საზოგადოება

ქეცბაია ისევ დაუმარცხებელია

3 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა ფრედ, 1:1 ითამაშა ათენში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ მატჩში, საბერძნეთის ეროვნულ გუნდთან. ალექსანდრე იაშვილმა მე–3 წუთზე გახსნა ანგარიში, 73–ზე ნიკოს სპიროპულომ გაათანაბრა.


გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტები შეცდომაში შეიყვანა

დღეს აბიტურიენტების ნაწილმა გრანტის შედეგების შესახებ შეიტყო, რომელიც, ეროვნული ცენტრის ცნობით, სიმართლეს არ შეესაბამება.  აბიტურიენტთა ნაწილის პირად მონაცემთა ბაზაში 100%-იანი გრანტი დაფიქსირდა. ცენტრის ინფორმაციით, სახელმწიფო დაფინანსების შედეგები ჯერ ცნობილი არ არის.

რას გავიგებთ დევნილებზე ომბუდსმენისგან

ორშაბათს საქართველოს სახალხო დამცველი იძულებით გადაადგილებულ პირებზე მომზადებულ 80- გვერდიან ანგარიშს პარლამენტს გაუგზავნის.  გიორგი ტუღუშის თქმით, გამოკითხულ დევნილთა 60% ამჟამინდელი საცხოვლებელი პირობებით უკმაყოფილოა. ანგარიშის მიხედვით, საცხოვრებლად განსაკუთრებით გაუსაძლისი პირობებია ნუცუბიძის პლატოზე, ე.წ. ,,ავტოსადგომის“ ტერიტორიაზე არსებულ ჩასახლებაში, იმერეთის ტურბაზა ,, რიონის’’  ჩასახლებასა და ქუთაისის კოტეჯებში.

2010-08-26

მრევლი ჰომოსექსუალებს ეძებს

 მართლმადიდებელი მრევლის აქცია ბათუმის ახალ ბულვარში მდებარე „ბამბა რუმთან” დასრულდა.  მრევლი სამღვდელოებასთან ერთად, რომელიც მეორე დღეა ბათუმში ჰომოსექსუალებს ეძებს, დაიშალა.  „ბამბა რუმის”-ის დირექტორს კი იმის გაგება უნდა,  რატომ შეარჩიეს აქციის მონაწილეებმა მაინცდამაინც ეს კლუბი და არა სხვა.

 

2010-08-20

ნეტგაზეთის განმარტება ”რელიგიურ პატიმრებზე” გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით

ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას - "საპატრიარქო ქვეყანაში რელიგიური პატიმრების არსებობას უარყოფს" სხვადასხვა სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოყვა. გამოხმაურების ავტორები გვადანაშაულებენ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, ამიტომაც საჭიროდ ჩავთვალეთ, განმარტება გაგვეკეთებინა ამ საკითხთან დაკავშირებით. Mikael botkoveli by netgazeti.ge-1

2010-08-18
2010-08-18

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იხსნება

21 აგვისტოდან ნადირობის მოყვარულებს საშუალება ექნებათ მწყერზე, გარეულ მტრედზე, ჩვეულებრივ გვრიტზე, ჩიბუხაზე, ქედანსა და გვიძინიზე ინადირონ. ნადირობის დღიური ლიმიტები გარემოს დაცვის სამინისტრომ უკვე დაადგინა. წესების დარღვევის შემთხვევაში მონადირეები ჯარიმას გადაიხდიან, თუმცა გარემოს დაცვის ინსპექციაში აცხადებენ, რომ ყველა მონადირის გაკონტროლებას ინსპექცია ვერ შეძლებს.

2010-08-17

ომბუდსმენის განცხადება დევნილების გამოსახლებაზე

გამოსახლების შემჭიდროებული ვადები,  დევნილების არაინფორმირებულობა და მათივე განცხადებით, გამოსახლების პროცესის შეურაცხმყოფელი ხასიათი - ესაა პრობლემების ნაწილი,  რომელიც ომბუდსმენის აპარატის მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა. დევნილების გამოსახლებასთან დაკავშირებით დღეს გიორგი ტუღუშმა განცხადება გაავრცელა.

2010-08-13

ხანძარი ციფრებში


ბორჯომის წლევანდელი ხანძრის ზარალის ოდენობა ჯერ დათვლილი არ არის. 2008 წელს კი ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობამ მილიარდ ლარს გადააჭარბა. უხეში გამოთვლებით, 1998 წლიდან დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე  ტყეებში  ხანძარი 339-ჯერ გაჩნდა.

2010-08-16 | რელიგია 

საპატრიარქო ქვეყანაში რელიგიური პატიმრების არსებობას უარყოფს

დღეს საქართველოს პატრიარქი ილია II გლდანის საპყრობილეში პატიმრებს ხვდება. საპატრიარქო უარყოფს, რომ საპყრობილეში ე.წ. "რელიგიური პატიმრები" იმყოფებიან.

2010-08-16

განქორწინებები, განშორებები და გამოუკვლევი მიზეზები

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში განქორწინებების რიცხვი ბოლო ათი წლის განმავლობაში დაახლოებით ორჯერ გაიზარდა.


ვირტუალური დიალოგი

“კავკასიის უსაფრთხოების  გააზრება” - ასე ეწოდება პროექტს, რომლის განხორციელებაც  სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტმა (IISS) რუსეთ-საქართველოს ომიდან ორი წლის შემდეგ დაიწყო.პროექტს ევროკავშირი აფინანსებს და მისი მიზანი ვირტუალურ დიალოგში კონფლიქტის ყველა მხარის ჩართვაა - აზრების, ინფორმაციის და იდეების გაცვლისთვის.

2010-08-06

სომხური ენის სტატუსის განსაზღვრის მოთხოვნა რუსეთიდან

„რუსეთში ჯავახეთის დიასპორის“ მოთხოვნები და  მიმართვები ინტერნეტის ქსელში რამდენიმე თვეა ჩნდება. უკანასკნელი ასეთი მიმართვა რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.  „ჯავახეთის რუსული დიასპორა“ საქართველოს ახალ კონსტიტუციის პროექტს ეხმაურება და მასში ცვლილების შეტანას ითხოვს–„გთხოვთ, ჩაამატოთ შესწორება ასეთი სახით–„სამცხე–ჯავახეთის მხარის ტერიტორიაზე, სახელმწიფო ენასთან ერთად, სომხური ენა რეგიონულ ენას წარმოადგენს“.

ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და თანამონაწილეობა

რა ჭირდებათ დევნილებს

 
ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალის“ ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორი ნიკოლა დაქვორთი დღეს დევნილთა და განსახლების მინისტრ კობა სუბელიანს შეხვდება. მანამდე კი ორგანიზაციამ საქართველოში დევნილების მდგომარეობაზე ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა. დაქვორთი ნეტგაზეთთან ინტერვიუში ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დევნილების თანამონაწილეობაა და მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა გადახედოს სტრატეგიას

2010-08-04

მდინარე შავი ზღვის ფსკერზე

ნეტგაზეთმა ინტერვიუ ჩაწერა ბრიტანელ მკვლევარ დანიელ პარსონთან, რომელმაც კოლეგებთან ერთად შავ ზღვაში წყლისქვეშა მდინარე აღმოაჩინა. პარსონისა და მისი კოლეგების სამეცნიერო ნაშრომი ჟურნალ Geology-ის მომავალ ნომერში გამოქვეყნდება.

2010-08-08

ვიცოდეთ, რათა გადავრჩეთ

როდესაც მოვლენებს ქვეყნის შიგნიდან, საქართველოდან აკვირდები, არ ჩანს, რომ აგვისტოს ომის შემდგომ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყანა, არამედ მთელი კავკასია გადავიდა ახალ რეალობაში. მანამდე მხოლოდ ახალი გამწვავების ტენდენციები და ახალი პოლიტიკური კავშირების ალბათობა არსებობდა. ომმა ეს ყველაფერი შეცვალა და შექმნა ახალი პროდუქტი. ახლა უკვე კავკასიაში, ყველამ ახალი ცხოვრება უნდა დავიწყოთ ახალი პირობებიდან გამომდინარე.

2010-08-08

გორი 2 წლის შემდეგ

დღეს გორში 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომში დაღუპულთა პატივსაცემად  ორი ათასი სანთელი დაანთეს.

ტუალეტების ძიებაში

თბილისის ქუჩებში 15- ის ნაცვლად ცხრა საზოგადოებრივი ტუალეტი დგას, რომლებიც  მერიის მიერ ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებული შპს ”ბიოკომის” საკუთრებაა.

2010-08-02

მძღოლების საყურადღებოდ

ნასვამ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვის შემთხვევაში, მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება, 50 ლარით დაჯარიმდება ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის, 40 ლარით _ ღვედის გამოუყენებლობისთვის, ესკორტისთვის ხელის შეშლის შემთხვევაში მძღოლს მართვის უფლება ერთი წლით ჩამოერთმევა.  კანონი პირველი აგვისტოდან ამოქმედდება.


”კავკასიური სახლი” ხელმოწერებს აგროვებს

„კავკასიური სახლის“ წარმომადგენლობასთან ერთად მოქალაქეები შენობისთვის „სმირნოვების მუზეუმის“ სტატუსის მინიჭებას აპროტესტებენ. ამასთან დაკავშირებით დღეს „კავკასიურ სახლში“ პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ორმოცდაათამდე მოქალაქე დაესწრო. დღესვე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება კულტურული ურთიერთობების ცენტრის მხარდასაჭერადაც. 

2010-08-06

მძვინვარე და ლოკალიზებული ხანძრები

8 ჰექტარამდე ტყე განადგურდა, ხანძრის შედეგად, დაბა სურამთან, ხოლო თუ რა ფართობს მოიცავს ხანძარი, რომლის ლოკალიზებაც სოფელ აწყურთან მესამე დღეა ვერ ხერხდება, ჯერ უცნობია.

2010-07-29 | ჯანდაცვა 

შიდსის ვირუსის ვაქცინა

ივლისის თვის ჟურნალ “საიენსში” (Science) ახალი აღმოჩენის შესახებ გამოქვეყნდა, რაც იძლევა იმედს, რომ მეცნიერები შიდსის ვირუსის საწინააღმდეგო  ვაქცინის შექმნას შეძლებენ.


ბაზრობაზე ყავას აღარ სვამენ

ე.წ.ვაგზლის ბაზრობის მოვაჭრეები დაახლოებით ერთი თვეა ბაზრობაზე ყავას აღარ სვამენ. თბილისის მერია და ბაზრობის ადმინისტრაცია მოვაჭრეებისთვის 80– თეთრიანი ყავის შეთავაზებაზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ. 

2010-07-30 | ეკოლოგია 

გამოუძიებელი დაბინძურება

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, დღემდე არ გაურკვევიათ, არის თუ არა მდინარე მაშავერას მძიმე ლითონებით დაბინძურების მიზეზი სააქციო საზოგადოება ”მადნეულის” საქმიანობა. გარემოს დაცვის მინისტრი მაისში ნეტგაზეთთან საუბარში ამბობდა, რომ გარემოს დაცვის ინსპექცია საწარმოს შესამოწმებლად შევიდა, თუმცა ინსპექციის უფროსმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.

2010-07-28 | ვიდეო 
2010-07-29

თბილისის წყალსაცავი ჟონავს

თბილისის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა დინება (ფილტრაცია) მიმდინარეობს, რაც თბილისის ზღვის გარშემო მდებარე სახლების საძირკვლებს აზიანებს. 2007 წლიდან თბილის წყალსაცავი აღსადგენ საწყალსატევო სადგურთა რიცხვში შევიდა და დაიხურა, რაც იმას ნიშნავს, რომ წყალსაცავის მდგომარეობის შესწავლა და მასზე დაკვირვება აღარ მიმდინარეობს.

2010-07-29 | პროფაილი 

დაიცადეთ 2012-მდე

სააკაშვილის პირველი საპრეზიდენტო არჩევნების დროს ბოლნისის ერთ-ერთ სოფელში კოორდინატორად იმუშავა. ”100%-იანი ხმები მთელ სოფელში მხოლოდ ჩემი კარგად მუშაობის შედეგად აიღო სააკაშვილმა, ახლა კი მაგის მთავრობა მეუბნება, შევარდნაძის დევნილი ხარ, ჩვენი -არა და სადაც გინდა, იქ იცხოვრეო”.

დევნილების გასახლება პოლიციის თანხლებით

გამომცემლობა "სამშობლოს" ყოფილი შენობიდან დევნილებს ასახლებენ. შენობას გარს პოლიციის კორდონი აქვს შემორტყმული, გადაკეტილია თამარ ჭოველიძის ქუჩაც. დევნილებისთვის უცნობია, სამართალდამცავებს სად მიაქვთ მათი ნივთები.

2010-07-26

რა გვსურს და რისი იმედი გვაქვს

კითხვაზე, თუ რას ნიშნავს დემოკრატია, თბილისში გამოკითხულთა 46-მა პროცენტმა უპასუხა, რომ დემოკრატია სიტყვის და მედიის თავისუფლებას ნიშნავს.

2010-07-26 | ჯანდაცვა 

აბორტები, კონტრაცეფცია და სტატისტიკა

24 ათას 311 აბორტი დაფიქსირდა 2009 წელს საქართველოში ჯანდაცვის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით.  ქალთა რეპროდუქციის საკითხებზე ჩატარებულმა ბოლო კვლევამ კი აჩვენა, რომ ქვეყანში აბორტების რეალური ციფრი დაახლოებით  7 –ჯერ აღემატება ოფიციალურ მონაცემებს.

