Topics

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკითხის შესწავლა დაიწყო

შენგენის ვიზა 500 ლარად

საქართველოში სლოვაკეთის საპატიო კონსული საქართველოს მოქალაქეებს, 213 ევროს სანაცვლოდ, სლოვაკეთის ვიზის მიღებაში ეხმარებოდა. ოფიციალურად ვიზა 60 ევრო ღირს და საქართველოს მოქალაქე მის მისაღებად ანკარაში ან კიევში, სლოვაკეთის საელჩოში უნდა ჩავიდეს. ”ბათუმელების” გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ნოტა, რომელიც საქართველოს საპატიო კონსულს ანიჭებდა უფლებას, თავად მიეღო სლოვაკეთის ვიზის მსურველები, თურქეთიდან იყო მოსული. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ შეთანხმების შესახებ არაფერი იცოდა.

საქართველომ 17 მილიონი წააგო

რამდენიმე მილიონ დოლარად ღირებული სახელმწიფო ქონება ლევან ვარშალომიძემ თურქულ კომპანიას 1,45 მილიონი დოლარის სანაცვლოდ გადასცა. აჭარის მთავრობის მიერ ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო კი ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ დოლარზე მეტია დახარჯული. როგორც ”ბათუმელებმა” გაარკვია, თურქულ კომპანიასთან დავაში სახელმწიფომ სულ ცოტა 17  მილიონი ლარი იზარალა.

საქართველო საერთაშორისო სკანდალში დელფინების გამო

  ვიდეომასალით, რომელიც გაზეთ  ”ბათუმელების” ჟურნალისტური გამოძიების ჯგუფმა მოიპოვა, დასტურდება, რომ ბათუმის დელფინარიუმში დელფინები ყავთ,  რასაც ხელისუფლება უარყოფს.  როგორ მოხვდნენ ბათუმში დელფინები, რომელთა დაჭერა შავ ზღვაში აკრძალულია საერთაშორისო კონვენციებით და დააკისრებენ თუ არა ამის გამო საქართველოს სანქციებს? –იკითხეთ ”ბათუმელების” ჟურნალისტური გამოძიება 28 ივლისის ნომერში.

ბათუმის დელფინარიუმის საიდუმლო

ბათუმის დელფინარიუმის ხელმძღვანელობა და ქალაქის მერია რამდენიმე თვეა კატეგორიულად უარყოფენ დელფინარიუმში დელფინების არსებობას. ”ბათუმელებმა” მოიპოვა კადრები, რითაც დასტურდება, რომ დელფინარიუმში მართლაც ჰყავთ ზღვის ამ სახეობის ბინადრები. წყაროს ინფორმაციით, შავ ზღვაში დელფინები საქართველოს ხელისუფლების თანხმობით დაიჭირეს. შავ ზღვაში დელფინების დაჭერა, საერთაშორისო კონვენციებით, აკრძალულია.

ტელევიზიის მფლობელი იუსტიციის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანია

პოლიციის „ზღაპრები“ რეალტივიზე

“დონაძის ტელევიზია”, “პოლიციის პროპაგანდისტული მანქანა”...  -ასე მოიხსენიებენ ტელეკომპანია “რეალ ტვ”-ის თბილისში, რომელიც მხოლოდ ამ ქალაქში მაუწყებლობს. “ბათუმელების” გამოძიებით დადგინდა, რომ ამ ტელევიზიის ლიცენზია მისმა ერთადერთმა მფლობელმა, ია პაიჭაძემ უკანონოდ მიიღო. დოკუმენტების მიხედვით, ია პაიჭაძე წლების განმავლობაში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. სწორედ ამიტომ არ ჰქონდა  მას  მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების უფლება.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" უსაფუძვლო ხარჯები

სამი მილიონი ხუთ დღეში

1 აპრილს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა "შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის" მთავრობას 3 მილიონი ლარი დამატებით მოსთხოვა. ტელევიზიიდან მოწოდებული დოკუმენტების მიხედვით კი, ეს ფული, ძირითადად, სოფო ნიჟარაძის ევროვიზიაზე გამოსვლასა და ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციას მოახმარა. მაუწყებელმა ევროვიზიის, ფეხბურთის ჩვენების, სატელიტის მომსახურებისა და კიდევ სხვა ხარჯებისთვის – 17 მილიონამდე ლარი წლის დასაწყისშიც მიიღო. "ბათუმელების" ჟურნალისტური გამოძიებით ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თანხები არამიზნობრივად დახარჯა.

