ახალი ამბები

ახალი ჟურნალებით ახალი სასწავლო წლიდან

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პედაგოგებს სასწავლო ჟურნალების განახლებული ნიმუში წარუდგინა. ჟურნალი ორი ასაკობრივი კატეგორიისთვის შეიქმნება - I-IV და V-XII კლასელებისთვის და მომავალი სასწავლო წლიდან შევა სკოლებში.

დიმიტრი შაშკინის თქმით, ახალი ჟურნალები უფრო სამართლიანი და გასაგები იქნება  მოსწავლეებისთვისა და მათი მშობლებისთვისაც: `პედაგოგებს უფრო მეტი დრო ექნებათ, რომ მოსწავლეების რეალური ცოდნა შეაფასონ და არ დაკარგონ დრო პროცენტების გამოთვლით. იცვლება შეფასების სისტემა, რაც აძლევს პედაგოგს საშუალებას, რომ უკეთ შეაფასოს მოსწავლის ცოდნა.~

ახალი სისტემის მიხედვით, მოსწავლეების ცოდნა სამკომპონენტიანი სისტემით შეფასდება: საკონტროლო წერით, საშინაო დავალებებით და შემაჯამებელი შემოწმებით. სამივე კომპონენტს თანაბარი დატვირთვა ექნება შეფასების დროს.

ყოველი დღის ბოლოს, მოსწავლის მიერ სხვადასხვა საგანში მიღებული ქულები და გაცდენები დაჯამდება. ხოლო ქულების პროცენტულად გამოთვლის საჭიროება მოიხსნება. 

ნანა ჯოჯიშვილი, 32–ე საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი მიიჩნევს, რომ ჟურნალების გამარტივება მისაღებია, თუმცა ჟურნალის ახალ ვარიანტში საგნის თემა არ ფიქსირდება: `ახალ ჟურნალში არ ფიქსირდება, თუ რა თემებს გავდივართ წლის განმავლობაში, რაც გააკონტროლებდა ერთის მხრივ ჩემს მუშაობას - რომელ თემაზე ვართ და როგორ დაძლიეს ესა თუ ის თემა ბავშვებმა. ამიტომ მასწავლებლებს ამისთვის დამატებითი ჟურნალების შექმნა დაგვჭირდება~.

მარინა გოგიშელი, მე-12 სკოლის ქიმიის მასწავლებელი ამბობს, რომ პედაგოგებს ძველი ნიშნების გამოყვანის წესი ბევრ სიძნელეს უქმნიდა: `გამოსაყვანი იყო პროცენტები და ხვედრითი წილები, საბოლოო ჯამში, უაზრო შრომა მასწავლებლისთვის. ახალ ვარიანტში უფრო გაიოლებულია ამ მხრივ მუშაობა. თავიდან იქნება აცილებული ზედმეტი ნიშნების შეტანაც.~

შეხვედრაზე პედაგოგებმა საკუთარი შენიშვნებიც წარმოადგინეს, რასაც განათლების სამინისტრო ჟურნალების საბოლოო სახის შემუშავებისას გაითვალისწინებს.

კომენტარი

E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

ეროვნული შეფასებები არაქართულენოვან სკოლებშიც დაიწყო

პირველი ეროვნული შეფასება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ქართულენოვან საჯარო სკოლებში 2011 წლის დეკემბერში, მას შემდეგ ჩაატარა, რაც მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა მოსწავლეთა საერთაშორისო კვლევების მეთოდოლოგია უარყოფითად შეაფასა და განაცხადა, რომ დროა, საქართველო შიდა შეფასებებზე გადავიდეს.

ჭორვილას სკოლაში პოლიტიკური ნიშნით შეწყვეტილ ხელშეკრულებაზე საუბრობენ

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილას საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებმა სკოლის შესასვლელთან აქცია გამართეს და დირექტორი ნოდარ გოგატიშვილი სკოლაში არ შეუშვეს.

დღეიდან პირველკლასელთა ონლაინრეგისტრაცია დაიწყო

2 აპრილიდან 17 აპრილამდე პირველკლასელების ინტერნეტრეგისტრაცია იმ სკოლებში იქნება შესაძლებელი, სადაც მათი დედმამიშვილები სწავლობენ, ან მშობლები მუშაობენ. დანარჩენების რეგისტრაცია კი 17 აპრილიდან - 17 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.

წინა | შემდეგი
2012-05-18

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ პატიმარი გააუპატიურეს

დღეს, 18 მაისს, ორგანიზცია ”სოლიდარობა უკანონო პატიმრების” წევრებმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ქსნის №15 დახურული ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პატიმრის წერილი მიღეს, სადაც ის წერს, რომ ის ციხის თანამშრომლებმა ცემეს და შემდეგ რეზინის ხელკეტით გააუპატიურეს.

2012-05-18

შატბერაშვილი: "საქართველოს რკინიგზის" დაპატრონება სააკაშვილის ბიძას სურს

შატბერაშვილი პროგნოზირებს, რომ "საქართველოს რკინიგზას" თემურ ალასანაიას დახმარებით ხელში რუსეთი ჩაიგდებს.

2012-05-18

შსს: სოსო მანჯავიძე გუშინდელი ჩხუბის გამო დააჯარიმეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, შოთა უტიაშვილის ცნობით, წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერი, სოსო მანჯავიძე, გუშინ, 17 მაისს თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია–მსვლელობის მონაწილეებან ჩხუბის გამო დააკავეს და დააჯარიმეს.

წინა | შემდეგი