ახალი ამბები

დღეს ზოგადი უნარების გამოცდას მაგისტრის ხარისხის მსურველები ჩააბარებენ

ერთიანი სამაგისტრო გამოცდები დღეს იწყება.  მაგისტრის ხარისხის მსურველები დღეს, ზოგადი უნარების გამოცდის პირველ ეტაპზე, ანალიტიკურ წერასა და წაკითხულის გააზრებას  ჩააბარებენ. ერთიან  ეროვნულ ბაზაში სულ შვიდი ათასამდე მსურველია დარეგისტრირებული.

ზოგადი უნარების გამოცდას მომავალი მაგისტრანტები ორ ეტაპად გაივლიან. დღეს ისინი ანალიტიკურ წერასა და წაკითხულის გააზრებას ჩააბარებენ, ხოლო ხვალ, გამოცდის მეორე ნაწილში, ლოგიკურ და რაოდენობრივ მსჯელობაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.

საერთო სამაგისტრო გამოცდების მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, დიმიტრი შაშკინიც დააკვირდება, რომელიც 14.00 საათზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ესტუმრება.

ერთიან სამაგისტრო ბაზაში სულ შვიდი ათასამდე მსურველია დარეგისტრირებული.

მაგისტრანტობის ყოველ კანდიდატს უფლება აქვს, მის მიერ მიღებული ქულები სამი წლის განმავლობაში შეინახოს. ქულების შენახვა დასაშვებია მხოლოდ ტესტის ოთხივე ნაწილში ერთად. მაგისტრის ხარისხის მსურველს, რომელიც ქულებს მომავალი წლისათვის შეინახავს, მიმდინარე წლის რეიტინგულ სიაში პროპორციულად იგივე ადგილი მიენიჭება, რომელსაც ის გამოცდების ჩაბარების დროს აიღებს.

ერთიანი სამაგისტრო გამოცდები ტექნიკურ უნივსიტეტში, სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტსა და თ.ს.უ.-ს მაღლივ კორპუსში ჩატარდება. გამოცდა 14.00 საათზე დაიწყება.

კომენტარი

E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

ეროვნული შეფასებები არაქართულენოვან სკოლებშიც დაიწყო

პირველი ეროვნული შეფასება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ქართულენოვან საჯარო სკოლებში 2011 წლის დეკემბერში, მას შემდეგ ჩაატარა, რაც მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა მოსწავლეთა საერთაშორისო კვლევების მეთოდოლოგია უარყოფითად შეაფასა და განაცხადა, რომ დროა, საქართველო შიდა შეფასებებზე გადავიდეს.

ჭორვილას სკოლაში პოლიტიკური ნიშნით შეწყვეტილ ხელშეკრულებაზე საუბრობენ

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილას საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებმა სკოლის შესასვლელთან აქცია გამართეს და დირექტორი ნოდარ გოგატიშვილი სკოლაში არ შეუშვეს.

დღეიდან პირველკლასელთა ონლაინრეგისტრაცია დაიწყო

2 აპრილიდან 17 აპრილამდე პირველკლასელების ინტერნეტრეგისტრაცია იმ სკოლებში იქნება შესაძლებელი, სადაც მათი დედმამიშვილები სწავლობენ, ან მშობლები მუშაობენ. დანარჩენების რეგისტრაცია კი 17 აპრილიდან - 17 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.

წინა | შემდეგი
2012-05-18

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ პატიმარი გააუპატიურეს

დღეს, 18 მაისს, ორგანიზცია ”სოლიდარობა უკანონო პატიმრების” წევრებმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ქსნის №15 დახურული ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პატიმრის წერილი მიღეს, სადაც ის წერს, რომ ის ციხის თანამშრომლებმა ცემეს და შემდეგ რეზინის ხელკეტით გააუპატიურეს.

2012-05-18

შატბერაშვილი: "საქართველოს რკინიგზის" დაპატრონება სააკაშვილის ბიძას სურს

შატბერაშვილი პროგნოზირებს, რომ "საქართველოს რკინიგზას" თემურ ალასანაიას დახმარებით ხელში რუსეთი ჩაიგდებს.

2012-05-18

შსს: სოსო მანჯავიძე გუშინდელი ჩხუბის გამო დააჯარიმეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, შოთა უტიაშვილის ცნობით, წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერი, სოსო მანჯავიძე, გუშინ, 17 მაისს თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია–მსვლელობის მონაწილეებან ჩხუბის გამო დააკავეს და დააჯარიმეს.

წინა | შემდეგი