საქართველოში სლოვაკეთის საპატიო კონსული საქართველოს მოქალაქეებს, 213 ევროს სანაცვლოდ, სლოვაკეთის ვიზის მიღებაში ეხმარებოდა. ოფიციალურად ვიზა 60 ევრო ღირს და საქართველოს მოქალაქე მის მისაღებად ანკარაში ან კიევში, სლოვაკეთის საელჩოში უნდა ჩავიდეს. ”ბათუმელების” გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ნოტა, რომელიც საქართველოს საპატიო კონსულს ანიჭებდა უფლებას, თავად მიეღო სლოვაკეთის ვიზის მსურველები, თურქეთიდან იყო მოსული. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ შეთანხმების შესახებ არაფერი იცოდა.
სახალხო დამცველმა სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს. ომბუდსმენი, სხვა ნორმებთან ერთად, სადავოდ მიიჩნევს ნორმას, რომელიც კრძალავს კანონით განსაზღვრული დაწესებულებების შესასვლელებიდან 20 მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შესაძლო მიერთება, გარემოს დამცველების თქმით, კიდევ უფრო შეასუსტებს გარემოსდაცვითი ინტერესების გათვალისწინებას პროექტების დამტკიცებისას.
3 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა ფრედ, 1:1 ითამაშა ათენში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ მატჩში, საბერძნეთის ეროვნულ გუნდთან. ალექსანდრე იაშვილმა მე–3 წუთზე გახსნა ანგარიში, 73–ზე ნიკოს სპიროპულომ გაათანაბრა.
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში სააგენტო ”პირველის” მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს და მიიჩნევს, რომ მასში უზუსტობაა დაშვებული. ელჩი პერ ეკლუნდი თინა ხიდაშელის გამონათქვამებსაც ეხმაურება.
ორშაბათს საქართველოს სახალხო დამცველი იძულებით გადაადგილებულ პირებზე მომზადებულ 80- გვერდიან ანგარიშს პარლამენტს გაუგზავნის. გიორგი ტუღუშის თქმით, გამოკითხულ დევნილთა 60% ამჟამინდელი საცხოვლებელი პირობებით უკმაყოფილოა. ანგარიშის მიხედვით, საცხოვრებლად განსაკუთრებით გაუსაძლისი პირობებია ნუცუბიძის პლატოზე, ე.წ. ,,ავტოსადგომის“ ტერიტორიაზე არსებულ ჩასახლებაში, იმერეთის ტურბაზა ,, რიონის’’ ჩასახლებასა და ქუთაისის კოტეჯებში.
უმაღლეს სასწავლებლებში, საშემოდგომო სემესტრის დაწყებამდე, გრანტის გარეშე მყოფ სტუდენტებს პირველ რიგში სწავლის საფასურის გადახდა უწევთ. ვინ როდის უნდა გადაიხადოს სწავლის საფასური - ნეტგაზეთი რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელს დაუკავშირდა.
დღეს გალერეა ,,კოპალაში” მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო პროფესიული სწავლების ცენტრმა, სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენის პარალელურად, ცენტრის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია მოაწყო.
2010 წლის 16 ივლისის საკანონმდებლო ცვლილებამ მაგისტრის ხარისხის მფლობელ ალექსანდრე კვიტაშვილს საშუალება მისცა, თსუ–ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა დაეკავებინა. ჯერ უცნობია, რექტორის არჩევნებზე მიიღებს თუ არა მონაწილეობას, თუმცა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვიტაშვილს მთავრობის მხარდაჭერას უკვე დაჰპირდა.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ პარლამენტს წინ მდუმარე აქცია გამართა. აქციაზე დანთებული სანთლებით პროფკავშირებმა პატივი მიაგეს ტყიბულის მაღაროში დაღუპულ მუშებს და გააპროტესტეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც არ იცავს დასაქმებულთა შრომით უფლებებს და მათ უსაფრთხოებას.
