საზოგადოება

გამომცემლობა "სამშობლოს" ყოფილი შენობიდან დევნილებს ასახლებენ

კოსტავას 14 ნომერში მდებარე გამომცემლობა "სამშობლოს" ყოფილი შენობიდან დევნილებს ასახლებენ. დევნილების თქმით, შენობაში მცხოვრები 380-მდე ოჯახი აგვისტოს ომის შემდეგ შესახლდა.

გაგრიდან დევნილი მერი მალანიაა ამბობს, რომ დღეს, 19 ივლისს, ძალოვნები მივიდნენ და შენობის დატოვება მოსთხოვეს:

"ერთი კვირის წინ მოვიდნენ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან და გვითხრეს, შენობა გაყიდულია და უნდა დატოვოთო . დღეს კიდევ უშიშროების წარმომადგენლები მოვიდნენ და დაგვემუქრნენ, თუ ექვსი სამუშაო დღის ვადაში არ დაცლით შენობას, გამოგასახლებთო."

დევნილებმა ძალოვნების მისვლის შემდეგ აქცია გამართეს. სამასამდე ადამიანი კოსტავას ქუჩაზე,  გამომცემლობის წინ ტროტუარზე, იყო შეკრებილი. აქციაზე კონსერვატიული და ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებიც მივიდნენ. პოლიტიკოსები დევნილებს დახმარებას დაჰპირდნენ.

ერთ-ერთი დევნილი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ამბობს, რომ  ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებმა დახმარება აღუთქვეს:

"სამინისტროში გვითხრეს, რომ არავის დაგვტოვებენ თავშესაფრის გარეშე. ან ფულად კომპენსაციას მოგცემთ, ან ალტერნატიულ ფართსო . სახლში დაბრუნებულებს კი ასეთი არეულობა დაგვხვდა."

აფხაზეთიდან დევნილი თამარ შურღაია გვიამბობს, რომ დევნილებისთვის განკუთვნილ შეღავათს ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე თხუთმეტი წელია არ ღებულობს. დევნილები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსგან უყურადღებობას უჩივიან. ისინი ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობენ, რომ მათ მიერ დაწერილ არაერთ განცხადებას სამინისტრო უყურადღებოდ ეკიდება.

კომენტარი

E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

შემოვლითი რკინიგზით დაზარალებულები

თბილისის შემოვლითი რკინიგზის ერთ–ერთი მშენებარე გვირაბის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობა კომპენსაციის გარეშე რჩება.

კობა სუბელიანმა 2011 წელი შეაჯამა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას 2011 წელს სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტები წარადგინა და 2012 წლის გეგმებზე ისაუბრა.

"ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის" კვლევის შედეგები

რატომ კლავენ დედები შვილებს

დედამ მცირეწლოვანი შვილი მეორე სართულის აივნიდან იმის გამო გადააგდო, რომ ბავშვს შიოდა და ტირილს არ წყვეტდა. 26 წლის ქალბატონი ამჟამად შესაბამის სასჯელს იხდის.

წინა | შემდეგი
2012-04-17 | ეკოლოგია 

გაიჩეხება თუ არა ცაცხვები ბარათაშვილის ქუჩაზე?

ორგანიზაცია “უსაფრთხო სივრცის” ხელმძღვანელის ანა გაბრიაძის ინფორმაციით, ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ცაცხვის ხეები იჩეხება.

წინა | შემდეგი