საზოგადოება
2010-07-29 | ჯანდაცვა 

შიდსის ვირუსის ვაქცინა

ივლისის თვის ჟურნალ “საიენსში” (Science) ახალი აღმოჩენის შესახებ გამოქვეყნდა, რაც იძლევა იმედს, რომ მეცნიერები შიდსის ვირუსის საწინააღმდეგო  ვაქცინის შექმნას შეძლებენ.

ამერიკელმა მეცნიერებმა აფრო-ამერიკელ 65 წლის მამაკაცში ანტისხეულები აღმოაჩინეს, რომელიც უკვე 20 წელია აივ მატარებელია. Uუცნობი მამაკაცი “დონორ 45-ის” სახელით არის ცნობილი. ის იმ მცირერიცხოვან ადამიანთა ჯგუფის წარმომადგენელია, რომელთაც “არაპროგრესირებადებს” უწოდებენ. რაც იმას ნიშნავს, რომ შიდსი მათ დიდი ხნის მანძილზე არ უვითარდებათ.

“დონორ 45-ის” ორგანიზმი სპეციალურ ანტისხეულებს (VRC01 და VRC02.) გამოიმუშავებს. თუ მეცნიერები შეძლებენ ანტისხეულების გამომუშავების მექანიზმი გამოიკვლიონ და შემდეგ ეს პროცესი გაიმეორონ, მაშინ შესაძლებელი იქნება, რომ შეიქმნას ვაქცინა, რომელიც შეძლებს სტიმულირება გაუწიოს ნებისმიერ ორგანიზმს, გამოიმუშაოს შიდსის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები.

აღმოჩენილი ანტისხეულები  ანეიტრალებენ შიდსის ვირუსის 91%-ს 190-მდე სხვადასხვა შტამისთვის.

“ამჟამად აღმოჩენილი ანტისხეულები თავს ესხმიან ვირუსის სტაბილურ ნაწილს, რომელიც არ იცვლება სხვადასხვა შტამებში და სწორედ ამით შეიძლება აიხსნას, რატომ შეუძლიათ მათ ასეთი დიდი რაოდენობით ვირუსის შტამების განეიტრალება", ამბობს პროფესორი ჯონ მასკოლა.

ამ ანტისხეულების გადაქცევა წარმატებულ ვაქცინად, კვლავ  ურთულეს ამოცანად რჩება. მკვლევარებმა უნდა გამოყონ ვირუსის ის ნაწილი, რომელსაც ანტისხეულები ეწებება. შემდეგ ვირუსის ამ ნაწილის დახმარებით აღიჭურვოს ვაქცინა შესაბამისი "ცოდნით", რომ აიძულოს ორგანიზმს გამოიმუშაოს VRC01 და VRC02. შიდსის ვირუსის გასანეიტრალებლად.

კომენტარი

სათაური:
ანა
ვისგან:
შიგთავსი:
მოგესალმებით, ცოტა ხნის წინ დასრულდაუმნიშვნე,ოვანესი კონფერენცია რომში, რომელიც შიდსის მკურნალობის, თერაპიული ვაქცინის შესახებ დაიდო უახლესი ინფორმაციები. ითქვა, რომ 3-4 წელიწადში შიდსი როგორც სასიკვდილო განაჩენი აგარ იქნება. მეცნიერებმა შექმნეს ვაქცინა, რომელიც გამოცდის მე-2 ფაზაშია, მსოფლიოს 6 000 სი ინფექციონისტი, რომელიც ესწრებოდა ამ კონფერენციას, ოპტიმისტურადაა განწყობილი და იმედოვნებს რომ 2015 წლისტვის შიდსთან ბრძოლის ტაქტიკა მთლიანად შეიცვლება... (www.ias2011.org) ეს არის მისამართი სადაც ამ კონფერენციის ყველა საინტერესო შედეგი დევს.
E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:
2012-05-09 | ჯანდაცვა 

ახალი სადაზღვევო პროგრამა - მოლოდინი და რისკები

მთავრობის ახალი ინიციატივა ჯანდაცვის სფეროში  2012 წლის 1-ელი სექტემბრიდან ყველა პენსიონერისა და 0-5 წლამდე ასაკის ბავშვის ჯანმრთელობის დაზღვევას გულისხმობს. რას მიიღებენ მოქალაქეები მთავრობის ახალი ინიციატივით ჯანდაცვის სფეროში.

2012-04-02 | ჯანდაცვა 

აუტიზმის მართვა საქართველოში

მსოფლიოში ყოველი 88 ბავშვიდან ერთი აუტისტია. საქართველოში კი 6 წლამდე ასაკის 2500 აუტისტი ბავშვია.


ექიმი საპროტესტო აქციის გამო დაითხოვეს

ზუგდიდის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო „რესპუბლიკის“ მფლობელმა კომპანია "ალდაგი ბისიამ" აღნიშნული საავადმყოფოს ქირურგი ზვიად თოლორაია სამსახურიდან საპროტესტო აქციის ორგანიზებისთვის დაითხოვეს.

წინა | შემდეგი

ინტეგრირებული გამოცდა მასწავლებლებისთვის

არიან თუ არა არათანაბარ პირობებში მასწავლებლები, რომლებიც ინგლისურ ენასა და კომპიუტერში ინტეგრირებულ გამოცდას აბარებენ.

2012-05-14 | ეკოლოგია 

როგორ უნდა აერიდებინა თბილისს სტიქია

თბილისში ჰიდროგეოლოგიურ პროცესებზე მონიტორინგის სამსახურის არსებობის შემთხვევაში, სტიქიისა და, შესაბამისად, ხუთი ადამიანის სიკვდილის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა.

2012-05-08

ACT: "გამოკითხულთა 49%-ის აზრით, ქალთა დისკრიმინაცია იშვიათია"

გამოკითხულთა 15 % მიიჩნევს, რომ ქალთა დისკრიმინაცია საქართველოში საერთოდ არ ხდება; 21 % ფიქრობს, რომ  ხშირად ხდება და 15 %-ს პასუხის გაცემა უჭირს.

წინა | შემდეგი