სამართალი

თბილისს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები ეწვივნენ

ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები მაიკ იესენი და კასტრიოტ ისლამი თბილისში განთენიისას ჩამოფრინდნენ.

«ჩვენი სტუმრობის მიზანი ევროკავშირის მიერ საქართველოში მიმდინარე  მონიტორინგის გაგრძელებაა. ჩვენ შევისწავლით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ეს შეეხება მთავრობის დეცენტრალიზაციას, სასამართლო სისტემისა და ანტიკორუფციულ რეფორმებს. შევისწავლით, მედიასაშუალებების მდგომარეობას და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს,»- განაცხადა კასტრიოტ ისლამმა.

«ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გავმართავთ ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანზაციების წარმომადგენლებთან. გავეცნობით საქართველოში მიმდინარე რეფორმებს. ვიზიტის ბოლოს შემაჯამებელ პრესკონფერენციას გავმართავთ,»- განაცხადა მაიკ იესენიმ.

ევროსაპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მომხსენებლების ვიზიტი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეაფასეს:

«ძალიან ახლო კომუნიკაცია გვაქვს ევროსაბჭოსთან, ვთანამშრომლობთ ევროსაბჭოს შესაბამის კომიტეტებთან... ჩამოდიან მიმდინარე პროცესებისა და რეფორმების გასაცნობად, მათ ექნებათ ბევრი შეხვედრა, რომლებზეც მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. ეს იქნება არჩევნები და სხვადასხვა რეფორმები, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს, ასევე ვისუბრებთ უსაფრთხოების საკითხებზე“, - ამბობს აკაკი მინაშვილი, პარლამენტის საგარეო ურთოერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.

«მე დარწმუნებული ვარ, რომ მომხსენებელებს ექნებათ სრულყოფილი ინფორმაციამ რაც აისახება ევროსაბჭოს შემდგომ დოკუმენტებში,»-მიაჩნია პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი.

 დღეს მომხსენებელები შეხვდებიან შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილსა და მის მოადგილე ეკა ზღულაძეს, იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილსა და   იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანს.

 ევროპელი დიპლომატები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დაათვალიერებენ.

 დღის მეორე ნახევარში შეხვედრა იგეგმება, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, საელჩოებისა და საერთაშორისო მისიების წარმომადგენელთა ჯგუფთან, მედიის წარმომადგენლებთან და ანტიკორუფციულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

 სამშაბათიდან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები პარლამენტის საგარეო ურთიეთობებისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების წევრებს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ ხათუნა კალმახელიძეს, სახალხო დამცველის მოადგილე ტატა ხუნწარიას, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილსა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდებიან.

 მაიკ იენსენი და კასტრიოტ ისლამი შეხვდებიან საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს დავით მელუას, დეცენტრალიზაციის სახელმწიფო კომისიის წარმომადგენელს დავით ჭიჭინაძეს, ასევე ჩავლენ აზერბაიჯანულ სოფელ ყარაჯალაში და ეთნიკური ოსებით დასახლებულ სოფელ ყიტაანში, სადაც შეხვედრას ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლებთან გამართავენ.

ვიზიტის ბოლო დღეს, 15 ივლისს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები თბილისის მერს გიგი უგულავას, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრს რამაზ ნიკოლაიშვილს, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

მაიკ იენსენი და კასტრიოტ ისლამი საქართველოს 16 ივლისს დატოვებენ.

 

 

კომენტარი

E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

აღასრულა თუ არა გირგვლიანის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილება საქართველომ

გირგვლიანის საქმის ადვოკატი მცდარს უწოდებს იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებას, თითქოს  საქართველომ აღასრულა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით.

2012-03-06 | მაესტრო 

მაკა ასათიანი ევროსასამართლოს მიმართავს

დიმიტრი გაბუნიას თქმით, საქმის ამდენი წლის შემდეგ განახლება “მაკა ასათიანის ბოლოდროინდელ აქტივობას უკავშირდება ტელეკომპანია "მაესტროს" მიმართ. მაკა აფინანსებს ყველაფერს "მაესტროში" - ხელფასებს, ტექნიკური ხარჯს, საოპერატოროს, სამონტაჟოს, შენობა მისი ნაყიდია. თუ მაკა ასათიანი, ასე ვთქვათ, “გათიშეს”, "მაესტრო" ძალიან მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდება”, – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

"ტელერახი 25"-ის ჟურნალისტი: აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა შეურაცხმყო

"ტელეარხი 25"-ის ჟურნალისტი თეონა თურმანიძე ამბობს, რომ აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა ვიდეოკამერა წაართვა და სიტყვიერად შეურაცხყო.

წინა | შემდეგი

მახარაშვილის ადვოკატის თქმით, მოწმემ წინააღმდეგობრივი ჩვენება მისცა

დღეს, 2 მაისს გორის რაიონულ სასამართლოში ”თავისუფალი დემოკრატების” წევრის, გიორგი მახარაშვილის შვილის, ელგუჯა მახარაშვილისა და მისი მეგობრების (აკაკი ელიაშვილისა და ჯაბა ელიაშვილის) მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა.

2012-05-01

რისთვის ავრცელებენ "კანონიერი ქურდებისთვის" საკნებში გადაღებულ ვიდეოებს

ვინ  და რა მიზნით გაავრცელა სოციალური ქსელით ციხის საკნებში ”კანონიერი ქურდებისთვის” ფარულად გადაღებული ვიდეოები? - ამის გარკვევას ”ნეტგაზეთი” შეეცადა.

2012-05-01

სახალხო დამცველის რეკომენდაციები კონტროლის პალატას

სახალხო დამცველი კონტროლის პალატას რეკომენდაციებით მიმართავს.

წინა | შემდეგი