2010-07-23

საშიში ექსპერიმენტები მოზარდების ტვინში

ქართველი ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, ნეიროფსიქოლოგები და ნარკოლოგები, რომლებსაც ნეტგაზეთი გაესაუბრა, აკრიტიკებენ პროგრამას, რომლის მიხედვითაც, მშობლებს იმის დადგენას პირდებოდნენ, აქვთ თუ არა მათ შვილებს მიდრეკილება კრიმინალური ქცევების, ნარკომანიის, ალკოჰოლიზმისა და სხვა მავნე ჩვევების მიმართ .

2010-07-20 ,
2010-07-20

პროტესტი ირანის საელჩოსთან

გაუფრთხილდით წითელ ფერს

საქართველოს ოცამდე მოქალაქემ ირანელი ქალების მხარდასაჭერად ირანის საელჩოსთან აქცია მოაწყო. „აქციის პროვოცირება 43 წლის საქინე მოჰამადი აშთიანის გახმაურებულმა ამბავმა გამოიწვია, რომლის ჩამოხრჩობას ირანში, როგორც ცნობილია, ხვალ გეგმავენ“, –ამბობს აქციის თანაორგანიზატორი, ირანისტი თინათინ ჯაფარიძე.

დასავლეთის აქციები შარიათის წინააღმდეგ

საქინე მოჰამადი აშთიანის სიკვდილით დღეს დასჯიან. ირანში გაზეთებს, საინფორმაციო სააგენტოებსა და ტელევიზიებს მოჰამადი აშთიანის სასიკვდილო განაჩენის გაშუქება აკრძალული აქვთ. 

2010-07-22

ვერტიკალურად მწვანე ბათუმი

13 ათასი ქოთნის მცენარე დაამშვენებს ბათუმის ძველ, ცენტრალურ ქუჩებს - ამბობენ ბათუმის მერიაში. სპეციალისტები კი ეჭვობენ, რომ ეკოლოგიური თვალსაზრისით, ვერტიკალური გამწვანება ქალაქში მრავალწლოვან ხეებს ვერ ჩაანაცვლებს.

2010-07-22

ვენის ფორუმი-უფლებები აქ და ახლა

კაპრისა004   (გელი), რომლის შექმნისთვის ფინანსები არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ გაიღო, ფორუმის მთავარი მოვლენაა.  ვაგინალური გელის ტესტირების შედეგები საერთაშორისო ფორუმზე წარადგინეს, რომელშიც ქართველი სპეციალისტებიც მონაწილეობენ.

2010-07-13 | მედია 

მაესტროს ხელმძღვანელის ჟურნალისტური სტანდარტი

ნინო ჟიჟილაშვილმა ”მაესტრო” დატოვა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გიგა ბოკერიასთან ინტერვიუს ჩანაწერი ”მაესტროს” ეთერში არ გავიდა, რის გამოც გადაცემა ”პოლიტმეტრის” წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა ტელეკომპანია დატოვა, გადაცემა კი დაიხურა.  არხის გენერალური დირექტორი  აცხადებს, რომ ფორმატის შეცვლა წამყვანმა არხის ხელმძღვანელობას არ შეუთანხმა, რაც კახა ბექაურის აზრით, ჟურნალისტური სტანდარტის დარღვევაა.


"საზოგადოებრივი მაუწყებლის" უსაფუძვლო ხარჯები

სამი მილიონი ხუთ დღეში

1 აპრილს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა "შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის" მთავრობას 3 მილიონი ლარი დამატებით მოსთხოვა. ტელევიზიიდან მოწოდებული დოკუმენტების მიხედვით კი, ეს ფული, ძირითადად, სოფო ნიჟარაძის ევროვიზიაზე გამოსვლასა და ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციას მოახმარა. მაუწყებელმა ევროვიზიის, ფეხბურთის ჩვენების, სატელიტის მომსახურებისა და კიდევ სხვა ხარჯებისთვის – 17 მილიონამდე ლარი წლის დასაწყისშიც მიიღო. "ბათუმელების" ჟურნალისტური გამოძიებით ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თანხები არამიზნობრივად დახარჯა.

2010-07-15

სოკოთი დაავადების რისკი საცურაო აუზებზე

თბილისის ყველაზე ძვირადღირებულ საცურაო აუზებზეც კი არსებობს შანსი, რომ ადამიანი ფეხის სოკოთი დაავადდეს.
ექსპერიმენტის ჩასატარებლად ნეტგაზეთის ჟურნალისტი პირველად „ლაგუნა ვერეს“ საცურაო კომპლექსში მივიდა. წასვლამდე ფეხისა და ხელის ფრჩხილებზე მუქი ფერის ლაქი წაისვა.

2010-07-10

”რუსული ოკუპაციის 200 წელი” -სადაო სახელმძღვანელო

ისტორიის დამატებით სახელმღვანელოს,  რომელიც ჯერ გამოცემული არ არის და რომელსაც განათლების სამინისტრო, სავარაუდოდ,  სექტემბრიდან მე–10 -11 კლასებში შეიტანს, რია ნოვოსტიმ თბილისსა და მოსკოვს შორის ვიდეო ხიდი მიუძღვნა.

2010-07-08

აფხაზეთიდან დევნილები საავადმყოფოდან საავადმყოფოში

აფხაზეთიდან დევნილთა ნაწილი, რომლებიც თვალის კლინიკაში 16 წელია ცხოვრობენ,  აპროტესტებენ ინვესტორის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, დევნილებს ან დამწვრობის ცენტრში შეასახლებენ,  ან 10 ათას აშშ დოლარს გადაუხდიან.

2010-07-07

2010-06-30

უსახლკარო მთავრობა და გასაიდუმლოებული ხელფასები

2010 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, საქართველოს მთავრობის დიდი ნაწილი უსახლკაროა. ისინი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინებში ცხოვრობენ. ამ ჩამონათვალში მოხვდა საქართველოს პრეზიდენტიც, რომელიც ამჟამად საპრეზიდენტო რეზიდენციაში ცხოვრობს. მიხეილ სააკაშვილს საკუთარი სახლი არ გააჩნია.

2010-07-06

ჩატეხილი ხიდი

გლდანის ხიდის დანგრევას 63 წლის ექიმი ემსხვერპლა. იმავე  დღეს გარდაიცვალა გლდანის მეორე მკვიდრიც. მისი სიკვდილის თვითმხილველები კი ყვებიან, როგორ დაენარცხა ბეტონზე ახალგაზრდა  მამაკაცი. გამხმარი სისხლის  ნაკვალევი ახლაც ეტყობა ხიდის ქვეშ დაგებულ ნაცრისფერ ბეტონს.  იქვე გდია ”ნივის” მარკის ავტომობილის საჭის ნატეხი.


