულია, რის გამოც დახმარება შეიძლება იმ ოჯახებსაც შეუწყდეთ, რომლებიც დღეს შემწეობას იღებენ. სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის განმარტებით, კრიტერიუმები კი არ მკაცრდება, არამედ - ზუსტდება.

2010-05-12

სტიქია აზერბაიჯანში

გადაუღებელი წვიმების გამო აზერბაიჯანში მტკვარი ადიდდა.ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე საბირაბადის რეგიონის 20-მდე სოფელში სტიქიას  ებრძვიან.

2010-05-12

ბრალდებები ქრისტიან დემოკრატების კანდიდატის წინააღმდეგ

„ქიზიყის“ მთავარი  რედაქტორი ქრისტიან დემოკრატების მაჟორიტარი კადიდატის წინააღმდეგ ჩივილს პროკურატურაში აპირებს.

 

ტრიპოლის აეროპორტში  თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა, დაღუპულია 104 ადამიანი

სააგენტო "ფრანს პრესის" ინფორმაციით, ტრიპოლის აეროპორტში  თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა, დაღუპულია 104 ადამიანი, მათ შორის, ეკიპაჟის წევრებიც


ორი საარჩევნო უბანი ბათუმელი უმისამართოებისთვის

ბათუმში უმისამართო ამომრჩეველთა რიცხვი ბოლო წელიწადნახევარ ში 1290-ით გაიზარდა. ცესკოს ინფორმაციით, ქვეყანაში მათი რიცხვი 49 ათასია. სამოქალაქო რეესტრის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით კი, ქვეყანაში 47 887 ათასი უმისამართოა.

2010-05-12

მკვლელობა ჩინეთის საბავშვო ბაღში

ჩინეთში, საბავშვო ბაღში, შეირაღებული მამაკაცის შევარდნის შემდეგ, ექვსი ბავშვი და ერთი მასწავლებელი გარდაიცვალა, ხოლო 20 ადამიანი დაიჭრა – იუწყება ჩინური მედია.


დაჯილდოებული მამა დავით ისაკაძე

„ეს არის ჯილდო ეკლესიაში მსახურებისთვის“,–ასე განმარტავს მამა მიქაელ ბოტკოველი ილია მეორის მიერ მამა დავით ისაკაძისთვის მიტრის ტარების უფლების და დამშვენებული ჯვრის მინიჭების ფაქტს.


დარღვევები წინასაარჩევნო კამპანიაში

„ წინა, საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით დარღვევები ახლა ნაკლებია“,–ამბობს ნანა ხატისკაცი -ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა– საქართველოს“ პროგრამების მენეჯერი.


რელიგიური კონფესიების სამართლებრივი სტატუსი

სამართლებრივი სტატუსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობა დღეს რელიგიურ კონფესიებს სთავაზობს, არასამეწარმეო იურიდიული პირია. საქართველოში არსებულ რელიგიურ ერთობებს ამ სტატუსის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ.

 

2010-05-11

სასაზღვრო პოსტი მამისონზე

მამისონის უღელტეხილთან დაკავშირებით რუსულ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 6 მაისს მამისონის უღელტეხილზე მდებარე ყოფილ მეტეოსადგურზე რუსული სასაზღვრო პოსტის გაიხსნა, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი გამოეხმაურა.

2010-05-11

სად არის მალხაზ გულაშვილი

როგორც სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოები 10 მაისს იუწყებოდნენ, „ სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“დამფუძნებელმა მალხაზ გულაშვილმა საქართველოს ტერიტორია დატოვა.

2010-05-11

თანამშრომლობა ბავშვთა პირობების გასაუმჯობესებლად

დღეიდან სახალხო დამცველის ოფისი და ბავშვთა  საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები 18 წლამდე ასაკის მოზარდების პრობლემებზე ერთად  იმუშავებენ.

2010-05-06

NDI საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს აქვეყნებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგები ჟურნალისტებს დღეს NDI-ის დირექტორმა  ლუის ნავარომ გააცნო. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მსოფლიოს ყველა რეგიონში დემოკრატიის განმტკიცებისათვის, პოლიტიკური და სამოქალაქო ორგანიზაციების გაძლიერებისათვის მუშაობს. NDI-ის დაკვეთით, კვლევაზე კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) იმუშავა. საჭირო ფინანსები კი შვედეთის განვითარების სააგენტომ (SIDA) გამოყო.