აჭარის ხელისუფლების შავი მანქანებით გატაცება

ბოლო 18 თვის განმავლობაში აჭარის ხელისუფლებამ 24 ძვირადღირებული მანქანა იყიდა. ავტონომიურ რესპუბლიკას ხუთი მანქანა კერძო პირებმაც აჩუქეს. გარდა ამისა, აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლები ისეთი მანქანებითაც სარგებლობენ, რომელთა შესახებ ფინანსთა სამინისტროში დოკუმენტაცია არ მოიპოვება. “ქამრების შემოჭერის” ფონზე ძვირადღირებული მანქანების ყიდვა-გაყიდვა-ჩუქების ფაქტები “ბათუმელების” ჟურნალისტურ გამოძიებაში:

მადნეულის ყოფილი დირექტორი მერაბიშვილის წინააღმდეგ

დოკუმენტის გაყალბებაში ბრალდებულებს- ზურაბ ლობჟანიძესა და მის სიდედრს, ფატი ფერაძეს პოლიცია ეძებს. ძებნილი ლობჟანიძე, რომელსაც ”ბათუმელები” შვეიცარიაში დაუკავშირდა, საკუთრების უფლების ხელყოფაზე საუბრობს. მისი თქმით, ვანო მერაბიშვილი, სახლის ”გადაფორმების”  სანაცვლოდ, სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ჰპირდებოდა. პროკურატურა ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.

ტელევიზიების მოლოდინი

ამნისტია თუ საარჩევნო კეთილგანწყობა

გაზეთმა “ბათუმელებმა”  დაადგინა, რომ ტელევიზიების ბიუჯეტისადმი დავალიანება 21 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან 14 მილიონი - საზოგადოებრივ მაუწყებელსა და აჭარის ტელევიზიას აქვს, 5 000 500 ლარი - “რუსთავი 2”-ს, რეგიონული ტელევიზიების საგადასახადო დავალიანება კი მხოლოდ 1 709 000 ლარია. მაუწყებლებს 36 მილიონი ლარი უნდა ჩამოეწეროს. პარლამენტში გაცხადებული ინიციატივა კი მხოლოდ რეგიონული ტელევიზიების საგადასახადო ამნისტიას ითვალისწინებდა. სამთავრობო ინიციატივა მედიაექსპერტებმა წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად და მოწყალებად  შეაფასეს.

საწარმოების გახსნა-დახურვის ქრონოლოგია აჭარაში

დასაქმება ქაღალდზე

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ ინვესტიციების მოზიდვის შედეგად აჭარაში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 4 698 ადამიანი დასაქმდა. “ბათუმელების” ჟურნალისტური გამოძიებით კი დადგინდა, რომ სახელმწიფო ქონების გაყიდვის შედეგად მხოლოდ 2040 ადამიანი მუშაობს. სამინისტროს ოფიციალური დოკუმენტებით, ამ პერიოდში გაყიდული 42 საწარმოდან მხოლოდ რამდენიმე ფუნქციონირებს, 24-მდე ობიექტი კი დახურულია.

”სამუშაო ოფისში!” - ბლეფი თუ წარმატების შანსი?

”ანაზღაურება 500 ლარიდან მზარდი, გიწვევთ სამუშაოდ ოფისში”, _ ”ბათუმელების”  რესპონდენტები ამ შინაარსის განცხადებების საფუძველზე მივიდნენ ”საქართველოს თავისუფალი ბიზნესჯგუფში”. მათი მიზანი დასაქმება იყო. ახლა ისინი თავს მოტყუებულად გრძნობენ. კომპანიის ხელმძღვანელს კი თავისი, ამის საწინააღმდეგო არგუმენტები აქვს. საიას იურისტი ”გაზეთ ბათუმელების” მიერ მოპოვებულ ფაქტებზე დაყრდნობით კანონის დარღვევაზე მიუთითებს.

ვისი ავტომანქანით გაადგილდება ქვემო ქართლის გუბერნატორი?

"ბენტლის" საქმე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ “ბათუმელებს” საჯარო ინფორმაციაზე პასუხი ადმინისტრაციული სარჩელის შემდეგ მიაწოდა. სამინისტროს პასუხით ირკვევა, რომ “ბენტლის” მარკის ძვირადღირებული ავტომანქანა  სახელმწიფო ნომრით _ OOC 006 არ ეკუთვნის შს სამინისტროს. დიმო ცხონდია, რომელსაც “ბენტლი” სარფის საბაჟოზე ჩამოართვეს, ირწმუნება, რომ მისი მანქანით ალექსანდრე გოგლიძე, სოდის ერთ-ერთი რეგიონული უფროსი, გადაადგილდება.