620 ოჯახი წყლის გარეშე

თბილისში, სოფელ გლდანულაში, მცხოვრები 620 ოჯახი ადიდებულმა მდინარემ სასმელი წყლის გარეშე დატოვა. მოსახლეობის ნაწილს სახლთან მისასვლელი გზა დაუზიანდა. მოქალაქეები მთავრობის მხრიდან უყურადღებობას უჩივიან. 

2010-06-30

ეთნიკური ოსების გაუჩინარების ისტორიები

ერთ დღეს ის უბრალოდ გაუჩინარდა, არავის არ ჰქონდა ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ, - ასე იწყება იმ ფილმის გმირის ისტორია, რომლის პრეზენტაციაც დღეს კინოს სახლში ,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა'' გამართა. დოკუმენტური ფილმი ,,დაწიოკება საქართველოს სახელით'' საქართველოს ორი ეთნიკურად ოსი მოქალაქის ისტორიას გვიამბობს.

2010-06-30

მოლოდინი ოთხ კვადრატულ მეტრში

გია კუპრავას ოჯახმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ კიდევ ორ ოჯახთან ერთად თბილისის მერიასთან ცხოვრობდა, მერიის რჩევით საცხოვრებელი შეიცვალა და ოჯახის მდგომარეობის შესაფასებლად, კომისიას უკვე რამდენიმე დღეა ელოდება.

Back to USSR

სკოლის დირექტორების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებით, საქართველომ  უარი თქვა სკოლების დეცენტრალიზაციის დაწყებულ რეფორმაზე. აშშ-ს და ევროპის ქვეყნების მაგალითი, რომელიც დიმიტრი შაშკინმა ამ გადაწყვეტილების გასამართლებლად მოიყვანა, სიმართლეს არ შეესაბამება. არც აშშ-ში და, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არცერთი სხვა ევროპული ქვეყნის სკოლებში დირექტორს სახელისუფლებო ორგანო არ ნიშნავს. ”ძალიან ცუდი იდეაა. ეს ნიშნავს, რომ ძალიან დიდი ძალაუფლება მინისტრის ხელში გადადის. შესაძლებელია, რომ მან ისეთი ადამიანები დანიშნოს დირექტორებად, რომლებიც მას პოლიტიკურად ეთანხმებიან”- ამბობს ამერიკელი პროფესორი ოჯინ ტაკერი.

2010-06-24

ზღვის წყლის ხარისხი ბათუმში

ბათუმში ზღვის წყლის ხარისხი დამაკმაყოფილებელია და ტურისტებს არავითარი საფრთხე არ ემუქრებათ - აცხადებენ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოში. თუმცა ჯერ კიდევ მოუგვარებელი რჩება “ისტორიული”  პრობლემა -  საკანალიზაციო არხების მეშვეობით ფეკალური მასები ზღვაში ისევ გაედინება.

2010-06-24

ვინ აიღებს პასუხისმგებლობას ჩამონგრეულ ხიდზე

ხიდის ნაწილი, რომელიც წლების მანძილზე  გამაგრებით სამუშაოებს მოითხოვდა, გუშინ ადიდებულმა მდინარე გლდანულამ  ჩამოანგრია. ხიდის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა.

2010-06-25 | ეკოლოგია 

სტიქიის მიზეზები საქართველოში

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიის 70%  სტიქიის საშიშროების არეალში იმყოფება,  მათ შორის,  3000-მდე დასახლებული პუნქტი.

2010-06-22

რეპორტაჟი კონფლიქტის ზონიდან

რა ხდება ხუთ კილომეტრში ცხინვალამდე

ნეტგაზეთის მიერ ჩაწერილი ინტერვიუდან ჩანს, რომ კონფლიქტის ზონაში მდებარე სამი ქართული სოფლისთვის წყლის მოწოდების აღდგენის საკითხზე შეთანხმება სწორედ რუს სამხედროებთან არსებობდა. ალიკა ჯალაბაძე ყვება, რომ მას გამგებელმა დაავალა, წყლის ჩასართველად ოსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასულიყო.  რუსმა სამხედროებმა დანიშნულების ადგილას მისვლა დააგვიანეს და ალიკა ჯალაბაძე ოსებმა დააკავეს.


2010-06-21

”სახლი” თბილისის მერიასთან

5 ადამიანი თბილისის მერიასთან არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელთან გაურკვეველი დროით  იცხოვრებს. ისინი რამდენიმე წელია ქალაქის მერიის სოციალურად დაუცველთა ადამიანების სიაში მოხვდნენ. 2008 წლიდან  კი, სახლებში მონიტორინგის ჯგუფს ელოდებიან, რომელიც მათ სოციალურ მდგომარეობას შეაფასებს, და თუ გაუმართლათ, გაიმარჯვებენ.

2010-06-21

რაჭის საკურორტო ზონაში სტიქია მძვინვარებს

 განადგურებულია კურორტების- შოვისა და ტურბაზის- 50%, აცხადებს ონის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ბურდილაძე. იმ შემთხვევაში, თუ კურორტ შოვთან მდებარე სოფელ გლოლაში ღვარცოფული ნაკადი კიდევ დაიძვრება, შეიძლება კიდევ რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დააზიანოს.  მთიდან ჩამოსულმა ე. წ. გლაცეოლოგიურმა ღვარცოფმა, რომელიც წარმოადგენს ნაშალი ქანების, თოვლისა და ყინულის ნაკადს, მდინარე ბრდღვიულას კალაპოტი უკვე მთლიანად ამოავსო და სოფლის თავზე გროვდება.

2010-06-23

რაჭაში მდინარის კალაპოტის სრულად გაწმენდა ვერ მოასწრეს

„მდინარე ბდღვიორას ხევის კალაპოტი უფრო გამტარუნარიანი რომ ყოფილიყო, ამდენი რაოდენობის ლაფი მდინარის კალაპოტიდან არ გადავიდოდა,“- ამბობს ომარ აბუთიძე, გეოლოგი საქართველოს ეროვნული სააგენტოდან. B001 by netgazeti.ge

2010-06-21

საია:დონორთა მიერ დევნილებისათვის გამოყოფილი სახსრები არაეფექტურად იხარჯება

აგვისტოს ომის შემდეგ საერთაშორისო დონორებმა დევნილთა საცხოვრებელი სახლების უზრუნველყოფისათვის ჯამში 74, 5 მილიონი ევრო გამოყეს. ეს თანხა საქართველოს მთავრობის მხრიდან პერიოდულად ირიცხებოდა თანხები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტების გამგეობებისათვის. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა სახელმწიფოს მხრიდან. ხარჯთაღრიცხვის დამადასტურებელი საბუთები მთელ რიგ შემთხვევებში იყო დეფექტური და შეუსაბამო.

