საზოგადოება
2010-06-30

მუსლიმანების პროტესტი

გასულ კვირას დაბა ხულოში, საკრებულოს შენობის წინ, ასეულობით მუსლიმანმა საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ხელისუფლებას მათი რელიგიური უფლებების ხელყოფაში ადანაშაულებენ. ხელვაჩაურის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ კერძო მესაკუთრეებს ის შენობები ჩამოართვა, რომლებიც საქველმოქმედო ფონდ ”მადლი 2005”-ს ჰქონდა ნაქირავები. ”მადლი 2005”-ს აჭარაში ოთხი სკოლა ჰქონდა გახსნილი, სადაც მსურველებს მუსლიმანურ რელიგიას ასწავლიდნენ.

საპროტესტო აქცია 


ხულოს გამგებლის ლევან აბაშიძის ინფორმაციით, აქციაზე 150 ადამიანი იმყოფებოდა. აქციის მონაწილეები კი ირწმუნებიან, რომ ხულოს ცენტრში პროტესტი 33 სოფლიდან ორი ათასამდე ადამიანმა გამოხატა. აქციის მონაწილეები მუსლიმანი და ქრისტიანი ქართველების მშვიდობიან თანაცხოვრებაზე საუბრობდნენ და ხელისუფლების წარმომადგენლებს სთხოვდნენ, რომ შეწყვიტონ მათი რელიგიური ნიშნით შეზღუდვა.

საქმე იმაშია, რომ ხულოს მკვიდრ ჯუმბერ კახაძეს ხელვაჩაურის სასამართლომ საკუთარი სახლი ჩამოართვა (ეს სახლი მან 2003 წელს იყიდა). სასამართლო პროცესებისა და, შესაბამისად, საკუთარი ქონების ჩამორთმევის შესახებ ჯუმბერ კახაძე ინფორმირებული არ იყო.

ჯუმბერ კახაძე: `გამგებელმა, ლევან აბაშიძემ ერთი კვირის წინ მითხრა, რომ სახლი უნდა დამეცალა, თორემ პოლიციის ძალით დამაცლევინებდნენ. სახლი `მადლ 2005~-ს 2005 წელს მივაქირავე. იმ სახლში ფონდმა საქველმოქმედო სკოლა გახსნა, სადაც ახლა 52 ბავშვი ცხოვრობს და სწავლობს~.

ჯუმბერ კახაძეს ინფორმაციით, მათ გამგებელმა, ლევან აბაშიძემ უთხრა, რომ მისი სახლი, სადაც ახლა მუსლიმანური სასწავლებელია, საქართველოს საპატრიარქოს უნდა გადაეცეს. გამგებელი ამ ინფორმაციას უარყოფს.

ჯუმბერ კახაძე, რომელიც სოფელ ბეღლეთში ცხოვრობს, ფიქრობს, რომ ეს ფაქტი როგორც მისი, ისე მუსლიმანთა უფლებების შელახვაა და ხელისუფლება ”ერთეულებს ებრძვის”. ჯუმბერ კახაძე საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოში აპირებს, ”სტრასბურგამდე ჩავალ”, - ამბობს ის ”ბათუმელებთან”.

აქციის მონაწილეებმა მუსლიმანთა უფლებების დაცვა, კერძო სახლებისა და მიწის ნაკვეთის მესაკუთრისთვის უკან დაბრუნება ხელისუფლების წარმომადგენლებს სთხოვეს.

ლევან აბაშიძე ხელისუფლების პოზიციას ”ბათუმელებთან” ასე აყალიბებს:

`მადლი 2005~-ს ჰქონდა ფინანსური დარღვევა. ადამიანებმა აქცია იმიტომ მოაწყვეს, რომ, მათი აზრით, ქონება უკანონოდ ჩამოართვეს. სინამდვილეში ეს კანონიერია, რადგან ასე დაადგინა სასამართლომ. დაპირებით არავის არაფერს დავპირებივართ. არავითარ ზეწოლას არავისზე არ ვახდენთ. აქციის გამართვის უფლება აქვთ და შეუძლიათ კიდევ გამართონ~. ზეწოლისა და მოქალაქეთა დაშინებაზე `ბათუმელებთან~ აქციის მონაწილეებმა ისაუბრეს.

