სამართალი
2010-07-08

ცვლილებები ომბუდსმენის შესახებ კანონში

სახალხო დამცველის 2010 წლის პირველი ნახევრის ანგარიშს, რომელიც ომბუდსმენის აპარატმა პარლამენტს მარტში გაუგზავნა, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მომავალ კვირას განიხილავენ. სახალხო დამცველის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტით კი ომბუდსმენი ვალდებული იქნება, პარლამენტს წელიწადში ორი ანგარიშის ნაცვლად ერთი გაუგზავნოს.

ცვლილებების პროექტის ერთ–ერთმა ავტორმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ცვლილებები ომბუდსმენის აპარატთან შეთანხმებულია.

 ”ჯობს ერთი ანგარიში იყოს და საფუძვლიანად მომზადდეს და პარლამენტმაც შეძლოს ანგარიშის საფუძვლიანი განხილვა”-განაცხადა კუბლაშვილმა.

სახალხო დამცველის აპარატის პრესამსახურის წარმომადგენელი ნინო ერემაშვილი ადასტურებს, რომ ისინი მონაწილეობდნენ და თავიანთი შენიშვნები გაუგზავნეს ცვლილებების პროექტის ავტორებს.

”ბოლო ხუთი წლის განამვლობაში ვითხოვდით ცვლილებას, რომ პარლამენტისთვის წელიწადში მხოლოდ ერთხელ წარგვედგინა ერთი სრული ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ”, -ამბობს  ნინო ერემაშვილი.

მისი თქმით, წლიური  ანგარიშის წარდგენა მიღებული პრაქტიკაა ევროპაშიც.

ამასთან,  2009 წლის 16 ივლისიდან  "სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, სახალხო დამცველი ასრულებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმით გათვალისწინებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციებს. ამ ფუნქციების მიხედვით კი, ომბუდსმენმა წელიწადში ორი ანგარიში უნდა მოამზადოს.

”ამიტომ, ოთხი ანგარიშის მომზადებას ძალიან დიდი რესურსი მიაქვს”, -ამბობს ერემაშვილი.

 მისივე ინფორმაციით, ცვლილებების პროექტით იზრდება ომბუდსმენის ოფისის დამოუკიდებლობის ხარისხი საკანონმდებლო დონეზე, რადგან პროექტის მიხედვით, პარლამენტს არა აქვს უფლება, ომბუდსმენის ოფისს იმაზე ნაკლები ბიუჯეტი დაუმტკიცოს, ვიდრე წინა წელს ჰქონდა.

კომენტარი

E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:
2012-05-14

ამომრჩევლის მოსყიდვა, თუ უანგარო ქველმოქმედება

რა კავშირი აქვს ”ქართულ ოცნებას” ახალშექმნილ ფონდთან, რომელიც მოსახლეობის გარკვეული ნაწილის დახმარებას 1500-დან 5000 ლარამდე თანხით აპირებს და ცდილობს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ამ ფორმით ამომრჩევლის მოსყიდვას?

2012-05-14

სომხური ეკლესიის გაქურდვის მცდელობა

თბილისში, ავლაბარში მდებარე ეჩმიაძინის სახელობის სომხური ეკლესიის წინამძღვრის, ნარეკ კუშიანის თქმით, ეკლესიის გაქურდვას დღეს, გამთენიისას აპირებდნენ.

2012-05-14

ომბუდსმენი პატიმრის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვს

საქრთველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ ხათუნა კალმახელიძეს, პატიმარი პ.კ. დაუყონებლივ გადაიყვანონ გლდანის #18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, ვინაიდან გლდანის #8 დაწესებულებაში არსებული პირობები არ არის ადეკვატური მისი სათანადო მკურნალობისა და მოვლისათვის.

წინა | შემდეგი