2010-06-18

ფოტორეპორტაჟი სვანეთიდან

სტიქია სვანეთში

სვანეთში, ძლიერი წვიმების გამო, სოფლებს შორის კავშირი გაწყვეტილია. სამი დღის წინ მდინარეებმა, ჭუბრულამ და ნენსკრამ, მესტიის რაიონის ცენტრალური რკინის ხიდი წაიღო.  ამჟამად ამ მდინარეების გაღმა მდებარე სოფლების მოსახლეობა ვერ გადმოდის მდინარის მეორე მხარეს. იხილეთ ფოტორეპორტაჟი და ვიდეო

.


2010-06-18

მოსახლეობა სტიქიით მიყენებულ ზიანს ითვლის

სვანეთში ახლაც წვიმს. ძლიერი წვიმების გამო სოფლებს შორის კავშირი გაწყვეტილია. სამი დღის წინ მდინარეებმა – ჭუბრულამ და ნენსკრამ,  მესტიის რაიონის ცენტრალური რკინის ხიდი წაიღო.  ამჟამად ამ მდინარეების გაღმა მდებარე სოფლების მოსახლეობა ვერ გადმოდის მდინარის მეორე მხარეს.

2010-06-17

სასერტიფიკაციო გამოცდები ივლისიდან

მასწავლებლები საკუთარ ცოდნას ამოწმებენ

სასერტიფიკაციო გამოცდები საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლებისთვის წელს საქართველოში პირველად ტარდება. ვარაუდობენ, რომ გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ მასწავლებლებს ხელფასი 160 ლარით გაეზრდებათ.  წელს საკუთარ კომპეტენციას მასწავლებელთა 18.5 %  გამოცდის. 


გამარტივებული ვიზები და არალეგალური მიგრანტები

ევროპული ფასდაკლება საქართველოსთვის

ბრუსელში, მიგრაციასთან დაკავშირებით, ევროკავშირისა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრები ადასტურებს, რომ ევროპა საქართველოსთვის გარკვეული შეღავათების დაწესებაზე ფიქრობს და, ამავდროულად, რიგ საკითხებთან მიმართებაში, მისგან პასუხისმგებლობების აღებას და აქტივობას ელის.  

2010-06-18
2010-06-15

6 მილიონი ევრო დევნილთა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალის რეგიონიდან დევნილები, სპეციალურად მათთვის აშენებულ კოტეჯებში შეასახლეს. მშენებლობა დაჩქარებულად და, შესაბამისად, უხარისხოდ მიმდინარეობდა. წელიწადნახევრის შემდეგ კოტეჯების უმრავლესობას კაპიტალური რემონტი სჭირდება. ამჟამად კოტეჯების კედლები ისევ სველია და ნესტის გამო დაობებულია, ბევრ სახლში ღარებგაჩენილი იატაკიდან ბალახი ამოდის. მეტალოპლასტმასის დეფორმირებული კარ-ფანჯრებიდან კი წყალი შედის. წვიმის წყალი კოტეჯებში სახურავებიდანაც ჩადის.

2010-06-14

დისკრიმინაცია სასაუბრო და კანონის ენაში

14 ივნისს საქართველოში შეზღუდული  შესაძლებლობის  მქონე პირთა უფლებათა დაცვის დღეს აღნიშნავენ. საქართველოში 140 125  სახელმწიფო  პენსიის  მიმღები  შეზღუდული  შესაძლებლობის  მქონე პირია რეგისტრირებული. ბევრისთვის ისინი უბრალოდ ”ინვალიდები” არიან.


შეზღუდული ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობებისთვის (Duplicate)

40 ავტობუსი, რომლიც თბილისის მერიამ 2008 წელს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის შეიძინა, თავის მისიას ვერ ასრულებს.

2010-06-15

არასრულწლოვნები „ვა-ბანკში“

არასრულწლოვნებს მავნე ზეგავლენისგან (ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს მოხმარება, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა) კანონმდებლობა იცავს. გადაცემა „ვა-ბანკში“ „ნიჭიერის“ მონაწილე უკვე მეორედ მიიწვიეს. 

2010-06-10

პრეზიდენტი სოციალურ სამართლიანობაზე

ახლა აქ არის ისეთივე კვება, როგორც შეიარაღებულ ჯარებში.  უნდა მიხაროდეს? არ ვიცი, არა მგონია. მაგრამ ის მიხარია, რომ ჯარივით კვება რომაა, ეს შეიძლება არ არის სოციალურად სამართლიანი, მაგრამ სამართლიანია იმ ოჯახების მიმართ, რომლებსაც მოეხსნათ ტვირთი  პატიმრების შენახვის” - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 1 ივნისს.

2010-06-10 | მედია 

რუსულენოვანი პრესა საქართველოში

საქართველოში რუსულენოვანი ბეჭდური მედიის რედაქტორების ნაწილი მათი გამოცემების წინაშე არსებულ პრობლემებში სახელმწიფოს ადანაშაულებს. რედაქტორები  თვლიან, რომ ხელისუფლება  რუსულ ენასთან მიმართებაში არასწორ პოლიტიკას ატარებს. 


პენსია,რომელმაც დროს ვერ გაუძლო

საქართველოს  ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ, უგზო–უკვლოდ დაკარგულ და ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ კანონი წლების მანძილზე ცვლილებებს განიცდიდა.


ახალგორი: ორი პასპორტი, ფასიანი საზღვარი და ახალი ფილმი

ახალგორელებს კიეზას ფილმი "დამოუკიდებლობის გზა” ნაკლებად აინტერესებთ. ახლა ისინი იმას ფიქრობენ, როგორ შეფასდება მათ მიერ ოსური პასპორტების აღება დანარჩენ საქართველოში, ბევრი მათგანი დაბის დატოვებას არ აპირებს , რადგან მიიჩნევს, რომ საკუთარი სახლის დაცვით და შენერჩუნებით საქართველოსთვის სასიკეთო საქმეს აკეთებს. გუშინ ახალგორიდან კიდევ ერთი ახალი ამბავი გავრცელდა. ახალგორის რაიონში შესვლა შესაძლოა, ფასიანი გახდეს.  ახალგორელების ინფორმაციით, რაიონში შესვლა და გამოსვლა, სავარაუდოდ, 250 რუბლი ეღირება.

 

2010-06-02 | მედია 

ფეხბურთი გადაცემების ნაცვლად

11 ივნისიდან ოქტომბრამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ გარდა არც ერთი გადაცემა გავა.

2010-06-02 | ეკოლოგია 

როგორ უმკლავდება „მადნეული“ კარიერში დაგროვილ ჭარბ წყალს

მადნეული - დაბინძურების წყარო

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მაისში მდინარე მაშავერაში სხვადასხვა  მძიმე ლითონების კონცენტრაცია 4-ჯერ და მეტჯერ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას. მდინარე მაშავერას ადგილობრივი მოსახლეობა სარწყავად იყენებს, რამაც მძიმე ლითონების სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებში გადატანა გამოიწვია, რაც დაადასტურეს გერმანელმა მეცნიერებმა.  მაშავერას არხით მორწყული ხილი და ბოსტნეული თბილისის ბაზრობებშიც იყიდება, დაბინძურების წყარო კი, გარემოსდამცველებისა და გერმანელი მეცნიერების აზრით, მადნეულია.


