სამართალი

გადაწყვეტილება საქმეზე ”სახალხო დამცველი პარლამენტის წინააღმდეგ”

ყველა ადამიანს (უცხოელს და მოქალაქეობის არმქონე პირს, მისი ადგილსამყოფელის მიუხედავად), მათ შორის უცხო ქვეყნის იურიდიულ პირს, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში, აქვს უფლება საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს - ესაა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სახალხო დამცველის სარჩელზე.

 ორშაბათს, 28 ივნისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე: „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. დავის საგანი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის ნორმა იყო, რომლის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა არ გააჩნდათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს.

 მოსარჩელის - საქართველოს სახალხო დამცველის აზრით, ასეთი შეზღუდვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით აღიარებულ სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას, რომელიც ამ უფლებას ყველა ადამიანს, მისი მოქალაქეობის მიუხედავად, ანიჭებს. 

 მოპასუხის - საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის აზრით, ამ უფლებით მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები უნდა სარგებლობდნენ. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლების მინიჭებით, მათ საქართველოს კანონმდებლობაზე გავლენის მოხდენა შეეძლებათ. ამავე დროს, მოპასუხის აზრით, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლი საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ანიჭებს.

 სარჩელის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქმე განიხილა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა. სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით მკაფიოდ არის განსაზღვრული ის ძირითადი უფლებები, რომელთა სუბიექტი მხოლოდ საქართველოს მოქალაქე შეიძლება იყოს (მაგალითად, როგორიციაა საარჩევნო უფლება) და ის უფლებები (საკუთრების, მემკვიდრეობის, პირადი ხელშეუხებლობის და სხვა კონსტიტუციური უფლებები), რომელთა სუბიექტი ადამიანია, მისი მოქალაქეობრივი კუთვნილების მიუხედავად.

 ამავე დროს, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის თანახმად, ყველას _ როგორც საქართველოს მოქალაქეს, ისე უცხოელს და მოქალაქეობის არმქონე პირს, უფლება აქვს მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ დაირღვა ან შესაძლოა დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლება.

 საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ვინაიდან სახელმწიფო შეზღუდულია ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით, ხელისუფლების უფლებამოსილება ემსახურება ამ უფლებების კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში სრულად და ადეკვატურად განხორციელებას, შესაბამისად, ხელისუფლების რომელიმე ორგანოს კომპეტენციას ვერ დაავიწროვებს, ვერ შეცვლის ამა თუ იმ უფლების შინაარსს, რადგან ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენციების კონსტიტუციით გაწერის მიზანი ადამიანის კონსტიტუციური უფლებების სრულად დაცვა და უზრუნველყოფაა. ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების განმსაზღვრელი ნორმები, ადამიანის კონსტიტუციური უფლებების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვის უფლების მქონე პირთა წრეს ვერ შეზღუდავს და ვერ შეცვლის სამართლიანი სასამართლოს და ადამიანის სხვა ფუნდამენტური უფლებების ფარგლებს _ წერია საკონსტიტუციო სასამართლოს პრესრელიზში.

 საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. არაკონსტიტუციურად და ძალადაკარგულად გამოცხადდა გასაჩივრებული კანონის ნორმები.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს ამ საჩივრით ყოფილმა სახალხო დამცველმა, სოზარ სუბარმა მიმართა.

კომენტარი

E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

ქართული ოცნება სინგაპურზე და სინგაპურის დაღმავალი დემოკრატია

საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია მიზანი - საქართველო გახდეს სინგაპურის მსგავსად წარმატებული ქვეყანა, თუმცა, მისი ყურადღების მიღმა ყოველთვის რჩებოდა სინგაპურში ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების კუთხით არსებული სიტუაცია. ამ მხრივ სინგაპური სხვადასხვა რეიტინგებში საქართველოს ათეულობით პუნქტით ჩამორჩება.

ომბუდსმენი: გვაეჭვებს, რომ პატიმრები ნაკლებად საუბრობენ ციხეებში პრობლემებზე

საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში დღეს ქუთაისში არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს ადამიანის უფლებების შესახებ წლიური ანგარიშის თაობაზე ესაუბრა, რომლითაც ის ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტის წინაშე წარსდგა.


ყველაზე დახურული სახელმწიფო უწყება

დღეს, 12 აპრილს, თბილისში გამართულ პრეზენტაციაზე ”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” ბოლო ერთი წლის მანძილზე საჯარო უწყებების მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის ანალიზის შედეგები წარმოადგინა. ყველაზე დახურულ უწყებად საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დასახელდა.

წინა | შემდეგი
2012-05-14

ამომრჩევლის მოსყიდვა, თუ უანგარო ქველმოქმედება

რა კავშირი აქვს ”ქართულ ოცნებას” ახალშექმნილ ფონდთან, რომელიც მოსახლეობის გარკვეული ნაწილის დახმარებას 1500-დან 5000 ლარამდე თანხით აპირებს და ცდილობს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ამ ფორმით ამომრჩევლის მოსყიდვას?

2012-05-14

სომხური ეკლესიის გაქურდვის მცდელობა

თბილისში, ავლაბარში მდებარე ეჩმიაძინის სახელობის სომხური ეკლესიის წინამძღვრის, ნარეკ კუშიანის თქმით, ეკლესიის გაქურდვას დღეს, გამთენიისას აპირებდნენ.

2012-05-14

ომბუდსმენი პატიმრის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვს

საქრთველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ ხათუნა კალმახელიძეს, პატიმარი პ.კ. დაუყონებლივ გადაიყვანონ გლდანის #18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, ვინაიდან გლდანის #8 დაწესებულებაში არსებული პირობები არ არის ადეკვატური მისი სათანადო მკურნალობისა და მოვლისათვის.

წინა | შემდეგი