ახალი ამბები
2010-07-19

საკონსტიტუციო ცვლილებებს საზოგადოებრივი დარბაზი განიხილავს

საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია საზოგადოებრივი დარბაზის შექმნას გეგმავს, - ამის შესახებ კონსტიტუციის წევრებმა პარტიის ,,ჩვენი საქართველო- თავისუფალი დემოკრატების” ლიდერთან, ირაკლი ალასანიასთან შეხვედრისას განაცხადეს.

საზოგადოებრივი დარბაზი საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ ალტერნატიულ პროექტებს განიხილავს. პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრებისა და ექსპერტებისაგან შემდგარი საზოდადოებრივი დარბაზი პირველ კრებას, სავარაუდოდ, ამ ზაფხულს გამართავს.

,,აუცილებელია კონსტიტუციური პროცესი გაგრძელდეს, ის არ შეიძლება იყოს ასეთი ხანმოკლე, საჭიროა გაფართოვდეს განხილვის ფორმატი”, - ამბობს საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრი, ვახტანგ ხმალაძე.

ირაკლი ალასანიას თქმით, შეხვედრაზე კომისიის მიერ შემუშავებული პროექტის დეტალები განიხილეს. ალასანია ამბობს, რომ საბოლოო პოზიციებს პოლიტიკური პარტია ,,ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" სწორედ საზოგადოებრივი დარბაზის შეკრებისას გაამჟღავნებს.

,,ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია თვლის, რომ კონსტიტუციით, ბევრად უფრო ძლიერად უნდა იყოს წარმოდგენილი საპრეზიდენტო ინსტიტუტი ძლიერი საპარლამენტო კონტროლით. სწორედ ეს იქნება ის საკითხი, რაზეც ჩვენ ჩვენს მოსაზრებებს საზოგადოებრივ დარბაზსს გავაცნობთ. ჩვენ აუცილებლად მივიღებთ  მონაწილეობას საზოგადოებრივი დარბაზის საქმიანობაში”, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ალასანიას თქმით, საზოგადოებრივ საკონსტიტუციო კომისიას საინტერესო მოსაზრებები აქვს ადგილობრივ თვითმმართველობებთან და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ,,საინტერესო შემოთავაზებაა, მაგალითად, პრეფერენცირებული საარჩევნო სისტემა, როდესაც ამომრჩეველს შეუძლია რამდენიმე კანდიდატს დაუჭიროს მხარი”, - აცხადებს ალასანია.

 

კომენტარი

E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:
2012-05-18

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ პატიმარი გააუპატიურეს

დღეს, 18 მაისს, ორგანიზცია ”სოლიდარობა უკანონო პატიმრების” წევრებმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ქსნის №15 დახურული ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პატიმრის წერილი მიღეს, სადაც ის წერს, რომ ის ციხის თანამშრომლებმა ცემეს და შემდეგ რეზინის ხელკეტით გააუპატიურეს.

2012-05-18

შატბერაშვილი: "საქართველოს რკინიგზის" დაპატრონება სააკაშვილის ბიძას სურს

შატბერაშვილი პროგნოზირებს, რომ "საქართველოს რკინიგზას" თემურ ალასანაიას დახმარებით ხელში რუსეთი ჩაიგდებს.

2012-05-18

შსს: სოსო მანჯავიძე გუშინდელი ჩხუბის გამო დააჯარიმეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, შოთა უტიაშვილის ცნობით, წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერი, სოსო მანჯავიძე, გუშინ, 17 მაისს თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია–მსვლელობის მონაწილეებან ჩხუბის გამო დააკავეს და დააჯარიმეს.

წინა | შემდეგი