საზოგადოება

„თითო ქვა რამდენი თუმანი ღირს?“

დავით გაბუნიას ვიდეო

 

„ჩემთვის ყოფილა ეს აქცია, სამთვენახევრის ფეხმძიმეს ქმარმა მუცელში მირტყა“ - ამ სიტყვებით ახალგაზრდა ქალბატონმა დღეს ირანის საელჩოს წინ ქალთა სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ გამართული აქციის ერთ-ერთ მონაწილეს მიმართა. როგორც კი წარწერების შინაარსი ამოიკითხა, აქცია იმ ირანისტმაც დატოვა, რომელმაც განაცხადა, ირანელი ხომ არ ვარ, რომ გავაპროტესტოო.

საქინე მოჰამადი აშთიანის საქმით პროვოცირებული საპროტესტო აქცია თბილისში ირანის საელჩოსთან უკვე მეორედ მოეწყო. აქციის მონაწილეთა რიცხვი, გასული კვირის შაბათ დღესთან შედარებით, ცოტათი გაიზარდა კიდეც და მისმა რაოდენობამ ოცდათხუთმეტს მიაღწია.

„ისლამის სახელით დანაშაულს ნუ სჩადიხართ“, „თითო ქვა რამდენი თუმანი ღირს?“, „შეწყვიტეთ სიკვდილით დასჯა“, „ძირს დიქტატურა“, - ტრანსპარანტები ამ წარწერებით აქციის მონაწილეებს ჭავჭავაძის გამზირზე ორი საათის განმავლობაში ეჭირათ.

ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე თაბრიზის ციხეში საქინე მოჰამადი აშთიანი უკვე დიდი ხანია სასიკვდილო განაჩენის მოლოდინში იმყოფება. 2006 წელს ის მეუღლის მკვლელობის საქმისთვის დაკითხეს. დაკითხვის პროცესში საქინემ აღიარა, რომ იმ ორ მამაკაცთან, რომლებსაც მოგვიანებით მისი  ქმრის მკვლელობისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრათ, ”აკრძალული ურთიერთობები” ჰქონდა. ამავე წლის მაისში საქინე ჩადენილი დანაშაულისთვის 99 როზგით დაისაჯა. სასჯელის აღსრულების შემდეგ მოჰამადი აშთიანი გაათავისუფლეს. თუმცა ოთხი თვის თავზე, ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე აზერბაიჯანის მხარის კრიმინალურმა სასამართლომ ახალგაზრდა ქალს, ადიულტერის მოტივით, ჩაქოლვის განაჩენი გამოუტანა.

ჩაქოლვით სიკვდილმისჯილი მრავალი ირანელი ქალის მსგავსად, საქინემ აღიარებითი ჩვენება დაკითხვის პროცესში მისცა, მაგრამ სასამართლოში და მოსამართლის წინაშე მან აღიარება უარყო. აშთიანიმ განაცხადა, რომ დაკითხვის პროცესში ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა.

ადიულტერი ირანულ სასამართლოში შემდეგნაირად მტკიცდება: ისლამური სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, დანაშაულის აქტს ოთხი მოწმე უნდა ჰყავდეს, რომლებიც აქტის მიმდინარეობას თავად შეესწრნენ და ახლოდან დაინახეს. დანაშაულის დადგენის ალტერნატიული გზა ბრალდებულის მიერ აღიარებითი ჩვენების მიცემა და აღიარების ოთხჯერ დადასტურებაა.

საერთაშორისო საპროტესტო ტალღის აგორების შემდეგ თავრიზის ციხის ხელმძღვანელობამ ირანის სასამართლო ხელისუფლებას განაჩენის გადახედვის წინადადებით მიმართა და სთხოვა, ჩაქოლვის ნაცვლად, სასჯელი მოჰამადი აშთიანის ჩამოხრჩობით აღესრულებინათ. სასამართლო მოლბა და ქალის დასჯის ერთი ფორმა მეორეთი შეცვალა.

