საზოგადოება

დევნილების გასახლება პოლიციის თანხლებით

გამომცემლობა "სამშობლოს" ყოფილი შენობიდან დევნილებს ასახლებენ. შენობას გარს პოლიციის კორდონი აქვს შემორტყმული, გადაკეტილია თამარ ჭოველიძის ქუჩაც. დევნილებისთვის უცნობია, სამართალდამცავებს სად მიაქვთ მათი ნივთები.

დევნილების თქმით,   გამთენიისას შეამჩნიეს, რომ ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე ათასამდე პოლიციელი შეიკრიბა და სამშობლოს შენობისკენ დაიძრა.

"ჩვენ გამოვედით ქუჩაში ისე, რომ წინააღმდეგობა არ გაგვიწევია. შენობაში პოლიციელები შევიდნენ და ახლა ჩვენი ნივთები გამოაქვთ."

კოსტავას 14 ნომერში შესახლებულ დევნილებთან ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელი ორი კვირის წინ მივიდა და უთხრა, რომ, შენობის გაყიდვის გამო, საცხოვრებლის დატოვება მოუწევდათ.

19 ივლისს გამომცემლობის ყოფილ შენობაში მცხოვრებმა 380-მდე დევნილმა ოჯახმა აქცია გამართა.

დევნილების განცხადებით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო მათ ალტერნატიულ ფართს სთავაზობს წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხოში. დევნილები უარს აცხადებენ საზღვრისპირა სოფელში დასახლებაზე, მიზეზად გაუსაძლის პირობებს ასახელებენ.

დევნილების თქმით, ადგილი, რომელსაც სთავაზობენ, რუსეთის ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაა, სადაც არ არის სკოლა, ბაღი, სამუშაო...

დევნილები აცხადებენ, რომ დევნილთა და განსახლების სამინისტროს ჰყავს მოყვანილი მუშები, რომლებსაც მათი კუთვნილი ნივთები სატვირთო ავტომობილებით გაურკვეველი მიმართულებით მიაქვთ.

ადგილზე მყოფი პოლიციის თანამშრომლები და პირები, რომლებიც ზედამხედველობენ გამოსახლების პროცესს, ჩვენს კითხვებს არ პასუხობდნენ.

გამომცემლობა "სამშობლოს" ყოფილი შენობაში დევნილები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შესახლდნენ. აქ ცხოვრობენ დევნილები  სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან.

 


ხანდაზმულები თავშესაფრის მოლოდინში

სოციალური მომსახურეობის სააგენტოში იმ ხანდაზმულების ცოცხალი რიგებია, რომელთაც მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრება სურთ. თუმცა ხანდაზმულთათვის პრობლემას წარმოადგენს იმ პროცედურების შესრულება, რაც სავალდებულოა, რათა მათი პანსიონატში გადაყვანა მოხდეს.


"არჩევანის თავისუფლებისთვის” სახალხო დამცველს შეხვდა

დღეს კოალიცია ”არჩევანის თავისუფლებისთვის” წარმომადგენლები სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშს შეხვდენენ. მრგვალ მაგიდაზე საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. აქცენტები მედიის თავისუფლებისა და ადამიანთა უფლებების დაცვაზე გაკეთდა.


მსოფლიოში დაპატიმრებულ ჟურნალისტთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა

საერთაშორისო ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა(CPJ)“ რამდენიმე საათის წინ სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა 2011 წელს მსოფლიო მასშტაბით ჟურნალისტთა  რეკორდული რაოდენობის დაპატიმრების შესახებ, თუმცა მათ შორის ნახსენები არ არიან ზაფხულში ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ქართველი ფოტორეპორტიორები.

წინა | შემდეგი

თევზის გზა [Video]

„სახელმწიფომ ათასი მეთევზე კანონდამრღვევად აქცია. ისინი იძულებულნი არიან, კანონი ყოველდღე დაარღვიონ,“ - აცხადებს ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ ხელმძღვანელი არჩილ გუჩმანიძე. მისივე თქმით, მაკონტროლებელი ორგანოები არსებულ დარღვევებზე თვალს ხუჭავენ და კონტროლს არ ახორციელებენ.

2012-04-10

განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის კვლევის შედეგები

რამდენად ხელმისაწვდომია განათლება საქართველოში

კვლევის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მისი მომზადებისას მნიშვნელოვანი ნაკლოვანება იყო ზუსტი სტატისტიკისა და სანდო ინფორმაციის უქონლობა, თუმცა სხვადასხვა წყაროების ინფორმაციის შეჯერებისა და კვლევის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვენელოვანი გარემოება.

2012-04-09

სამედიცინო ტურიზმით განთქმული ქვეყნების ათეული

პირველ ადგილზე სამედიცინო ტურიზმის თვალსაზრისით ტაილანდია. მასაჟისა და გამაჯანსაღებელი პროცედურების მხრივ პოპულარობით ტაილანდს კონკურენციას ვერც ერთი ქვეყანა ვერ უწევს.

წინა | შემდეგი