2010-05-10

სმმ-ს 7 წევრს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს

ბრალდებულები სასამართლო სხდომაზე ცინიზმითა და აგრესიით მოიხსენიებდნენ საქმეზე მოწმის და დაზარალებულის სახით დაკითხულ და დასაკითხ პირებს- ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეს რელიზში, კავკასიის ეთერში მომხდარ ინციდენტში ეჭვმიტანილი 7 დაკავებული პირის საქმის განხილვის თაობაზე. 


2010-05-11

„შავბნელი წარსულის“ შედეგები სერბეთში

სერბეთში ახალი საერთო სასაფლაო აღმოაჩინეს. ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისიის (“EULEX”) ინფორმაციით, სასაფლაოზე 250-მდე კოსოვოელი ალბანელის ცხედარია დამარხული.

2010-05-10 | მედია 

მსჯელობა 36 მილიონი ლარის ირგვლივ

36 მილიონი ლარი- ეს ქართული მედიის დავალიანებაა ბიუჯეტის მიმართ. მთავრობის ინიციატივა, აღნიშნული თანხის ჩამოწერასთან დაკავშირებით, პარასკევს მედიის წარმომადგენლების შეკრებაზე განხილვის მთავარი თემა იყო.

2010-05-10

ომბუდსმენის წარმომადგენლებმა სმმ-ს წევრები მოინახულეს

7 მაისის კავკასიის ეთერში მომხდარი ინციდენტის შედეგადად დაკავებული 7 ადამიანი დროებითი მოთავსების იზოლატორის ადმინისტრაციის მიმართ პრეტენზიებს არ გამოთქვამს, თუმცა, სახალხო დამცელის რწმუნებულებთან საუბრისას, მათ ჯანმრთლობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს.

2010-05-10

სასამართლო ტელეკომპანია კავკასიაში მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებულების აღმკვეთ ღონისძიების საკითხს იხილავს

დღეს თბილისის საქალაქო  სასამართლო  ტელეკომპანია კავკასიასიაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაკავებული 8 პირის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს. სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.

2010-05-08

სანდრო ბარამიძე: 21-ე საუკუნეში საქართველოში რელიგიური ომი არ გვჭირდება

მედია სამართლის ექსპერტს, ადვოკატ სანდრო ბარამიძეს გამართლებულად მიაჩნია სამართალდამცავების მხრიდან იმ პირების დაკავება, რომლებმაც გუშინ ტელეკომპანია კავკასიასთან  ”დებოში მოაწყვეს”, რადგან ”პირისპირ შეურაცხყოფა, სიძულვილის თესვა და, მით უმეტეს, ფიზიკური ძალის გამოყენება  არის აბსოლუტურად დაუშვებელი და მიუღებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში”.ამავე დროს,  ბარამიძისთვის მიუღებელია   ”ისეთი ეპატაჟური და სკანდალური წიგნების პოპულარიზაცია, როგორიც არის წიგნი სათაურით ”საიდუმლო სირობა.

2010-05-08

ინციდენტის გამოძიების წინასწარი შედეგები

გამოძიებით დადგინდა, რომ ტელეკომპანია კავკასიის ეთერში მიწვეულმა ცალკეულმა პირებმა, გარეთ მყოფ  მხარდამჭერებთან წინასწარი შეთანხმებით, გამიზნულად ჩაშალეს გადაცემა "ბარიერი",- ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში. 

2010-05-08

ინტერვიუ თეო ხატიაშვილთან

კინომცოდნე თეო ხატიაშვილს, რომელმაც გუშინ ბექა მინდიაშვილთან ერთად დატოვა ტელეკომპანია კავკასიის გადაცემა ”ბარიერის” სტუდია, ინტერვიუს გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში დაუკავშირდნენ სამართალდამცავები და მალე ჩვენებას მისცემს გამოძიებას. ნეტგაზეთთან ინტერვიუში ხატიშვილი ქრონოლოგიურად ყვება ტელეკომპანიაში განვითარებული მოვლენების შესახებ.   

Theo Khatiashvili by netgazeti.ge

2010-05-08

აქცია პოლიციის სამმართველოსთან

 მალხაზ გულაშვილი აცხადებს, რომ სამართალდამცავების და განათლების სამინისტროს მხარდაჭერას გრძნობს. ეს განცხადება გულაშვილმა  დღეს პოლიციის სამმართველოსთან გააკეთა, სადაც მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა და სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის ორგანიზაციის წევრები შეიკრიბნენ და მათი თანამოაზრეების დაკავება გააპროტესტეს. აქციას ესწრებოდნენ  სასულიერო პირებიც.