19 ივლისს აშთიანის სასიკვდილო განაჩენის აღსრულება კიდევ ოცი დღით გადადეს. დღეს, 24 ივლისს, მისი გათავისუფლების მოთხოვნით, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

თბილისში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოდან აქციის მონაწილეებს არავინ გამოხმაურებია. სამაგიეროდ, პროტესტანტების შეკრების მიზეზით, იქვე მდებარე რუსეთის საელჩოს დაცვის სამსახურის თანამშრომლები დაინტერესდნენ.

„შეწყვიტეთ ქალთა კვლა“, „ნუ მოკლავთ საქინეს“, - სკანდირებდნენ სიკვდილით დასჯის მოწინააღმდეგე მოქალაქეები, რომლებმაც პროტესტის გამოხატვა ირანელი პოეტისა და იურისტის, ჰამიდ მოსადეყის ლექსის, "ლურჯი, ყავისფერი, შავი" სტრიქონების სპარსულად კითხვით დაიწყეს: „მე თუ ავდექი, შენ თუ  ადექი, ყველა ადგება, მე თუ დავჯექი, შენ თუ დაჯექი, ვინღა ადგება?“. როგორც ირანისტი თინათინ ჯაფარიძე ამბობს, თავისუფლების გამომხატველ ამ სტრიქონებს ირანელები ისლამური რევოლუციის დროსაც გაიძახოდნენ, როცა ხალხს ეგონა, რომ დიქტატურა დასასრულს უახლოვდებოდა და მათ უკეთესი  მომავალი ექნებოდათ. თინათინ ჯაფარიძე ასევე ფიქრობს, რომ „სივდილით დასჯა, დაპატიმრება და აბსურდული ჯარიმები არ არის მხოლოდ ირანელი ხალხის სატკივარი. საქართველოს უნივერსიტეტების ირანისტიკის განყოფილებებს და ირანის საელჩოს ძალიან მეგობრული ურთიერთობა აქვთ. სამწუხაროდ, მათი წარმომადგენლები, სხვადასხვა მიზეზის გამო, აქციაზე არ მოვიდნენ.  ირანისტი ლექტორების და სტუდენტების მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. სიჩუმე მხოლოდ დიქტატურის გამყარებას და საფრთხის ზრდას  ემსახურება“.

სოციალურ ქსელ ფეისბუქში საპროტესტო მიტინგი დაანონსდა, როგორც „აქცია ირანში ქალების სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ“. კინოკრიტიკოსი თეო ხატიაშვილი თვლის, რომ ჩაქოლვის წესით ადამიანის დასჯა ყველა შემთხვევაში აღშფოთებას იწვევს: „რასაკვირველია, ირანში მამაკაცებიც ბევრნაირად იზღუდებიან, მაგრამ ქალი, როგორც ნებისმიერ ტრადიციულ პატრიარქალურ კულტურაში, ორმაგი წნეხის ქვეშ იმყოფება და, ამ შემთხვევაში, ჩვენი სოლიდარობის აქცია სწორედ ქალთა უფლებების დაცვისკენ არის მიმართული“.

ცნობილია, რომ არსებობენ ფემინისტები, რომლებიც სხვადასხვა არადასავლურ კულტურაში უხეში ჩარევისგან თავის არიდების მოტივით, ქალთა უფლებების შემლახველი ქმედებების კრიტიკისგან თავს იკავებენ. თეო ხატიაშვილი არ მიიჩნევს, რომ ირანელი ქალების სიკვდილით დასჯის გაპროტესტება ევროპოცენტრისტული და თავსმოხვეული იდეოლოგიის ნაწილია. „ამ შემთხვევაში ძალიან რაციონალური და გულგრილი ადამიანი უნდა იყო, რომ რაღაცეები დაალაგო: ეს მეხება, ის - არა; ეს მათი ტრადიციაა; ამისთვის შეიძლება ვიბრძოლოთ, იმისთვის კი - არა... აქ აღარ არის ცალკეული უფლებების დარღვევაზე ლაპარაკი, ამ შემთხვევაში ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას და როცა თანამედროვე, ვითომ ცივილიზებულ სამყაროში რამდენიმე საუკუნის წინანდელი დასჯის ფორმა ისევ აქტიურადაა გამოყენებული, არ ვიცი, როგორ შეიძლება გულგრილი დარჩე ამ მოვლენის მიმართ”. 

