საზოგადოება

დასავლეთის აქციები შარიათის წინააღმდეგ

საქინე მოჰამადი აშთიანის სიკვდილით დღეს დასჯიან. ირანში გაზეთებს, საინფორმაციო სააგენტოებსა და ტელევიზიებს მოჰამადი აშთიანის სასიკვდილო განაჩენის გაშუქება აკრძალული აქვთ.

24 ივლისს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 43 წლის ირანელი ქალის დასჯას გააპროტესტებენ. საპროტესტო დემონსტრაციები გაიმართება ტორონტოში, ოტავაში, ლონდონში, ბრემენში, ფრანკფურტში, ამსტერდამში, გეტებორგში, სტოკჰოლმში, ნიუ-იორკსა და სხვა ქალაქებში. აქციის გამართვა იგეგმება თბილისშიც. მოჰამადი აშთიანისთვის გამოტანილი განაჩენი საქართველოს დედაქალაქში პირველად 19 ივლისს ირანის საელჩოს წინ გააპროტესტეს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ფემინისტი ლია ჯაყელი არ ფიქრობს, რომ ”პროტესტის ამ ფორმით კონკრეტულ ადამიანს ან დანარჩენებს უახლოეს მომავალში რამე ეშველებათ. ცოტა ადრეც რომ მოგვეწყო, ამ წუთისთვის ვერაფერს შეცვცვლიდით. არასდროს არ არის გვიან, თუმცა ყოველთვის ადრე სჯობს. ზოგადად, სიკვდილით დასჯის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში ქალებს ვუჭერთ მხარს, უფრო მსუბუქი სასჯელიც რომ არსებობდეს, გაუმართლებელია. რა სახისაც არ უნდა იყოს სასჯელი, მისი მოტივაცია ქალების მიმართ დისკრიმინაციული და უსამართლოა”.

ორგანიზაცია „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ ხელმძღვანელი ეკა აღდგომელაშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამართული აქციის ერთ-ერთი ინიციატორი იყო, ამბობს, რომ 24 ივლისს ირანის საელჩოსთან აქცია ათი ადამიანის დასწრების შემთხვევაშიც გაიმართება.

კომენტარი

სათაური:
Tiko
ვისგან:
შიგთავსი:
24 ივლისს, თბილისში, ირანის საელჩოს მოპირდაპირე მხარეს (ჭავჭავაძის გამზ. #80),13-15 საათამდე გაიმართება აქცია. ვისაც სურვილი გაქვთ, თქვენივე პოსტერებით მიიღეთ მონაწილეობა საპროტესტო აქციაში!
E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:
2012-04-18 | მედია 

რას შესთავაზებს მაყურებელს "მე–9 არხი"

“მე–9 არხის” ეთერში გასვლის თარიღი საცდელი მაუწყებლობის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოცხადდება, ამჟამად კი სხვადასხვა სამუშაოები მიმდინარეობს, მათ შორის გადაცემებზე მუშაობა და საინფორმაციო სამსახურის დაკომპლექტება.

2012-04-06 | მედია 

საქართველოს მედიის მდგრადობის ყველაზე დაბალი ინდექსი აქვს კავკასიაში

IREX-ის 2012 წლის “მედიის მდგრადობის იდექსის” შესაბამისად, საქართველოს სომხეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს.

2012-04-02 | მედია 

ქორიძის საჩივარი "25-ე არხის" თვითრეგულირების კომისიამ დააკმაყოფილა

ბათუმის "25-ე არხის" თვითრეგულირების კომისიამ ჟურნალისტ ზვიად ქორიძის ორი მოთხოვნა სრულად, ხოლო ერთი - ნაწილობრივ დააკმაყოფილა. საჩივარი შეეხებოდა "ობიექტივის" 9 მარტის გადაცემას, რომელიც "25-ე არხით" გადაიცა და რითაც, როგორც ქორიძემ მიიჩნია, დაირღვა "მაუწყებლობის ქცევის კოდექსის" მე-17 მუხლი. 

წინა | შემდეგი
2012-05-07

როგორ რეაგირებენ წამყვანები მიწისძვრაზე პირდაპირ ეთერში [video]

სხვადასხვა ქვეყნებში პირდაპირ ეთერში მომხდარი მიწისძვრისას წამყვანების უმეტესობა სტუდიას არ ტოვებს და გადაცემის წაყვანას აგრძელებს. 

2012-05-02 | მედია 

რატომ ვერ უყურებთ “მეცხრე არხს”?

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული ტელეკომპანია “მეცხრე არხი” უკვე ეთერშია, თუმცა მას მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ უყურებს.

წინა | შემდეგი