2010-05-08

ომბუდსმენი ხელისუფლებას ტელეკომპანიასთან მომხდარ ინციდენტის სწრაფ გამოძიებას თხოვს

“დაპირისპირება აშკარად გასცდა სამართლებრივ ჩარჩოებს და დაარღვია კონსტიტუციით, საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები და თავისუფლებები. კერძოდ,  გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება და შეკრება–მანიფესტაციის თავისუფლება”-ნათქვამია სახალხო დამცველის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2010-05-08 15:40

მიხეილ სააკაშვილი ”კავკასიის” ეთერში მომხდარი ინციდენტის შესახებ

მიხეილ სააკაშვილი ”კავკასიის” ეთერში მომხდარ ინციდენტს ჟურნალისტებზე თავდასხმას უწოდებს. როგორც პრეზიდენტის პრეს– სპიკერი მანანა მანჯგალაძე აცხადებს, სააკაშვილი ექსტრემიზმის გამოვლინებას დაუშვებლად მიიჩნევს.

2010-05-08

სოზარ სუბარი: კავკასიასთან მომხდარი ინციდენტი კრიმინალია

”ამას შეფასება არ სჭირდება, ტელეკომპანიაში შეჭრა , შურაცხყოფის მიყენება ცალსახად კრიმინალია და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ” - განაცხადა 8 მაისს მოძრაობა ”ალიანსი  საქართველოსათვის” თანათავმჯდომარემ, ყოფილმა ომბუდსმენმა სოზარ სუბარმა ნეტგაზეთთან საუბარში.

2010-05-08

ტელეკომპანია კავკასიაში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო გუშინ ტელეკომპანია კავკასიასთან მომხდარი ინციდენტის თაობაზე. შინაგან საქმეთა სამმართველოსთან  კი შეკრებილები არიან სახალხო მართლმადიდებლური ორგანიზაციის წევრები.

2010-05-08

წმინდა სინოდის სხდომა

ქვეყანას ყველაზე დიდ საშიშროებას ურწმუნოების, უზნეობის და პათოლოგიური გარყვნილების პროპაგანდა უქმნის, ითქვა გუშინ წმინდა სინოდის მორიგ სხდომაზე, რომელიც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მეთაურობით გაიმართა.

2010-05-08

ძალადობა პირდაპირ ეთერში

პირდაპირ ეთერში გადაცემა "ბარიერი" ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, როდესაც ტელეკომპანია "კავკასიასთან" შეკრებილმა მოქალაქეებმა გადაცემიდან ნაადრევად გამოსულ სტუმრებს, მათ შორის, კინოკრიტიკოს თეო ხატაშვილს აგინეს.

2010-05-07

ლოცვა და გინება

„არა თავისუფლების შეზღუდვას და ძალადობას“, – ეს მესიჯი რამდენიმე სტუდენტმა დღეს ილიას უნივერსიტეტთან მიიტანა,  სადაც მათ დღის 12 საათზე შეკრებილი ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე, „თანასწორობის ინსტიტუტისა” და „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ აქტივისტებისგან შემდგარი  მრავალრიცხოვანი ჯგუფი დახვდათ.


2010-05-06

სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის ჯვაროსნული ლაშქრობა

სახალხო მართლმადიდებლური ორგანიზაცია გამოდის ინიციატივით პარლამენტში შევიდეს კანონი თავისუფლების ინსტიტუტის და მსგავსი ტიპის ორგანიზაციების აკრძალვის შესახებ. ამის შესახებ მალხაზ გულაშვილმა განაცხადა 6 მაისს სააკაძის მოედანზე გამართულ ოპოციზიის მიტინგზე.

2010-05-06

ვინ იქნება პირველი ილიას უნივერსიტეტთან?

მალხაზ გულაშვილი: "ხვალ, 12 საათზე, ჩვენი სტუდენტობა აწყობს აქციას ილიას ინსტიტუტთან. მათ მხარდასაჭერად მეც მივალ".