კომენტარი

სათაური:
lali
ვისგან:
შიგთავსი:
soso,sheni shvilebi albat rogor "AMAYOBEN"shenistana maimit.
სათაური:
usaxelo
ვისგან:
შიგთავსი:
es sosoebi da mistanebi imitom arseboben rom chven ar vargivart,am martla usaqmurebs uflebas vadzlevt chvens gverdit icxovron,araferi aketon da tan chkuac gvarigon,erti im qalis tvinshi chamaxeda vinc aseti kacebis gverditaa da matro kacuri orientaciit tkbeba,ai zustad aseti gonebashezguduli qalebis bralia sosoebis arseboba.:(
სათაური:
tamara
ვისგან:
შიგთავსი:
es soso sacyali martla cudad aqvs saqme,magram gaixsenet ramdeni aseti soso gvyavs qveyanashi da emigrciashi,me viyavi im aqciaze aramarto iraneli qalebis gamo aramed kidev im qartveli qalebis gamoc visac klaven an itanjebian scored aseti maskulinuri da scorxazovani mamrebis mier,ai aseti sosoebis mier.imisatvis rom sosoebis sinodi ar gvchirdeba da damshviddi da fiqri iscavle da iqneb odesme azrovnebac shedzlo.
სათაური:
elene
ვისგან:
შიგთავსი:
batoni soso aris nateli magaliti, tu rogori ar unda iyos kaci.batono soso ra sachiroa sakutai maskulanuri xasiatis demonstrireba virtualur sivrceshi.amistvis arsebos sawoli da imastan amtkicet eg yvelperi vistanac gagivat:)
სათაური:
nbodari
ვისგან:
შიგთავსი:
batono hasan,21 saukuneshi adamianebs arc unda qolavdnen,arc axchobdnen da arc awamebdnen,es udaoa,yvela normaluri adamiani am azrs da chvens gulistkivils gaiziarebs,magram chemi azrit,wyevlas isev landzgva-gineba jobia,umorchilesad gtxovt,rogorc ar unda gagvagizianon, ertmanetis shvilebs cuds nu vusurvebt,piriqit,shvilebs, chveni dtisanic rom iyvnen,mxolod siyvaruli da bedniereba vusurvot.gmerti faravdes chven shvilebs!
სათაური:
ჰასან იბნ საბბაჰ
ვისგან:
შიგთავსი:
ყველას ------------, ვინც თვლის რომ ქალების ჩაქოლვა მას არ ეხება და პრობლემა არ არის. მაგისთანებს უნდა თვალწინ მოუკლა შვილი რომ გაიგონ რას ნიშნავს ეს. moderator: გთხოვთ ყველას გინებისგან, უცენზურო სოტყვებისგან და ერთმანეთის შეურაცჰყოფისგან თავი შეიკავეთ, თორემ იძულებული გავხდები კომენტარების ფუნქცია საერთოდ დავხურო! გმადლობთ
სათაური:
uxiago
ვისგან:
შიგთავსი:
didi madloba, sitkva adiulteri rom gamagebinet ra aris (leqsikonsi movdzebne)
სათაური:
nodari
ვისგან:
შიგთავსი:
batono soso,me ar momiweria tqventvis ucenzuro sityvebisgan tavi sheikavet metqi,es saitis xemdzgvalelobam mogwerat,tumca amjerad mat mec vetanxmebi da tqvenc da qalbaton ek-sac mogiwodebt diskusias landzgva-ginebashi nu gadavzrdit,batoni soso,imashi sruliad getanxmebit rom dzalian bevri problema gvaqvs,magram vin gitxrat rom gasusulebi vart da arafers vaketebt?me piradad gameshi 5 saati mdzinavs da vtvli rom chemi shromit vals vixdi shemi qveynisa da chemi ojaxis winashe,samwuxarod mitingze ar vyofilvar,magram kidev ertxel did madlobas vuxdi am mitingis monawileebs,imitom rom arsebobs zogadsakacobrio problemebi, romelic yvelas gvexeba,kidev ertxel gekitxebit,tqven ras aketebt chveni qveynistvis da misi problemebis mogvarebistvis?mxolod laparaki da gvardzlis frqveva dzalian advilia da es mamrs sulac ar shehferis.
სათაური:
soso
ვისგან:
შიგთავსი:
raari mteli mitingi rom damesiet simartle kvelas ckins.tkuili ra gitxarit? tundac am saitze ramdeni chveni problema devs,rac piradad chveni shvilebis momavals ukmnis saprtxes da kvela kartvels unda stkiodes, magram magaze kvela gasusuli xart,tu aravin dagakenat ik aba sad iranshi ezebt problemebs,mteli chveni kvekana carieli problemaa.batono nodar romeli sitkva iko ucenzuro,chem komentarshi usakmuri,tu gei? ;ek: shmarebi da zuknebi saxlshi moikitxe an sarkeshi chaixede da dainaxav she suka.
სათაური:
nodari
ვისგან:
შიგთავსი:
ukacravad,qalbatoni elene unda damewera,qal.ninos magivrad:)
სათაური:
nodari
ვისგან:
შიგთავსი:
pirvel rigshi minda madloba gaavuxado yvela im adamians, visac sxvisi probleba da gasachiri gultan axlos miaqvs, ar izarebs, rom saprotesto aqciaze mivides da tavisi pozicia,azri daufiqsitos msoflios.AZRI,qalbatono nino,am sityvas da mis mnishvnelobas araferi esqmeba bat, sosos komentartan,es komentari moklebulia azrsac da azrovnebasac da ai ratom,jer erti temas ar pasuxobs,meorec ver anvitarebs da ver asabutebs tavisreplikas,es adamiani rogorc etkoba qveynida wasulia da saidangac gvaswavlis chkuas rogor moviqcet da qveynis problemebi rogor gadavchrat,bat.soso dakompleqsebuli, martosuli adamianis shtabechdilebas tovebs romelsac kacis ertadet girsebad swori seqsualuri orientacia miachnia,arada ver xvdeba rom es normaluri,janmrteli orientaciaa da amit tavis mowoneba sasaciloa satirali rom ar iyos,bat.soso an mdzime sulier krizis ganicdis an tipiuri alfonsia,romelsac sxva araferi gaachnia garda seqsualuri orientaciisa:(
სათაური:
elene
ვისგან:
შიგთავსი:
ar getanxmebit roca iyenebt sityvata shetanxmebAs "amgvarad moazrevne", radgan azrovneba ukve nishnavs ganvitarebas, ganvitareba ki siketea.batoni soso ar azrovnebs,imas rasac is aketebs hkvia "rija bazari".tanac sulac ar vpikrob rom "ase moazrovne" adamianebi ar unda arsebobdnen ,tundac imitom rom gacilebit ertperovani ikneboda samyaro.gaixsenet volteris aw gapapsavebuli sityvebi:) "me mdzuls tkveni azri magram sikvdilamde davicav tkvens uplebas gamotkvat igi":)
სათაური:
Nino
ვისგან:
შიგთავსი:
Ar mjera (ta ar minda, rom davijero), rom Soso realobaa. Ar sheidzleba amdagvarad moazrovne adamianebi arsebobdes, an sheidzleba mat martlac dakhmareba schirdebat, rogorc es erttert commentshia. Profesionaluri dakhmareba agar davcere, sheurackhobad rom ar miigos kvela analogiurad moazrovnem, radganac mkholod tolerantul midgomas vagiareb. To be honest, it's too hard to be always tolerant . . . But what to do?
სათაური:
elene
ვისგან:
შიგთავსი:
batno soso homoseksualizmze akcents nu aketebt , xom icit es bevr rameze mianishnebs.rac sheexeba problemebs romelic chveni kveynis cinashe dgas, es chemi, tkveni da saertod yvelas mosagvarebelia.xolo problema rac irans akvs zogadsakacobrio girebelebebs exeba,raxan vigac mivida im akciaze eseigi acuxebs es sakitxi.tkevntvis albat ar uscavlebiat sxvisi azris pativisceba.
სათაური:
provincieli
ვისგან:
შიგთავსი:
iseti moazrovneebi rom arseboben rogoricaa batoni soso,magitom ar aq xeiri chvens qveyanas!
სათაური:
dato
ვისგან:
შიგთავსი:
ეს მათთვის, ვისაც არაადეკვატური აზრები აწუხებს. კარგად დაათვალიერონ, რამდენი "მოცლილია" მთელს მსოფლიოში და რამდენი არ არის გულგრილი ამ საშინელების მიმართ: http://stopstonningnow.com/wpress/?p=932 სულ ახლდება ეს გვერდი, ვენაში გამართული დემონსტრაციის ვიდეო დაემატება მალე ამ რიცხვს.
სათაური:
ek
ვისგან:
შიგთავსი:
ratom elaparakebiT xalxo "soso"-s TqvenobiT? :O SOSO SHMARAAA!!!
სათაური:
nodari
ვისგან:
შიგთავსი:
batono soso,tu sheidzleba mipasuxet qveynis ashenebistvis tqven ra gaaketet,an ra sheqmenit?me tqveni komentarebi sxvaganac wavikitxe da mgoni chacikluli xart,tu saidumlo ar aris ras saqmianobt,gaborotebuli da dakompleqsebuli adamianis shtabechdilebas tovebt,tqven profesionalis daxmareba gchirdebat.
სათაური:
ვისგან:
შიგთავსი:
სათაური:
ვისგან:
შიგთავსი:
სოსო, გთხოვთ თავი შეიკავოთ უცენზურო სიტყვებისგან
სათაური:
dato
ვისგან:
შიგთავსი:
batono Soso, me galxdiT mitingze dghes - videoc chemi gadaghebulia. usakmuri ar var, zalian bevri saqme mqonda, magram movicale, imitom, rom es saqme mnishvnelovnad mimachnia. tqven tu raghaceebi gelandebat, es tqveni problemaa. yochagh qartvel qalebs, rom aset qcias martaven. tqven ki sakutar kompleqsebs mixedet jer da mere izrunet sxvebisaze.
სათაური:
soso
ვისგან:
შიგთავსი:
kvekana tavze gengrevat,geebit aavset mandauroba , jer sakutari problemebi moagvaret da mere iranze ipikret, saatshi neta ramdens uxdian mag usakmurebs mitigze?
E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

