სამართალი

არგენტინამ ჰომოსექსუალთა ქორწინება დააკანონა

არგენტინა პირველი ქვეყანაა სამხრეთ ამერიკაში და მეათე მსოფლიოში, რომელმაც ჰომოსექსუალთა ქორწინება დააკანონა. ქვეყნის დეპუტატთა პალატამ უკვე დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ერთი სქესის წყვილებს ქორწინების გარდა შვილის აყვანის უფლებასაც აძლევს.  CNN-ის ცნობით, კანონმდებლებმა კანონი 14-საათიანი დებატების შემდეგ მიიღეს.

სენატმა დებატები, კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით, ოთხშაბათს დაიწყო და ხუთშაბათს, დილაადრიან, გაგრძელდა.  Euronews-ის ინფორმაციით, სენატის შენობასთან თავმოყრილი იყო ერთი და იმავე სქესის წყვილებს შორის ქორწინების მომხრეებიცა და მოწინააღმდეგენიც, რომლებიც დემონსტრაციას მართავდნენ. პოლიცია ცდილობდა, სიმშვიდე დაეცვა მომიტინგეებს შორის, თუმცა ხელი ვერ შეუშალა კვერცხებისა და ფორთოხლების სროლას მოწინააღმდეგეთა ბანაკების მხრიდან.

კანონპროექტს მხარს პრეზიდენტ კრისტინა ფერნანდესის მემარცხენე-ცენტრისტული მთავრობა უჭერდა, კათოლიკური ეკლესია და სხვა რელიგიური ჯგუფები კი ეწინააღმდეგებოდნენ.

”თითქმის ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ფიგურა მხარს უჭერს ქორწინების თანასწორობას,”- ამბობს მარია რაშიდი, არგენტინის გლტბ ცენტრის პრეზიდენტი. ინეს ფრანკი, ორგანიზაცია არგენტინის ოჯახების წევრი ამბობს, რომ იგი ამ კანონის წინააღმდეგია, რადგან ოჯახის არსი საწინააღმდეგო სქესის წყვილებს შორის ურთიერთობაა.

პრეზიდენტი კრისტინა ფერნანდესი მოხარულია, რომ კონგრესმა დაამტკიცა ერთი სქესის წყვილთა ქორწინების ლეგალიზების კანონპროექტი:  ”დღევანდელი ისტორიული გადაწყვეტილების მიღება აჩვენებს, რომ კათოლიკური არგენტინა, დიქტატორულის ნაცვლად, ნამდვილ დემოკრატიულ ღირებულებებს იზიარებს. ეს არის უმცირესობების უფლებებოს დაცვისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი,”- ამბობს იგი არგენტინული საინფორმაციო სააგენტოს Telam.com-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

 BBC-ის ინფორმაციით, ბოლო წლებში არგენტინაში რამდენიმე გეი ქორწინებაც იყო  დაფიქსირებული. ზოგიერთი მათგანი უმაღლესმა სასამართლომ კანონთან შეუსაბამობის გამო გააუქმა. ბუენოს აირესსა და ზოგიერთ პროვინციაში დაშვებული იყო ერთი სქესის წყვილების ქორწინება, თუმცა აქამდე არ არსებობდა კანონი, რომელიც დაარეგულირებდა ჰომოსექსუალთა ქორწინებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჰომოსექსუალთა ქორწინება ლეგალიზებულია ესპანეთში, ნიდერლანდებში, პორტუგალიაში, ბელგიაში, შვედეთში, ნორვეგიაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, კანადაში, ისლანდიაში.


ქართული ოცნება სინგაპურზე და სინგაპურის დაღმავალი დემოკრატია

საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია მიზანი - საქართველო გახდეს სინგაპურის მსგავსად წარმატებული ქვეყანა, თუმცა, მისი ყურადღების მიღმა ყოველთვის რჩებოდა სინგაპურში ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების კუთხით არსებული სიტუაცია. ამ მხრივ სინგაპური სხვადასხვა რეიტინგებში საქართველოს ათეულობით პუნქტით ჩამორჩება.

მახარაშვილის ადვოკატის თქმით, მოწმემ წინააღმდეგობრივი ჩვენება მისცა

დღეს, 2 მაისს გორის რაიონულ სასამართლოში ”თავისუფალი დემოკრატების” წევრის, გიორგი მახარაშვილის შვილის, ელგუჯა მახარაშვილისა და მისი მეგობრების (აკაკი ელიაშვილისა და ჯაბა ელიაშვილის) მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა.

თამაზაშვილის ადვოკატი სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებაზე მიუთითებს

ბიძინა ივანიშვილმა, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, თამაზ თამაზაშვილს შსს–ში ერთ–ერთი წამყვანი პოსტი შეთავაზა, სასამართლომ კი მას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

წინა | შემდეგი
2012-05-14

ამომრჩევლის მოსყიდვა, თუ უანგარო ქველმოქმედება

რა კავშირი აქვს ”ქართულ ოცნებას” ახალშექმნილ ფონდთან, რომელიც მოსახლეობის გარკვეული ნაწილის დახმარებას 1500-დან 5000 ლარამდე თანხით აპირებს და ცდილობს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ამ ფორმით ამომრჩევლის მოსყიდვას?

2012-05-14

სომხური ეკლესიის გაქურდვის მცდელობა

თბილისში, ავლაბარში მდებარე ეჩმიაძინის სახელობის სომხური ეკლესიის წინამძღვრის, ნარეკ კუშიანის თქმით, ეკლესიის გაქურდვას დღეს, გამთენიისას აპირებდნენ.

2012-05-14

ომბუდსმენი პატიმრის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვს

საქრთველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ ხათუნა კალმახელიძეს, პატიმარი პ.კ. დაუყონებლივ გადაიყვანონ გლდანის #18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, ვინაიდან გლდანის #8 დაწესებულებაში არსებული პირობები არ არის ადეკვატური მისი სათანადო მკურნალობისა და მოვლისათვის.

წინა | შემდეგი