2010-05-06

აღლუმი ქვების თანხლებით

რამდენიმე  ადამიანი დაშავდა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მომხდარი ინციდენტის დროს. სამართალდამცავებმა  და მომიტინგეებმა  ერთმანეთს ქვების სროლა მას შემდეგ დაუწყეს, როცა აქციის მონაწილეების შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიახლოებას ცდილობდნენ, სპეცდანიშნულების რაზმის კორდონმა კი მათ ამის საშუალება არ მისცა და აიძულა უკან დაეხიათ.

2010-05-06

საპროტესტო აქციის ფინალი

დაპირისპირება ილიას უნივერსიტეტთან

4 მაისს, ხუთ საათზე, ილიას უნივერსიტეტის წინ სოციალურ ქსელ ფეისბუქში დღის პირველ ნახევარში დაგეგმილი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები გუშინ ამავე უნივესტიტეტთან მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა და  სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის მიერ მოწყობილ აქციას აპროტესტებდნენ. დროის მცირე მონაკვეთის გასვლის შემდეგ ილიაუნის წინ გუშინდელი შეკრების მონაწილეებმაც დაიწყეს თავმოყრა. თანდათანობით შეკრებილთა შორის დაძაბულობამ იმატა და ცოტა ხანში მძაფრ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. 


2010-05-04

აშშ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს

2010 წელს  უკვე მეოთხედ იგზავნება აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაფრთხილება ამერიკის მოქალაქეებისთვის, თუმცა გამოხმაურება მას მხოლოდ დღეს მოყვა.

 

2010-05-03

”საიდუმლო სირობა”

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი და ზოგიერთი პოლიტიკოსი სტუდენტებთან ერთად  დღეს ილიას უნივერსიტეტის რექტორის გიგი თევზაძის გადადგომას ითხოვდნენ.


ილია II საარჩევნო პიარტექნოლოგიებში

სხვადასხვა გამოკითხვის მიხედვით, ეკლესია საქართველოში კვლავ ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობს, ასევე, 2010 წლის არჩევნებისთვის  ზოგიერთი პარტიის და კანდიდატის  სარეკლამო რგოლებში, კვლავ  ჩნდება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და რელიგია.

2010-05-03

კაჩინსკის სახელობის ბულვარი

ბათუმში, ახალ ბულვარს,  პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის სახელი მიენიჭა.

2010-05-01

აფხაზეთში ჩატარებული გამოკითხვა

კვლევის დანიშნულება აფხაზეთის მოსახლეობაში არსებული შეხედულებებისა და დამოკიდებულებების გამოვლენა იყო. კვლევის ხელმძღვანელი პროფესორი ოლოფლინის თქმით, აღნიშნული გამოკითხვა მოლდოვასა და საქართველოში ტარდება და მისი დანიშნულება ერთნიკური ჯგუფების გამოკვლევა და მათი ერთმანეთთან დამოკიდებულების დადგენაა.

2010-04-30 16:41:37

აფხაზეთში მილიციას რუსულნომრიანი მანქანების გაჩერება აეკრძალა

აფხაზეთში მილიციამ,სერგეი ბაღაფშისგან ბრძანება მიიღო, არ გააჩერონ რუსულნომრიანი ავტომობილები.

2010-04-30 | მედია 

საქართველოს პრეზიდენტის და Freedom House-ის შეხედულებები ქართულ მედიაზე

საქართველოში მედია კვლავ ნაწილობრივ თავისუფალია–ნათქვამია freedom house-ის ანგარიშში, რომელიც 2009 წლის პერიოდს მოიცავს.


ტელევიზიების მოლოდინი

ამნისტია თუ საარჩევნო კეთილგანწყობა

გაზეთმა “ბათუმელებმა”  დაადგინა, რომ ტელევიზიების ბიუჯეტისადმი დავალიანება 21 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან 14 მილიონი - საზოგადოებრივ მაუწყებელსა და აჭარის ტელევიზიას აქვს, 5 000 500 ლარი - “რუსთავი 2”-ს, რეგიონული ტელევიზიების საგადასახადო დავალიანება კი მხოლოდ 1 709 000 ლარია. მაუწყებლებს 36 მილიონი ლარი უნდა ჩამოეწეროს. პარლამენტში გაცხადებული ინიციატივა კი მხოლოდ რეგიონული ტელევიზიების საგადასახადო ამნისტიას ითვალისწინებდა. სამთავრობო ინიციატივა მედიაექსპერტებმა წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად და მოწყალებად  შეაფასეს.

