სამართალი

ნანული ვახანიამ შიმშილობა შეწყვიტა

თბილისის ნომერ პირველ (არამიანცის) საავადმყოფოში მოთავსებული ნანული ვახანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ვახანია ევროსაბჭოს მისიის შენობასთან  პატიმარი ძმის გათავისუფლების მოთხოვნით 27 დღე შიმშილობდა.

57 წლის ნანული ვახანია შაბათს ღამის 11-ის ნახევარზე მოიყვანეს და იგი პირველი საავადმყოფოს ტერიტორიაზე მდებარე საპატრიარქოს თერაპიული კლინიკაში მოვათავსეთ, განაცხადა არამიანცის საავადმყოფოს მიმღებმა.

კლინიკის მორიგე თერაპევტი ლალი ოთარაშვილი ამბობს, რომ მკურნალობის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა:

”შემოყვანისას უჩიოდა ზოგად საერთო სისუსტეს, რაც 27 დღიანი შიმშილობით იყო გამოწვეული. დასმული აქვს დიაგნოზი ალიმენტარული გამოფიტვა. თავად აღნიშნავს, რომ მზეზე ყოფნისას შეენიშნებოდა ალერგიული გამონაყარი. ჩაუტარდა გამოკვლევები და მკურნალობა. ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.”

ნანული ვახანიამ, რომელიც თავისი ძმის, ვლადიმერ ვახანიას გათავისუფლების მოთხოვნით, თბილისის ევროსაბჭოს მისიის შენობასთან 27 დღე შიმშილობდა. ამჟამად მან შიმშილობა შეწყვიტა.

”ბოლო ოცი დღე განსაკუთრებით მძიმედ ვიყავი... შაბათს დილიდანვე ცუდად გავხდი. ორგანიზმი წყალსაც არ ღებულობდა და გულისრევა მქონდა. საღამოს ჩემმა ნათესავმა გამოუძახა სასწრაფოს და ღუდუშაურის საავადმყოფოში გადამიყვანეს,”- ამბობს ნანული ვახანია.

ვახანია აცხადებს, რომ ღუდუშაურის საავადმყოფოში დარჩენა არ ისურვა, რადგან მორიგე ექიმმა შეურაცხყოფა მიაყენა:  „მითხრა, რომ წადი სახლში და იქ ჭამეო”.

ამის შემდეგ ის თბილისის პირველ საავადმყოფოში მოათავსეს.

ვახანია შიმშილობის გაგრძელებას აღარ აპირებს. „ ჩემი ძმის გათავისუფლებისთვის ბრძოლას საკასაციო სასამართლოში გავაგრძელებ და სტრასბურგშიც ვიჩივლებ“,  –აცხადებს დაკავებულ ვლადიმერ ვახანიას და.

პროფესიით ექიმი ნანული ვახანია, ამბობს, საავადმყოფოდან გაეწერება და სახლში გააგრძელებს მკურნალობას.

ნანული ვახანიას ძმა, პოლიტიკური პარტია «მთლიანი საქართველოსთვის»  ვლადიმერ ვახანია 2009 წლის მარტში იარაღის უკანონოდ შენახვისა და ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულების ხელშეშლის ბრალდებით დააკავეს.

2009 წლის 11 სექტემბერს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილება ვახანიებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. სააპელაციომ ოთხწლიანი პატიმრობა ექვსი თვით შეუმცირა.

ვლადიმერ ვახანია სასჯელს რუსთავის მე-6 საპყრობილეში იხდის.

იხილეთ ვახტან კომახიძის ფილმი ( სტუდია "რეპორტიორი")  ვლადიმერ ვახანიასთან დაკავშირებით.

კომენტარი

E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

რა შეიძლება გახდეს პერსონალური მონაცემების გაცემის საფუძველი

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნულ კანონში არ არის ნათლად განმარტებული, თუ რის საფუძველზე შეიძლება მოხდეს პერსონალური მონაცემების სენსიტიური ნაწილის (სექსუალური ორიენტაცია, რელიგიური და პოლიტიკური მრწამსი, ჯამრთელობის მდგომარეობა) დამუშავება.

სასამართლო დევნილების გამოსახლებაზე სარჩელს იხილავს

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ტაშკენტის ქუჩიდან გამოსახლებული 16 დევნილი ოჯახის სარჩელის განხილვა დაიწყო.

მანუკიანი საქართველოს წინააღმდეგ

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უახლოეს მომავალში საქართველოს წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქის კიდევ ერთი სარჩელი უნდა განიხილოს. ალექსანდრე მანუკიანი საქართველოს სასტიკი მოპყრობისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევისათვის ედავება.

წინა | შემდეგი
2012-04-26

მერაბიშვილი თვითაღიარებულ ჯაშუშს საქართველოში ეპატიჟება

პარლამენტში სამთავრობო საათზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ მიესალმება, თუკი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ყოფილი წევრი და აქცია – “კოკოითი ფანდარასტის” ხელმძღვანელი ვლადიმერ სანაკოევი საქართველოში დაბრუნდება და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთან ინტეგრაციის პროცესში მიიღებს მონაწილეობას.

2012-04-26

მერაბიშვილი: პოლიციას უფრო მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე - „ნაციონალურ მოძრაობას“

„საზოგადოებაში რომ არსებობდეს განცდა, რომ პოლიცია პოლიტიზებულია, მისი რეიტინგი დაბალი იქნებოდა“, – აღნიშნა მერაბიშვილმა და იქვე დასძინა, რომ საზოგადოებაში პოლიციას უფრო მეტი რეიტინგი აქვს (87 პროცენტი), ვიდრე - „ნაციონალურ მოძრაობას“.

2012-04-26

კალმახელიძე: ქვეყანაში 23 622 მსჯავრდებული და ბრალდებულია

სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის განცხადებით, ქვეყანაში, ზოგადად, დანაშაულმა იკლო, რამაც ხელი შეუწყო იმას, რომ მსჯავრდებულთა რაოდენობა აღარ გაზრდილიყო.

წინა | შემდეგი