ფეისბუქზე დარეგისტრირებულ მომხმარებელს, რომლის სახელია მიხეილ სააკაშვილი და რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სიახლეებს, ასევე მთავრობის წევრების ფოტოებს აქვეყნებს, აღნიშნულ სოციალურ ქსელზე 4909 მეგობარი ყავს. არის თუ არა ვირტუალური მიხეილ სააკაშვილი თავად პრეზიდენტი სააკაშვილი? ამ კითხვით ნეტგაზეთმა პრეზიდენტის პრესსამსახურს მიმართა.
6 სექტემბერს საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი, ყოფილი თავდაცვის მდივანი უილიამ პერი და ყოფილი საბჭოთა კავშირის ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი ჩამოვლენ. "გლობალური გამოწვევები პოსტ პერესტროიკის ქვეყნებში" – ასე ჰქვია სიმპოზიუმს, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს ყოფილი ლიდერები ბათუმსა და თბილისს ეწვევიან.
სამოქალაქო განათლების გაღრმავების მიზნით, საქართველოს სკოლებში ახალი პროექტი, სახელწოდებით ,,დემოკრატია იწყება შენით!“ დაიწყო. პროექტისათვის ევროკავშირმა 1,88 მილიონი ევრო გამოყო.
გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა ილია მეორემ დეკანოზი გიორგი ბეჭვაია. დეკანოზის ხარისხი მიენიჭათ აჭარაში მოღვაწე მღვდლებს - ლუკა მიქაბერიძეს, აბრაამ გორდელაძესა და გიორგი მამალაძეს.
დღეს აბიტურიენტების ნაწილმა გრანტის შედეგების შესახებ შეიტყო, რომელიც, ეროვნული ცენტრის ცნობით, სიმართლეს არ შეესაბამება. აბიტურიენტთა ნაწილის პირად მონაცემთა ბაზაში 100%-იანი გრანტი დაფიქსირდა. ცენტრის ინფორმაციით, სახელმწიფო დაფინანსების შედეგები ჯერ ცნობილი არ არის.
თავისთავად, ცუდი არაფერია იმაში, თუ მთავრობა გადაწყვეტს, რომ ჰქონდეს სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკა, ვინაიდან ქვეყნის ეკონომიკური ორიენტაციის საკითხი მმართველი ეკონომიკური ელიტის ეკონომიკური გემოვნების საკითხია. თუმცა დამაფიქრებელი სწორედ ის არის, რომ პრეზიდენტი დეკლარირების დონეზე საუბრობს ეკონომიკურ ლიბერალიზმზე, მთავრობის პროგრამაში ლიბერალიზმიდან სოციალური გადახრები, უფრო ზუსტად კი, სოციალური საბაზრო ეკონომიკის ნიშნები იკვეთება, ხოლო სახელისუფლებო გუნდის ლიდერები, რიგ შემთხვევაში, უკიდურესად მემარცხენე განცხადებებს აკეთებენ.
ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2009 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე მხოლოდ 17 პროცენტი იყო, მაშინ, როდესაც 2010 წელს საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 71 პროცენტი თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს.
12 აგვისტოს ე.წ. “ხუდადოვის კლინიკაში” პატიმარი თემურ ტაპალოღლი გარდაიცვალა. პატიმრის სიკვდილის სავარაუდო მიზეზი ტუბერკულოზია. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ციხეებში გარდაცვლილი პატიმრებიდან ნახევარი სწორედ ტუბერკულოზითაა დაღუპული. გარდაცვლილი პატიმარი აფხაზეთში, სოფელ ბედიაში, ცხოვრობდა. მას 15 წელი ჰქონდა მისჯილი.
გეი მსვლელობის თემის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის და საქართველოში ჰომოსექსუალთა უფლებების შესახებ ნეტგაზეთი ეკა აღდგომელაშვილს ესაუბრა. ბოლო რამდენიმე წელია იგი ქალთა და ჰომოსექსუალთა უფლებების საკითხზე მუშაობს.