აქციის მონაწილე რამაზ კაკალაძე ამბობს, რომ კიდევ ერთი საპროტესტო აქცია დაბა ხულოს ცენტრში პარასკევს იგეგმება. მათი მთავარი მოთხოვნა საკუთრების დაბრუნება და ფონდის შენარჩუნება იქნება.

აქციის მონაწილეები ირწმუნებიან, რომ საქველმოქმედო ფონდი `მადლი 2005~ სოციალურად დაუცველი ბავშვების დასახმარებლად ჩამოყალიბდა, რომელსაც ფილიალები ხულოში, ქედაში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში ჰქონდა. ყველა ფილიალი კერძო პირისაგან ნაქირავებ სახლში იყო განთავსებული. რამაზ კაკალაძის ინფორმაციით, `მადლი 2005-ში~ სკოლის 250 მოსწავლე და სტუდენტი სასულიერო განათლებას იღებდა.

”ბათუმელებმა” ამ ფაქტის შეფასება აჭარის ყოფილ მუფთს და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის რელიგიურ საკითხებში ამჟამინდელ მრჩეველს სთხოვა. ბექირ (ბეჟან) ბოლქვაძემ კომენტარზე უარი განაცხადა და მოქმედ მუფტთან გადაგვამისამართა.

ხულოში გამართული აქციის შეფასება ”ბათუმელებთან” არც აჭარის მოქმედმა მუფტმა, ქემალ ცეცხლაძემ ისურვა.

 

სამართლებრივი მხარე

საქველმოქმედო ფონდ `მადლი 2005~-ის მიერ იჯარით აღებული საცხოვრებელი სახლები საგადასახადო ინსპექციამ 2007 წელს დააყადაღა. შემდეგ ინსპექციამ სასამართლოს მიმართა და მოითხოვა, დაედგინა იჯარით გაცემული სახლების მეპატრონეებისა და საქველმოქმედო ფონდ ”მადლი 2005”-ის ცრუმაგიერობა (ცრუმაგიერი მფლობელობა, ანუ თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის ან სხვა ვალდებული პირის განსხვავება სხვა პირისაგან იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი გამოყენებულია გადასახადებისაგან თავის ასარიდებლად, აღნიშნული პირები წარმოადგენენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებს).

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოდან გამოთხოვილი ოფიციალური ინფორმაციით ირკვევა, რომ საქველმოქმედო ფონდ ”მადლი 2005-ის” დირექტორი შოთა გაბაიძე გადასახადებისთვის თავის არიდების გამო დააპატიმრეს. აჭარის პროკურატურის პროკურორის გელა კუჭაშვილის ინიციატივით, მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

საპროცესო შეთანხმების პირობები ასეთი იყო: პატიმარი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, სანაცვლოდ იგი დააჯარიმეს ხუთი ათასი ლარით, ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა იჯარით აღებული ქონება. ეს შეთანხმება შედგა სახელმწიფოსა და გაბაიძეს, როგორც საქველმოქმედო ფონდის გამგეობის თავმჯდომარეს, შორის.

ქონება - ოთხი ორსართულიანი სახლი ინვენტარით, რომელიც სახელმწიფომ მიისაკუთრა, სასამართლო პროცესების დროს საჯარო რეესტრში კერძო პირებზე იყო რეგისტრირებული. თუმცა პროკურატურა მიიჩნევდა და მოსამართლემ გამოძიების ვერსია დაადასტურა, რომ სახლები, რომლებიც ოფიციალურად ”მადლი 2005”-ს ნაქირავები ჰქონდა, ამ ფონდის იყო, ანუ ფონდი კერძო პირების ცრუმაგიერია. სწორედ ამ მოტივით ჩამოართვა მოსამართლემ ქონება კერძო მესაკუთრეებს.

”სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმება დამტკიცებული უნდა იქნეს. მასში მითითებული სასჯელი სამართლიანია”, -წერია განაჩენში. ხელს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი აწერს.

”მადლი 2005”-ის ადვოკატი ლევან მამულაძე ”ბათუმელებთან” ამბობს, რომ მას სასამართლომ არ მიაწოდა განაჩენი, რის საფუძველზეც კერძო პირებს ქონება ჩამოართვეს: ”ამ გარიგების უფლება ფონდის დირექტორს არ ჰქონდა.  თვითონ რომ ყოფილიყო ამ შეთანხმების მომხრე, მოსამართლეს არ უნდა დაემტკიცებინა საპროცესო შეთანხმება ამ ფორმით, რადგან ეს უკანონობაა. ფონდი ”მადლი” შვიდ ადამიანს აქვს დაფუძნებული. ფონდი კოლეგიური ორგანოა. გაბაიძე გამგეობის ერთ-ერთი წევრია. ეს ქონება ამ ფონდის რომც ყოფილიყო, მას ამ ქონების გასხვისების უფლება, სხვა წევრების თანხმობის გარეშე, არ ჰქონდა. თუმცა ეს ქონება ნამდვილად არ ყოფილა ”მადლი 2005”-ის. ის კერძო პირების საკუთრებაა”.

 

საჯარო რეესტრის მონაცემები

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონული წიგნის მონაცემების მიხედვით, ხელვაჩაურის სასამართლოს მიერ ჩამორთმეული ქონების მესაკუთრეებად მიმდინარე წლის დასაწყისში სხვადასხვა ფიზიკური პირები არიან რეგისტრირებულნი.

საჯარო რეესტრის 2010 წლის 29 იანვრის ამონაწერის მიხედვით, სოფელ ანგისაში ჩამორთმეული უძრავი ქონების (1500 კვ/მ მიწის ნაკვეთი) მესაკუთრეები ზურაბ ბოლქვაძე, ქემალ აბულაძე და შოთა გაბაიძე არიან (”მადლი 2005”-ის გამგეობის წევრები).

საჯარო რეესტრის ასევე 2010 წლის 29 იანვრის ამონაწერის მიხედვით, სოფელ ანგისაში ჩამორთმეული უძრავი ქონების (1000 კვ/მ მიწის ნაკვეთი) მესაკუთრეა ზია იაკობაძეა (ასევე ”მადლი 2005”-ის გამგეობის წევრი).

ხულოში ჩამორთმეულ ქონებასთან დაკავშირებით (მისამართი: დაბა ხულო, თამარ მეფის ქუჩა #2), საჯარო რეესტრმა, მიმდინარე წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით (#882010487430-03) დაადასტურა, რომ ”აღნიშნულ მისამართზე უძრავი ქონება რეგისტრირებულია ჯუმბერ კახაძის სახელზე. ქონება 10-წლიანი იჯარით გაცემულია ”მადლი 2005”-ის სახელზე (თავმჯდომარე შ. გაბაიძე)”. ამის საფუძველზე საჯარო რეესტრმა უარი თქვა სარეგისტრაციო წარმოებაზე.

დაბა ხულოში, თამარ მეფის ქ. #2-ში მდებარე უძრავი ნივთის იძულებით აღსრულებასა და ამონაწერს საჯარო რეესტრიდან კი აჭარის სააღსრულებლო ბიურო ითხოვდა. საჯარო რეესტრმა რეგისტრაციაზე უარი თქვა და ამ მისამართზე ამონაწერი არ გასცა.