თითქმის თანაბარი გარემო არჩევანისთვის

ათეულობით შეზღუდული  შესაძლებლობის მქონე პირი,  არჩევნებში მონაწილეობას, მობილური ჯგუფების დახმარებით მიიღებს. ცესკომ არასამთავრობო ორგანიზაციებს გრანტის სახით თანხა გამოუყო, რათა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მონაწილეობა არჩევნებში ხელმისაწვდომი გამხდარიყო.

2010-05-29

ქალები პოლიტიკაში - „გამწევი ძალა“ შავ სამუშაოში

„პარტიათა უმრავლესობის შიდა პოლიტიკა გენდერულად ბრმაა. იმის მიუხედავად, საარჩევნო პროცედურები წესდებაში დეტალურადაა გაწერილი, თუ არა, არსად არაა მითითებული პოლიტიკაში ქალთა დაწინაურებისთვის აუცილებელი, განსხვავებული ზომების შესახებ და ყველა წესდება ქალსა და მამაკაც წევრებს ერთნაირად, სქესის განურჩევლად განიხილავს“ - ნათქვამია კვლევაში, რომელზე მუშაობაც ქალთა ფონდმა "ტასომ" მაისში დაასრულა.


მასწავლებელი ეთიკის კოდექსის მიხედვით

იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელთა ეთიკის კოდექსის სამუშაო ვერსია ძალაში შევა, სკოლის პედაგოგს  არ ექნება უფლება, მისივე მოსწავლე კერძოდ მოამზადოს, მიიღოს საჩუქარი , თავს მოახვიოს მოსაწავლეს  საკუთარი შეხედულებები, მოიხმაროს ალკოჰოლი ან სიგარეტი სკოლის ტერიტორიაზე.

ჯანდაცვა წინასაარჩევნო კამპანიაში

ოპოზიციის კანდიდატები, ჯანდაცვის ბიუჯეტის გაზრდის ხარჯზე, ამომრჩეველს თითქმის სრულყოფილ  ჯანდაცვას პირდებიან.  ჯანდაცვის ამჟამინდელ მინისტრს კი ბიუჯეტის თუნდაც გაორმაგება,  მომდევნო 2-3 წელიწადის  განმავლობაში, შეუძლებლად მიაჩნია.  კონკრეტულად რას პირდებიან პარტიები, როგორ აპირებენ დაპირების რეალობად ქცევას გამარჯვების შემთხვევაში და რამდენად რეალურად გამოიყურება ეს პროგრამები?

2010-05-17

მე ვარ ჰომოსექსუალი, მე ვარ მართლმადიდებელი, მე ვარ ქართველი

 „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, ორი ღონისძიების ჩატარებას გეგმავდა, თუმცა მათგან ერთ-ერთი -  უილიამ უაილერის 1961 წელს გადაღებული ფილმის ჩვენება - ჩაიშალა. თარიღის აღნიშვნის მცდელობა ჰომოფობიის გამოვლინებით დაიწყო. 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ (IDAHO). 1990 წლის ამ დღეს მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობათა საერთაშორისო კლასიფიკაციიდან ამოიღო. 


სადავო მილსადენი

უკვე 15 წელია, რაც კონიაკის დასახლებაში მცხოვრებ 16 ოჯახს, ადგილის ტენიანობის მომატების გამო, პრობლემები აქვთ. მათი საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისი-ჟინვალის მილსადენი გაედინება.

 



დემოკრატიის ზღვარზე

მოახლოვებული ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების წინ,  საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობის გამო, აქციები ხან ,,უკანონო პატიმრების” უფლებების დაცვისთვის, ხან კი- სიტყვისა და რელიგიური მრწამსის თავისუფლებისთვის იმართება. არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებაში არსებულ ტენდენციებს იკვლევენ.


სამუშაო საათების გავლენა ჯანმრთელობაზე

თუ თქვენ უფროსის მისამართით ხშირად ამბობთ, რომ ხანგრძლივი სამუშაო საათები გკლავთ, გადაუგზავნეთ ეს სტატია თქვენ უფროსს.

2010-05-11

ახალი ბიომეტრიული პასპორტი

მოქალაქის ერთი ფოტოსურათის გვერდით  მეორე უფრო მკრთალი , ელექტრონული მეხსიერების მატარებელი ფოტოსურათი, თითის ანაბეჭდების ინფორმაცია, სპეციალური ნიშანი ყდაზე და ცოტა შეცვლილი დიზაინი, -ეს ბიომეტრიული პასპორტია, რომლის აღებაც საქართველოს მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ.


მოდელირებული ახალი ამბავი

„კონსერვატორების“ მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ სარაჯიშვილის 15 ნომერში დევნილებს 2 წელიწადი ელექტროენეგრია არ მიეწოდებათ, სიმართლე არ აღმოჩნდა.

2010-05-07

მტკიცებულებათა წიგნი

”ომი ომია!” - ასეთი იყო  ცხინვალის ერთ-ერთი ე.წ.ოფიციალური პირის პასუხი 2008 წლის აგვისტოში ქართველების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე. დღეს კი 5 არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 1000-მდე ომის მსხვერპლის ინტერესებს იცავს

2010-05-06

ალექსანდრე ელისაშვილმა ქარტიის პრინციპი დაარღვია

ალექსანდრე ელისაშვილმა დაარღვია საქართველოს ჟურნალისტთა ქარტიის მეშვიდე პრინციპი-ასეთია ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილება.

2010-04-29

შეზღუდული ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობებისთვის

40 ავტობუსი, რომელიც თბილისის მერიამ 2008 წელს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის შეიძინა, თავის მისიას ვერ ასრულებს.

2010-04-27

ანგარიში 2010–კოტეჯური ტიპის დასახლებები

;  „მშენებლობის პროცესის უსწრაფესმა ტემპებმა ჰუმანიტარულ ოპერაციებში მომუშავე ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია გააკვირვა. იმის გამო, რომ ახალი კოტეჯები  ლამის ერთ ღამეში გაჩნდა, მათ მეტსახელად „სოკო სოფლებიც“ კი უწოდეს“, –ნათქვამია იმ ანგარიშის  შესავალში, რომელიც ფონდ „ღია საზოგადოება–საქართველოსა და „გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოსთვის“ მხარდაჭერით მომზადდა.

2010-04-22 | ჯანდაცვა 

ინსულინის დეფიციტი

1172 დიაბეტით დაავადებული ადამიანი, ინსულინ აპიდრას და ლანტუსის გარეშე დარჩა.

