ახალი ამბები
2010-07-21

რუსთაველის გამზირზე ასფალტის საფარი ჩაინგრა

რუსთაველის გამზირზე, ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ, გზის სავალი ნაწილი ჩაინგრა. ავარიის შედეგად არავინ დაზარალებულა.

ავარიის მიზეზი კანალიზაციის დაზიანებული კოლექტორი აღმოჩნდა. შემთხვევის ადგილზე მერიის კეთილმოწყობის სამსახურისა და თბილისის წყლის კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლები იყვნენ მისული.  

კოლექტორის აღდგენაზე პასუხისმგებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ -ია. კომპანიის ტექნიკური დირექტორის, ომარ გოცირიძის თქმით, თაღოვანი კოლექტორი მე–19 საუკუნის შუა წლებშია აშენებული. სწორედ ეს გახდა კოლექტორის წყობიდან გამოსვლის მიზეზი.

სააავტომობილო მოძრაობა რუსთაველის მეტროდან თავისუფლების მოედნამდე შეწყვეტილია. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, გიგა ლიპარტიას განცხადებით, რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილის ნახევარზე მოძრაობა ორ დღეში აღდგება.

კომენტარი

E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:
2012-05-18

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ პატიმარი გააუპატიურეს

დღეს, 18 მაისს, ორგანიზცია ”სოლიდარობა უკანონო პატიმრების” წევრებმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ქსნის №15 დახურული ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პატიმრის წერილი მიღეს, სადაც ის წერს, რომ ის ციხის თანამშრომლებმა ცემეს და შემდეგ რეზინის ხელკეტით გააუპატიურეს.

2012-05-18

შატბერაშვილი: "საქართველოს რკინიგზის" დაპატრონება სააკაშვილის ბიძას სურს

შატბერაშვილი პროგნოზირებს, რომ "საქართველოს რკინიგზას" თემურ ალასანაიას დახმარებით ხელში რუსეთი ჩაიგდებს.

2012-05-18

შსს: სოსო მანჯავიძე გუშინდელი ჩხუბის გამო დააჯარიმეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, შოთა უტიაშვილის ცნობით, წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერი, სოსო მანჯავიძე, გუშინ, 17 მაისს თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია–მსვლელობის მონაწილეებან ჩხუბის გამო დააკავეს და დააჯარიმეს.

წინა | შემდეგი