ახალი ამბები

ევროსასამართლოს მითითება საქართველოს ხელისუფლებას

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას ადვოკატ ქეთი ბექაურის განცხადებაზე რეაგირება მოახდინა. ევროსასამართლოს გამოხმაურება საქართველოს ხელისუფლებისა და ცოტნე გამსახურდიას მიმართ რამდენიმე მითითებას მოიცავს.

2010 წლის 26 ივნისს ქეთი ბექაურმა, სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიების შესახებ განაცხადით მიმართა: ”ევროსასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის მიხედვით, მივმართეთ სასამართლოს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ცოტნე გამსახურდიას აღმოუჩინოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მსჯავრდებულის  დამცველებს მასთან შეხვედრის საშუალება მისცეს.”

ევროსასამართლომ განმცხადებელს მითითების ტექსტი 29 ივნისს გამოუგზავნა.

”საქართველოს მთავრობას მიეთითა, რომ მოათავსოს იგი (ცოტნე) სავადმყოფოში გაუარესებული ჯანმრთელობის სარეაბილიტაციოდ, ცოტნეს ადვოკატები შეფერხების გარეშე დაუშვან მსჯავრდებულთან”, - ამბობს ქეთი ბექაური.

ევროსასამართლოს რეგლამენტის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ევროსასამრთლომ საქართველოს მთავრობას 21 ივლისამდე ცოტნე გამსახურდიას სამედიცინო დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვა.  ”დროებითი ღონისძიება არის შესასრულებლად სავალდებულო,”- განმარტა ბექაურმა.

ევროსასამართლომ ცოტნე გამსახურდიასაც მიუთითა, შეწყვიტოს შიმშილობა. ქეთი ბექაური ამბობს, რომ ცოტნე გამსახურდია უკვე სამოცდამეათე დღეა  შიმშლობს.   

ქეთი ბექაურის თქმით, დროებითი ღონისძიებები, ძირითად, საჩივარზეა მიმაგრებული, რომელიც 2010 წლის 4 მაისს სტრასბურგში გაიგზავნა და მინიჭებული აქვს სახელი ”გამსახურდია საქართველოს წინააღმდეგ.”  

ცოტნე გამსახურდიას დამცველები სტრასბურგში ევროკონვენციის მე-5 მუხლის  (უკანონოდ დაკავება) დარღვევას ასაჩივრებენ.

 

კომენტარი

E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

ჯონ ბასი: სამწუხაროდ, ხალხი დაუპირისპირდა მშვიდობიან მსვლელობას

“მშვიდობიანი შეკრება – ხალხთა ჯგუფების შესაძლებლობა, შეიკრიბონ საჯარო ადგილას და გამოხატონ, დააფიქსირონ საკუთარი პოზიციები – დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. ეს არის ასევე უმცირესობების უფლებები, მათ შორის სექსუალური უმცირესობათა წარმომადგენლების", - აღნიშნა სოციალურ ქსელში ჯონ ბასმა.


“იდენტობა”: პატრულმა არ შეასრულა კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილება

პატრულმა არ შეასრულა კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილება და რეაგირება არ მოახდინა მსვლელობის მონაწილეთა მისამართით განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე.

წინა | შემდეგი
2012-05-18

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ პატიმარი გააუპატიურეს

დღეს, 18 მაისს, ორგანიზცია ”სოლიდარობა უკანონო პატიმრების” წევრებმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ქსნის №15 დახურული ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პატიმრის წერილი მიღეს, სადაც ის წერს, რომ ის ციხის თანამშრომლებმა ცემეს და შემდეგ რეზინის ხელკეტით გააუპატიურეს.

2012-05-18

შატბერაშვილი: "საქართველოს რკინიგზის" დაპატრონება სააკაშვილის ბიძას სურს

შატბერაშვილი პროგნოზირებს, რომ "საქართველოს რკინიგზას" თემურ ალასანაიას დახმარებით ხელში რუსეთი ჩაიგდებს.

2012-05-18

შსს: სოსო მანჯავიძე გუშინდელი ჩხუბის გამო დააჯარიმეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, შოთა უტიაშვილის ცნობით, წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერი, სოსო მანჯავიძე, გუშინ, 17 მაისს თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია–მსვლელობის მონაწილეებან ჩხუბის გამო დააკავეს და დააჯარიმეს.

წინა | შემდეგი