2010-04-19 | ჯანდაცვა 

საშიში ტკბილეული

ნამცხვარი “პრიჩუდა“ , ”ეკლერი“, „რულეტი“ და სხვა ტკბილეული საფუარი სოკოებისა და სტაფილოკოკების დასაშვებ ნორმაზე ბევრად მეტი რაოდენობას შეიცავს, რომელიც ადამიანებში სხვადასხვა სახის დაავადებას და მოშხამვას იწვევს - აცხადებს საქართველოს მომხმარებელთა ასოციაცია.

 

2010-04-19

შემოვლითი რკინიგზის პროექტი - პრობლემა მოსახლეობისთვის

შემოვლითი რკინიგზის გაყვანის გამო ავჭალის სააგარაკო დასახლების  მცხოვრებლების ნაწილს გაასახლებენ, ნაწილს კი ლიანდაგიდან 20-50 მეტრში მოუწევთ ცხოვრება. გაურკვეველ მდგომარეობაში მყოფმა მოსახლეობამ ჯერ არ იცის როგორ პირობებს სთავაზობს “საქართველოს რკინიგზა”.

2010-04-12

საჩივარი ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ

ეთიკის ქარტიის საბჭო კიდევ ერთი ჟურნალისტის საქმეს განიხილავს. ალექსანდრე ელისაშვილის, ტელეკომპანია „კავკასიის“ ჟურნალისტის წინააღმდეგ  ფონდ „ინკლუზივის“ პრეზიდენტმა, პაატა საბელაშვილმა საჩივარი შეიტანა.

ეთერ თურაძის, ქარტიის საბჭოს თავმჯდომარის თქმით, საჩივარი ჟურნალისტის მიმართ შესულია ქარტიის მე-7 პრინციპის დარღვევისთვის.

2010-04-13 | პოლიტიკა 

რას ითხოვს სომხების სათვისტომო

წუთიერი დუმილი თუ გენოციდის აღიარება

საქართველოში სომეხთა სათვისტომო, რომელიც დაახლოებით 500-მდე წევრს აერთიანებს, საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს მიმართვას უგზავნის და  ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის აღიარების თხოვს.  დეპუტატების ნაწილი ფიქრობს, რომ სომხების გენოციდის აღიარება ნაადრევია.

 


”სამუშაო ოფისში!” - ბლეფი თუ წარმატების შანსი?

”ანაზღაურება 500 ლარიდან მზარდი, გიწვევთ სამუშაოდ ოფისში”, _ ”ბათუმელების”  რესპონდენტები ამ შინაარსის განცხადებების საფუძველზე მივიდნენ ”საქართველოს თავისუფალი ბიზნესჯგუფში”. მათი მიზანი დასაქმება იყო. ახლა ისინი თავს მოტყუებულად გრძნობენ. კომპანიის ხელმძღვანელს კი თავისი, ამის საწინააღმდეგო არგუმენტები აქვს. საიას იურისტი ”გაზეთ ბათუმელების” მიერ მოპოვებულ ფაქტებზე დაყრდნობით კანონის დარღვევაზე მიუთითებს.

2010-04-08 | ჯანდაცვა 

საქართველო მესამე ადგილზე

საქართველო C ჰეპატიტით დაინფიცირებულთა მაჩვენებლით მსოფლიოში მესამე ადგილზეა. დაინფიცირებულს მკურნალობა კვირაში, დაახლოებით, 500 ლარი უჯდება. მკურნალობის  ხარჯებს არც სახელმწიფო  აფინანსებს და არც სადაზღვევო კომპანიები.

2010-04-07

საქართველოს სარეკლამო კამპანია BBC-სა და CNN-ზე

პირველი კორუფციის დამარცხებაში

,

. ,საქართველო - მსოფლიოში ნომერ პირველი ქვეყანაა კორუფციასთან ბრძოლის კუთხით”, - ამ შინაარსის რეკლამებს ათავსებს BBC-სა და CNN-ზე  ქვეყანა, რომელსაც ამავე რეკლამის მიხედვით საქართველოს არ უყვარს (სძულს-პირდაპირი თარგმანი) იყოს მეორე (Georgia -Hate to be second).

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”  აცხადებს, რომ საქართველოს დამზადებულ სარეკლამო რგოლის თავდაპირველ ვერსიაში ინფორმაციის წყარო დ სწორედ ეს ორგანიზაცია იყო დასახელებული. თუმცა ამჟამინდელ ვერსიაში, რომელიც დღეში რამდენჯერმე გადაიცემა CNN ზე ნათქვამია, რომ  საქართველო მსოფლიოში ნომერ პირველი ქვეყანაა კორუფციასთან ბრძოლაში საერთაშორისო მონაცემების მიხედვით”.

 



ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად

უცნობია, ვინ დააფინანსებს საგანმანათლებლო პროგრამას „ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად,“  რომლის მიზანი ქართველ მოსწავლეებში ინგლისური ენის ცოდნის დონის ამაღლებაა. პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით სექტემბრიდან საქართველოს ყველა სკოლაში იმუშავებს ინგლისური ენის მაწავლებელი, რომელიც ინგლისურენოვანი ქვეყნიდან იქნება.

2010-04-08

ლეპტოპები არჩევნების ნაცვლად

„ეს ძალიან კარგი იდეაა, იმიტომ რომ ერთი მხრივ შეაჩვევს ბავშვებს კომპიუტერთან მუშაობის წესებს, და მეორე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, შეამსუბუქებს მათ ჩანთას.  ჩემი აზრით ბავშვების ძალიან მძიმე ჩანთებით სიარული პრობლემაა სააქართველოში“ - ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე ხელისუფლების ახალ ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც ც პირველკლასელები წიგნების ნაცვლად საჩუქრად ლეპტოპებს მიიღებენ ახალი სასწავლო წლიდან.


პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები ივლისში ჩატარდება

გამოცდების ერთიანი ეროვნული ცენტრის დირექტორის, მაია მიმინოშვილის თქმით, პედაგოგები, რომლებიც სასერტიფიკაციო გამოცდაში კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავენ,  გამოცდის გადაბარება 8–ჯერ შეეძლებათ.


პირადი ინფორმაცია საჯაროდ

საბჭოთა მემკვიდრეობა

იურისტებს მიაჩნიათ, რომ საინფორმაციო ცენტრები, რომლებიც მოქალაქეების ტელეფონის ნომრებს ნებისმიერ მსურველს აწვდიან, ადამიანის უფლებებს არღვევენ.

2010-03-03

კლიმატის ცვლილება: დედოფლისწყაროს გაუდაბნოების საფრთხე

დიმიტრი ხოჩიაშვილისთვის გლობალური კლიმატური დათბობა გვალვასა და ძლიერ ქარებთან ასოცირდება. ის დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ჯაფარიძეში ცხოვრობს და გვალვებისა და ძლიერი ქარების გამო წელს ხორბლის ყანაში კომბაინი საერთოდ არ შეუყვანია.

