ტექნოლოგიები

სოციალური მედიის დღე საქართველოში

30 მაისს მსოფლიო ”სოციალური მედიის დღეს” აღნიშნავს. სოციალური მედიის 150-მდე მომხმარებელმა ეს დღე საქართველოშიც აღნიშნა. სოციალური მედიის დღე Mashable.com-ის ინიციატივით ეწყობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ვებ-გვერდის მონაცემებით, 30 მაისს სოციალური მედიის დღე 92 ქვეყანაში 11 ათასზე მეტმა ადამიანმა იზეიმა. საქართველოში სოციალური მედიის დღე პირველად ჩატარდა.

შეხვედრა საღამოს 6 საათზე იყო დანიშნული. მთაწმინდის ამფითეატრში შეკრებილმა ადამიანებმა Mashable.com-ის დამფუძნებელ პეტ კაშმორის ვიდეომისალმება მოისმინეს.

მისასალმებელი სიტყვის შემდეგ ექვსმა ბლოგერმა პრეზენტაციები წარადგინა შემდეგ თემებზე:

გოჩა გაბოძე - "ადრეული სოციალური ქსელები"

ლადო ლომიძე - "დაზოგე დრო, გამოიწერე RSS!"

გიორგი გიორგაშვილი - "კორპორატიული ბლოგინგი"

მარი ტალახაძე - "რატომ ტვიტერი?"

საბა ლეკვეიშვილი - "მედია ბანკის პრეზენტაცია"

დავით ჯიშკარიანი - "Social Media ROI"

 

სოციალური მედიის დღის აღნიშვნა 3 საათი გაგრძელდა.

Facebook-ის მოგება 12%–ით შემცირდა

The Financial Times-ის ინფორმაციით, 2012 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, მსოფლიოს უმსხვილესი სოციალური ქსელის Facebook-ის მოგება საგრძნობლად შემცირდა.

forum.ge-ზე გამოქვეყნებულ პოსტზე გამოძიება დაიწყო

თბილისის ფორუმზე გამოქვეყნებული პოსტის გამო "ახალი გაზეთის" მთავარმა რედაქტორმა საგამოძიებო ორგანოებს მიმართა. ბოლო დღეებში ეს მეორე შემთხვევაა, როცა თბილისის ყველაზე პოპულარულ ფორუმს უჩივიან.

წინა | შემდეგი
2012-05-16

სოფლებში კომპიუტერული ცენტრების თანამშრომლების შერჩევა დაიწყო

"კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების" პროექტის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი, რომლითაც შეირჩევიან კომპიუტერული ცენტრების თანამშრომლები.

2012-05-01 | gadget 

ელექტრონული წიგნები Windows 8 ოპერატიული სისტემით

Microsoft–მა 300– მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა ელექტრონული წიგნების მწარმოებელ კომპანია Barnes & Noble-ში - იუწყება  BBC.

წინა | შემდეგი