"პირდაპირ რომ მეთქვა, ბისექსუალი ვარ” ….

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” მიერ მომზადებული ჩრდილოვანი ანგარიში საქართველოში ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ქალების მრავალმხრივ პრობლემებს ეხება.


ბავშთა სახლების პრობლემები სახალხო დამცველის აპარატის კვლევაში

საჯარო სკოლებში მშობლების ზრუნვას მოკლებულ ბავშვებთან სახალხო დამცველის პრევენციული მონიტორინგის ჯგუფმა გამოავლინა ბავშვის ღირსების შემლახველი მოპყრობა, რიგ შემთხვევებში,  ფიზიკური ძალადობის ფაქტები, როგორიცაა ჯოხით, სკამის საზურგით, წკეპლით ცემა.


რისთვის იქმნება ახალი რაიონები

დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის ერთ-ერთი მიზანია დევნილი მოსახლეობისათვის ღირსეული ცხოვრების პირობების მხარდაჭერა და მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაცია. რამდენად პასუხობს ხელისუფლების მიერ საქართველოს რეგიონებში დევნილებისთვის შექმნილი ახალი რაიონები და დასახლებები ამ მიზანს?

წინა | შემდეგი

ინტეგრირებული გამოცდა მასწავლებლებისთვის

არიან თუ არა არათანაბარ პირობებში მასწავლებლები, რომლებიც ინგლისურ ენასა და კომპიუტერში ინტეგრირებულ გამოცდას აბარებენ.

2012-05-14 | ეკოლოგია 

როგორ უნდა აერიდებინა თბილისს სტიქია

თბილისში ჰიდროგეოლოგიურ პროცესებზე მონიტორინგის სამსახურის არსებობის შემთხვევაში, სტიქიისა და, შესაბამისად, ხუთი ადამიანის სიკვდილის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა.

2012-05-08

ACT: "გამოკითხულთა 49%-ის აზრით, ქალთა დისკრიმინაცია იშვიათია"

გამოკითხულთა 15 % მიიჩნევს, რომ ქალთა დისკრიმინაცია საქართველოში საერთოდ არ ხდება; 21 % ფიქრობს, რომ  ხშირად ხდება და 15 %-ს პასუხის გაცემა უჭირს.

წინა | შემდეგი