2010-04-23

მოსახლეობის უმრავლესობისთვის ევროკავშირში გაწევრიანება სასურველია

საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის კვლევის მიხედვით გამოკითხულთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ საქართველო უნდა ისწრაფოდეს ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის „ნატო“-ს წევრობისკენ, კიდევ უფრო მეტს (82.8 პროცენტს) სასურველად მიაჩნია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება.

წაიკითხეთ ყველა სტატია ამ განყოფილებაში

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკითხის შესწავლა დაიწყო

შენგენის ვიზა 500 ლარად

საქართველოში სლოვაკეთის საპატიო კონსული საქართველოს მოქალაქეებს, 213 ევროს სანაცვლოდ, სლოვაკეთის ვიზის მიღებაში ეხმარებოდა. ოფიციალურად ვიზა 60 ევრო ღირს და საქართველოს მოქალაქე მის მისაღებად ანკარაში ან კიევში, სლოვაკეთის საელჩოში უნდა ჩავიდეს. ”ბათუმელების” გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ნოტა, რომელიც საქართველოს საპატიო კონსულს ანიჭებდა უფლებას, თავად მიეღო სლოვაკეთის ვიზის მსურველები, თურქეთიდან იყო მოსული. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ შეთანხმების შესახებ არაფერი იცოდა.

სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელი გამოხატვის თავისუფლებისთვის

სახალხო დამცველმა სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს. ომბუდსმენი,  სხვა ნორმებთან ერთად, სადავოდ მიიჩნევს ნორმას, რომელიც კრძალავს კანონით განსაზღვრული დაწესებულებების შესასვლელებიდან 20 მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას.

2010-09-06 | ეკოლოგია 

რა სარგებლობა მოაქვს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს

გარემოს დაცვა და ეკონომიკა თუ პირიქით

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შესაძლო მიერთება, გარემოს დამცველების თქმით, კიდევ უფრო შეასუსტებს გარემოსდაცვითი ინტერესების გათვალისწინებას პროექტების დამტკიცებისას.

ევროკავშირის წარმომადგენლობა კულუარულ ინფორმაციას ეხმაურება

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში სააგენტო ”პირველის”  მიერ  გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს და მიიჩნევს, რომ მასში უზუსტობაა  დაშვებული.  ელჩი პერ ეკლუნდი თინა ხიდაშელის გამონათქვამებსაც ეხმაურება.

2010-09-03

ვინ როდის უნდა გადაიხადოს სწავლის საფასური

უმაღლეს სასწავლებლებში, საშემოდგომო სემესტრის დაწყებამდე, გრანტის გარეშე მყოფ სტუდენტებს პირველ რიგში სწავლის საფასურის გადახდა უწევთ. ვინ როდის უნდა გადაიხადოს სწავლის საფასური - ნეტგაზეთი რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელს დაუკავშირდა.

გამოსამშვიდობებელი გამოფენა-კონფერენცია

დღეს გალერეა ,,კოპალაში” მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო პროფესიული სწავლების ცენტრმა, სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენის პარალელურად, ცენტრის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია მოაწყო.

რექტორის არჩევა თუ დანიშვნა?

2010 წლის 16 ივლისის საკანონმდებლო ცვლილებამ მაგისტრის ხარისხის მფლობელ ალექსანდრე კვიტაშვილს საშუალება მისცა, თსუ–ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა დაეკავებინა. ჯერ უცნობია, რექტორის არჩევნებზე მიიღებს თუ არა მონაწილეობას, თუმცა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვიტაშვილს მთავრობის მხარდაჭერას უკვე დაჰპირდა.

2010-09-02

პროფკავშირების მდუმარე აქცია სანთლებით

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ პარლამენტს წინ მდუმარე აქცია გამართა. აქციაზე დანთებული სანთლებით პროფკავშირებმა პატივი მიაგეს ტყიბულის მაღაროში დაღუპულ მუშებს და გააპროტესტეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც არ იცავს დასაქმებულთა შრომით უფლებებს და მათ უსაფრთხოებას.

 

2010-09-02

მთავრობის განცხადება საკადრო ცვლილებებზე

ბოლო დღეებში მედიაში გავრცელებულ მოსალოდნენლ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, პრემიერ მინისტრის აპარატმა განცხადება გაავრცელა.

წინა | შემდეგი