2010-03-08

რა სურთ ქალებს?

რა სურთ ქალებს? დღეს მეგალაინში ამ სახელწოდების ფოტოგამოფენა გაიხსნა. ფოტოგამოფენა ჟურნალ „სალონი“–ს და  ფოტოსაიტ pixkik.ge –ს ერთობლივი პროექტია.

2010-02-25

კაცნი, რომელთაც ლიტერატურა უყვართ

ერთი რამის სიყვარული ინტერნეტით

ისტორია, რომელიც ერთი რამის სიყვარულით შეპყრობილი  ადამიანების გაერთიანებით დაიწყო, 2003 წლით თარიღდება, როდესაც 28 წლის ავთო სულაძემ ინტერნეტ გვერდის  www.literatura.ge  შექმნა გადაწყვიტა. მაშინ ის ერთ-ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობდა. მის გვერდით კი ძალიან ცოტა იყო ისეთი ადამიანი, რომელსაც მასავით უყვარდა ლიტერატურა.


წარმატებული რეფორმის წარუმატებელი დეტალები

ეროვნული გამოცდების გარეშე უმაღლეს სასწავლებელში

900 ზე მეტი პირის ეროვნული გამოცდების გვერდის ავლით და უკანონოდ ჩარიცხვის გამო აკრედიტაცია გაუუქმდა ორ უმაღლეს სასწავლებელს. გადაწყვეტილება აკრედიტაციის ცენტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდი) გამოძიების დასრულებამდე მიიღო. ცენტრის ექსპერტებმა სასწავლებლების დოკუმენტაცია სოდშიც შეისწავლეს.

1992 წლიდან 2002 წლამდე, ანუ სულ რაღაც 10 წლის ინტერვალში საქართველოში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა 1 მილიონ 96 ათასით შემცირდა.

50 წელი საქართველოში – გენდერული ბალანსი და მოსახლეობა.

საქართველოში სტატისტიკური მონაცემების მიხედვით გენდერული ბალანსი არასოდეს ყოფილა დაცული. ყოველშემთხევაში იმ დროიდან, როცა სტატიკის დეპარტამენტი იწყებს ათვლას და მონაცემების შეგროვებას. ეს დრო კი შორეული 1959 წელია, რომლის შემდეგაც უკვე 50 წელია ნებით თუ უნებლიედ ვარღვევთ ბალანსს.

წაიკითხეთ ყველა სტატია ამ განყოფილებაში
2010-09-06 | ეკოლოგია 

რა სარგებლობა მოაქვს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს

გარემოს დაცვა და ეკონომიკა თუ პირიქით

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შესაძლო მიერთება, გარემოს დამცველების თქმით, კიდევ უფრო შეასუსტებს გარემოსდაცვითი ინტერესების გათვალისწინებას პროექტების დამტკიცებისას.

2010-09-02

პროფკავშირების მდუმარე აქცია სანთლებით

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ პარლამენტს წინ მდუმარე აქცია გამართა. აქციაზე დანთებული სანთლებით პროფკავშირებმა პატივი მიაგეს ტყიბულის მაღაროში დაღუპულ მუშებს და გააპროტესტეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც არ იცავს დასაქმებულთა შრომით უფლებებს და მათ უსაფრთხოებას.

 

2010-08-31

პატრიარქის ჯილდოები აჭარაში

გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა ილია მეორემ დეკანოზი გიორგი ბეჭვაია. დეკანოზის  ხარისხი  მიენიჭათ აჭარაში მოღვაწე  მღვდლებს - ლუკა მიქაბერიძეს, აბრაამ გორდელაძესა  და გიორგი მამალაძეს.

დემოკრატია იწყება შენით!

სამოქალაქო განათლების გაღრმავების მიზნით, საქართველოს სკოლებში ახალი პროექტი, სახელწოდებით ,,დემოკრატია იწყება შენით!“ დაიწყო. პროექტისათვის  ევროკავშირმა 1,88 მილიონი ევრო გამოყო.

2010-09-03

ვინ როდის უნდა გადაიხადოს სწავლის საფასური

უმაღლეს სასწავლებლებში, საშემოდგომო სემესტრის დაწყებამდე, გრანტის გარეშე მყოფ სტუდენტებს პირველ რიგში სწავლის საფასურის გადახდა უწევთ. ვინ როდის უნდა გადაიხადოს სწავლის საფასური - ნეტგაზეთი რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელს დაუკავშირდა.

ევროკავშირის წარმომადგენლობა კულუარულ ინფორმაციას ეხმაურება

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში სააგენტო ”პირველის”  მიერ  გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს და მიიჩნევს, რომ მასში უზუსტობაა  დაშვებული.  ელჩი პერ ეკლუნდი თინა ხიდაშელის გამონათქვამებსაც ეხმაურება.

2010-08-28 | აქცია 

აქცია ჩაქოლვის წინააღმდეგ

დღეს საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს წინ ჩაქოლვით სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ საქართველოს ოცდახუთმა მოქალაქემ მორიგი საპროტესტო აქცია გამართა. აქცია მოეწყო საერთაშორისო  კამპანიის ფარგლებში, რომელიც საქინე მოჰამადი აშთიანის გადასარჩენად მიმდინარეობს. 28 აგვისტოს 42 წლის აშთიანის დასჯის და, ზოგადად, ჩაქოლვის პრაქტიკის წინააღმდეგ პროტესტი მსოფლიოს ასზე მეტ ქალაქში გამოხატეს.


აპელაციის შედეგები ჩარიცხულთა სიებთან ერთად გამოქვეყნდება

ერთიანი ეროვნული გამოცდების გასაჩივრების შედეგების გამოქვეყნება  25 აგვისტომდე   გადაიდო.  ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი აბიტურიენტებს პასუხობდა, რომ შედეგები 20 აგვისტოს გახდებოდა ცნობილი, თუმცა თარიღმა 23 აგვისტომდე გადაიწია. ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მაია გაბუნია ამბობს, რომ აპელაციის შედეგები,  საბოლოო სიებთან ერთად, 25 აგვისტოს გახდება ცნობილი.


დევნილების ახალი საცხოვრებელი პირობები

საწოლი, მაგიდა და უნიტაზი ერთ ოთახში

დევნილთა ახალი საცხოვრებელი პირობები ძველთან შედარებით მოუწესრიგებელი და არაკომფორტულია. თვალჭრელიძის ქუჩიდან საყვირის ქუჩაზე მდებარე შენობაში ჩასახლებულ დევნილებს უნიტაზები ოთახებში დახვდათ დამონტაჟებული. სოფელ ფოცხო-ეწერში აგვისტოში ჩასახლებული დევნილების საცხოვრებელი პირობების შესახებ სახალხო დამცველის მონიტორინგის ანგარიში კი ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციისგან განსხვავებულია.

წინა | შემდეგი