სახელმწიფოს კუთვნილი 650 კვადრატული მეტრი მიწა გაყიდვის დროს 447 კვადრატი "აღმოჩნდა"

ინვესტიცია კულტურული მემკვიდრეობის სანაცვლოდ

აჭარის მთავრობამ, პირდაპირი მიყიდვის წესით, ბათუმში, ასათიანისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, საერთო ფართობით 650 კვადრატული მეტრი, 200 ათას დოლარად გაყიდა. გაყიდვიდან რამდენიმე თვეში საქართველოს კულტურის სამინისტრომ მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის შენობას ძეგლის სტატუსი მოუხსნა. გასულ კვირას ინვესტორმა ძეგლი დაანგრია.

მერიის სქემა და მონოპოლისტები

“ბათუმელების” გამოძიებით დგინდება, რომ “ბათუმის წყალი” და “სანდასუფთავება” სოციალურად დაუცველ ოჯახებს იმ გადასახადებს სთხოვს, რასაც მათ მერია უფინანსებს. ფიქსირდება თანხის ორმაგი გადახდის ფაქტიც. მერიის კომპანიებს დღემდე ბიუჯეტიდან ტენდერების, სუბსიდიებისა და მიზნობრივი პროგრამების გზით 20 მილიონი ლარი აქვთ მიღებული.

საზეიმოდ გახსნილი პროექტი შეიცვალა

პრეზიდენტის საპნის ოპერა

ბათუმის ოპერის თეატრი, რომლის საძირკვლის ჩაყრაც საქართველოს პრეზიდენტმა გასულ წელს პომპეზურად აღნიშნა, აღარ აშენდება. მის ადგილზე ახალი საგამოფენო დარბაზი უნდა გაკეთდეს. ახალ პროექტზეც ესპანელ არქიტექტორთა ის ჯგუფი მუშაობს, რომელიც ოპერის თეატრის მაკეტს ამზადებდა. ამ პროექტის მომზადებაში მერია 940 ათას ევროს იხდის.

ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების ფორმულა

ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა ბათუმის მერიამ თავისი ბიუჯეტიდან 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ნაციონალური მოძრაობის აგიტატორების ხელფასის დასაფინანსებლად. ეს “ბათუმელებმა”  ბათუმის მერიაში დაცული ე.წ. სოციოლოგიური გამოკითხვის დოკუმენტების  დეტალური შესწავლით დაადგინა. გამოიყენა თუ არა გასულ საპარლამენტო არჩევნებზე “ნაციონალურმა მოძრაობამ” ადმინისტრაციული რესურსი და ბიუჯეტის ფული? _ ეს იყო საკითხი, რაზეც არასამთავრობო ორგანიზაციები თუ პოლიტიკური პარტიები არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც დიდხანს კამათობდნენ. “ბათუმელების” სამკვირიანი გამოძიების შედეგები ადასტურებს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ამ არჩევნებზე ბიუჯეტის ფული დახარჯა.

ვარშალომიძეების ოფიციალური ქონება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის, ოჯახის ქონებამ, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში რამდენიმე მილიონს მიაღწია. ლევან ვარშალომიძის მამა, გურამ ვარშალომიძე და ძმა – ირაკლი ვარშალომიძე ხელვაჩაურში, სოფელ შარაბიძეებში 11056 კვ/მეტრი მიწის მფლობელები ხდებიან. მათი ქონება იზრდება ბათუმში, სადაც ამჟამად მთავრობის თავმჯდომარე და მისი ოჯახი ცხოვრობს.

სასწაული ტელეიმედზე - ბიუჯეტის უკანონო ხარჯვა

სასწაული ტელეიმედზე – ბიუჯეტის უკანონო ხარჯვა აჭარის მთავრობამ ფილმების – “ბათუმის სასწაულის“ ტელეიმედის ეთერში განთავსებისთვის სარეზერვო ფონდიდან ბათუმის მერიას 255 000 ათასი ლარი გამოუყო. დამატებით 100 000 ათასი ლარი კი, იმავე მიზნებისთვის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს გადასცა. დღეს ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, რომ კერძო ნაციონალური არხები – “რუსთავი 2” და “იმედი” ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების მფლობელობაშია და მათი დაფინანსების წყაროც ირიბად ხელისუფლებაა. ვერსიების და კამათის საგანია, როგორ და რა გზით ხდება ეს?