გასულ წელს საკუთარი ჯანმრთელობის ფასად პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა ძალისხმევა არ დაიშურეს, რომ ყოფილი მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის ბიბლიოთეკის „განსაკუთრებული ფონდი“, რარიტეტული ფონდი და ძვირფასი პერიოდიკა განადგურებისგან ეხსნათ. დღეს ძნელია იმის დადგენა, თუ რამდენი წიგნი და პერიოდული გამოცემა დაბინავდა სხვადასხვა დაწესებულებში იმელის ბიბლიოთეკის უმდიდრესი კოლექციიდან, რომელიც 370 ათასზე მეტ წიგნს და კიდევ უფრო მეტ ჟურნალ-გაზეთს მოიცავდა, რამდენი დაიკარგა ან განადგურდა. ცხადი მხოლოდ სახელმწიფოს პოლიტიკაა ქვეყნის ისტორიასთან და კულტურულ მემკვიდრეობასთან მიმართებაში. ვინ არიან კულტურული მემკვიდრეობის უფრო დიდი მძარცველები – ადამიანები, რომლებსაც ორი ათასზე მეტი წიგნის მოპარვა ედებათ ბრალად, თუ სახელმწიფო, რომელმაც არაფერი გააკეთა, რომ ასეთი ქმედების განხორციელებისთვის ბრალდებულებს შესაძლებლობა არ ჰქონოდათ?
ქალაქში, სადაც ყოველწლიურად სამი საერთაშორისო კინოფესტივალი ტარდება, კინოთეატრი აღარ ფუნქციონერებს. კინოთეატრი „თბილისი“ რემონტდება, თუმცა ამ შენობაში კინოდარბაზი აღარ იქნება, კინო “ინტერნაციონალი“ კი გაუმართავია. იგი ეკონომიკის სამინისტროს საპრივატიზაციო შენობების ნუსხაშია შეტანილი და მყიდველს ელოდება.
დღეს საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს წინ ჩაქოლვით სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ საქართველოს ოცდახუთმა მოქალაქემ მორიგი საპროტესტო აქცია გამართა. აქცია მოეწყო საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში, რომელიც საქინე მოჰამადი აშთიანის გადასარჩენად მიმდინარეობს. 28 აგვისტოს 42 წლის აშთიანის დასჯის და, ზოგადად, ჩაქოლვის პრაქტიკის წინააღმდეგ პროტესტი მსოფლიოს ასზე მეტ ქალაქში გამოხატეს.
მართლმადიდებელი მრევლის აქცია ბათუმის ახალ ბულვარში მდებარე „ბამბა რუმთან” დასრულდა. მრევლი სამღვდელოებასთან ერთად, რომელიც მეორე დღეა ბათუმში ჰომოსექსუალებს ეძებს, დაიშალა. „ბამბა რუმის”-ის დირექტორს კი იმის გაგება უნდა, რატომ შეარჩიეს აქციის მონაწილეებმა მაინცდამაინც ეს კლუბი და არა სხვა.
დევნილთა ახალი საცხოვრებელი პირობები ძველთან შედარებით მოუწესრიგებელი და არაკომფორტულია. თვალჭრელიძის ქუჩიდან საყვირის ქუჩაზე მდებარე შენობაში ჩასახლებულ დევნილებს უნიტაზები ოთახებში დახვდათ დამონტაჟებული. სოფელ ფოცხო-ეწერში აგვისტოში ჩასახლებული დევნილების საცხოვრებელი პირობების შესახებ სახალხო დამცველის მონიტორინგის ანგარიში კი ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციისგან განსხვავებულია.
დევნილები გეგმავენ, რომ ორგანიზაცია ჩამოაყალიბონ და საკუთარი უფლებების დასაცავად თავადვე იბრძოლონ. შეხვედრა, რომელიც ”მზიურში” 25 სექტემბერს გაიმართა, "ხალხის პარტიისა" და "კონსერვატული პარტიის" წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.