მიუხედავად ზემოთქმულისა, 2010 წლის 10 ივნისს, საჯარო რეესტრმა დაბა ხულოში, მისამართზე -  თამარ მეფის ქუჩა #2 ამონაწერი მაინც გასცა. ამ ამონაწერის მიხედვით კი, აღნიშნულ მისამართზე მდებარე ქონების მესაკუთრე ჯუმბერ კახაძის ნაცვლად ამჯერად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა. უფლების დამადასტურებელ მთავარ იურიდიულ დოკუმენტად კი საჯარო რეესტრის მიერ მითითებულია ”საქართველოს მთავრობის 24.04.2010 წლის დადგენილება #495”.

მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობას #495 დადგენილება, როგორც რეესტრის ამონაწერშია მითითებული, არ მიუღია. მთავრობას მიმდინარე  წლის 18 ივნისის ჩათვლით მხოლოდ 165 დადგენილება აქვს მიღებული. დაბა ხულოში, თამარ მეფის ქ. #2-ში მდებარე 277,46 კვ/მ ფართობის შენობა-ნაგებობა და 1189 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთი კი, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში მთავრობის არა დადგენილებით, არამედ განკარგულებით გადაეცა.

კომენტარი

სათაური:
mevar
ვისგან:
შიგთავსი:
koba me var awarelı da saıdan ıcı rom awara cecxlıta da maxvılıt gaamuslımes gaaqvs amıs ınfo? gtxooovt dadot sadme an machvenet sadme tua zalıan madlobelı geyolebı rom zalıan bnelı var am saqmıs da daxmarebas gtxov shenı gacıskrovneba gvaklda awarlebs ... shenı azrıs uflebas rom ıcav gaavrcelo eg azrebı dezınfos rom moıcavs da debılızmıs metı arafers moıcavs amas mec unda davetanxmooo? vın vıs shealıa sulı da vın vıstan ıbrzoda zalıan kargad vıcıt madloba nu gamoıdeb tavs da warsulıs tu ar gjera me shenı sul ar mjera da nu ecdebı rom davıjerot ... shenı azrı chven ar mogvwons madloba dıdı kargad ıyavı gaagrzele shenı gza nu mıed moedebı zmurad ra rac ar ıcı cxvırı ar chayo ok.
სათაური:
kolkhida
ვისგან:
შიგთავსი:
მოვითხოვთ ლაზურ--მეგრულ და სვანურ ენებს მიენიჭოს რეგიონალური ენის სტატუსი!
სათაური:
კობა
ვისგან:
შიგთავსი:
Paco: "იცით რა მდგომარეობაში ამყოფებენ მუსლიმებს ევროპასა და ამერიკაში? აღარაფერს ვამვბობ ქართული ეკლესიის მიერ "ცეცხლითა და მახვილით" მონათლულ აჭარაზე." ----- საიდან მოგაქვს, რომ ამერიკაში და ევროპაში (განსაკუთრებით ამერიკაში) მუსუმლანებს ვინმე ჩაგრავს? მე ჯერ არ მინახავს ამერიკაში დაჩაგრული მუსულმანი. მსგავსი რელიგიური თავისუფლება არსად არის მსოფლიოში. ასეთი პროპაგანდული დეზიფორმაცია საიდან მოგაქვს? რაც შეეხება ""ცეცხლითა და მახვილით" მონათლულ აჭარას:" როგორ ფიქრობ, ისლამის გავრცელება როგორ მოხდა აჭარაში? შაქარლამის ჩამორიგებითა და თავზე ხელის გადასმით?
სათაური:
კობა
ვისგან:
შიგთავსი:
amr: "დავით აღმაშენებელზე დიდი და ჭკვიანი მეპე მითხარით აბა?! შოთა რუსთაველზე ბრძენი პოეტი მითხარით აბა?! ილია ჭაჭავაძე, ერის მამად წოდებული, მასზე დიდი მოღვაწე მითხარით აბა?! ეს ხალხი თუ ისლამს პატივს სცემენ თქვენ ვინ მიგდ.........!!!" ------ არც პირველი ყოფილა მუსულმანი, არც მეორე და არც მესამე. სამივე თავგამოდებული მართმადიდებელი ქრისტიანი იყო. დავით აღმაშენებელმა მთელი ცხოვრება მუსულმანებთან ბრძოლას შეალია. მე ჩემი აზრი გამოვხატე. მიმაჩნია, რომ ისლამი მონოთეისტური რელიგიებიდან ყველაზე არაპროგრესული რელიგია, თუ გინდა იგივე ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით. დავით აღმაშენებლის მიერ ისლამის პატივისცემა გამოიხატებოდა იმაში, თბილისის აღების შემდგომ ქალაქის მუსულმან მოსახლეობას სჯულის შენარჩუნების უფლება დაუტოვა. და საერთოდ, არ არის აუცილებელი ყველაფერში ვეთანხმებოდეთ აღმაშენებელს, რუსთაველს და ილიას. საკუთარი აზრი გამაჩნია და ამ აზრის გამოხატვის კონსტიტუციური უფლება მაქვს. თუ არ მოგწონს ის, რომ შენს თანამემამულეს ამის უფლება გააჩნია, გადადი საცხოვრებლად საუდის არაბეთში, სადაც ისლამის კრიტიკა ისჯება სიკვდილით. ----------- "რომ არა ისლამი დღეს თქვენი საყვარელი პრეზიდენტი ევროპისკენ კიარ წავიდოდა."---------- ეს რას უნდა ნიშნავდეს? ანდა, რა იცი, რომ საყვარელი პრეზიდენტია? არავის მუსულმანობის წინააღმდეგი ვარ, რაც გინდა, ის იწამე. ეს შენი უფლებაა. ვიდეო კლიპში ნაჩვენებ მიტინგზე გამომსვლელის განცხადებაზე ჩემი აზრი გამოვხატე. არ ვეთანხმები, რომ ისლამი მშვიდობისმოყვარე რელიგიაა. ეს არის ჩემი აზრი. შენ და სხვები თუ ამას შეურაცხყოფად აღიქვამთ, ეს არის თქვენი პრობლემა. და მუქარას დაანებე! --- "...სიკეთით არ დასრულდება ეს ყველაფერი იცოდეთ!" ----
სათაური:
mevar
ვისგან:
შიგთავსი:
koba kargad minda gaigo es yvelaferi da ara marto zogi frazebi da me vartu sxva amas kargad unda aanalizebde provokatorobashi /// meki nu madanashauleb tavadtavi chastvale provokatorad tu ara shen am saqmis mketebeli tavad nurcaxsenebt am sityvas daes sityva ise nu ginda ubraloebit moisrolo da yovel sityvas mieci tavad zala rom gavigot tavadtqveni gulis mxurvaleba da gulis tkivili sheni//// ok. xo gasagebia yvelaferi... GAUMARJOS SAQARTVELOS DA MARTLMORWMUNE MUSLIMEBS AMASHI GAQVT PRETENZIA XALXO?
სათაური:
amr
ვისგან:
შიგთავსი:
სალამი ყველას ვისაც საქართველო უყვარს. გიყურებთ და ვტკბები თქვენი, ზოგიერთების უვიცობით. რომ არა ისლამი დღეს თქვენი საყვარელი პრეზიდენტი ევროპისკენ კიარ წავიდოდა. წიგნები წაიკითხეთ ისტორიას გადახედეთ კარგად გააანალიზეთ და კომენტარი ისე გააკეთეთ. დავით აღმაშენებელზე დიდი და ჭკვიანი მეპე მითხარით აბა?! შოთა რუსთაველზე ბრძენი პოეტი მითხარით აბა?! ილია ჭაჭავაძე, ერის მამად წოდებული, მასზე დიდი მოღვაწე მითხარით აბა?! ეს ხალხი თუ ისლამს პატივს სცემენ თქვენ ვინ მიგდ.........!!! ისედაც გაწამებულ ხალხს მთლად ნუ გადარევთ , სიკეთით არ დასრულდება ეს ყველაფერი იცოდეთ!
სათაური:
კობა
ვისგან:
შიგთავსი:
"rac Seexeba am aWarlebıs lanZRva gınebas netavı es sxva kutxıs qarTvelebı rodıs apıreben Tavıs danebebas da enıs damoklebas?" ვინ აგინებს და ლანძღავს აჭარლებს? არავის მიუყენებია აჭარლებისთვის შეურაცხყოფა. თავი დაანებეთ პროვოკაციას.
სათაური:
mevar
ვისგან:
შიგთავსი:
ar vici ras saubroben es adamıanebı vınc aq komentarebı datova da ras fıqroben kıdec mosakıTxıa da rac me gavıge mında aq davafıqsıro. me pıradda rogorc muslımı qarTvelı kacı arasodes mıgrZvnıa Tavı Seuracyofılad Tu ratom var muslımı. arc ımaze mıgrZvnıa Tavı, rom Cemı wınaparı qrıstıanı ıyo da me mıs Zvlebs da sulsa da xorcs vawuxeb... es ufro dıadı allahıs saqmea da me mıs saqmıanobaSı arc Semwevs Zala rom Caverıo. rac Seexeba am aWarlebıs lanZRva gınebas netavı es sxva kutxıs qarTvelebı rodıs apıreben Tavıs danebebas da enıs damoklebas? Tu Cven nTvıT vagrZnobınoT rom nametanı grZelı ena aqvT? Jer ertı rom urTıerT azrTa patıvıscema ar arsebobs, mere meored kultura da urTıerT gageba ar arsebobs gamodıxarT da Tavı arıstoteled mogaqvT vına xarT da ras warmoadgenT, rom Cems sulSı ase advılad mafurTxebT... ratom akeTebT amas? Cemı rwmena maqvs da mında vıwamo Cemo qarTvelo Zmebo da amaze nuravın Semedaveba muslımebma romelıme erısa Tu ımperııs jarebma omıT saqarTvelos rame dauSaves es ıslams nu mıewereba da arc sxvaTa Sorıs qrıstıanebs ar uyrıaT ıavardebı omSı... es kargad gaıgeT da Tavı cota moTokılad gqonodeT roca muslıms da ıslams an qrıstıans da qrıstıanobas axsenebt es allahıs rwmenaa da ara gaqvT amıs ufleba... da mere Tavı mogeWreba Tu yurı tırıls azrı agar eqneba ... darwmunebulı var kargad gaıgeT da me mımaCnıa rom: yvelaferis kritika da uaryofa-- ngrevis aqciaa. Tu adamians rame ar moswons, amis gamosworebas unda Seecados. yoveli mcdeloba ramis damxobis - mxolod ngrevis dasawyisia. mxolod SemoqmedebiTi Sroma gamoiRebs karg nayofs. gamoxatuli brazi da risxva iseTi saSiSi ar aris, ramdenadac dafaruli risxva da SeniRbuli mtroba. megobari SeiZleba mkacri iyos, magram arasdros mogatyuebs da yovelTvis mfarvel angelozad darCeba. maSin roca mters SeuZlia Tavisi moCvenebiTi sirbiliT maxe dagigos da Tavisi sisastike obobasaviT mxoloda maSin gamoavlinos, roca ukve mis badeSi iqnebi gabmuli meubnebian: esa da es adamiani haerSi arsebuli tenianobisadmic ki mgrZnobiareao (anu yvelaferSi eWvi Seaqvs). dae, aseT adamianis Cemi suli Seewiros, magram ra unda vTqva iseT adamianze, romelic wvimaSic ki mSrali darCeba?! unda icode Seni Tanamosaubris yoveli sityvis dafaseba. da maSinve ar uaryo azri, romelic Sens azrs ar emTxveva. unda SegeZlos imis daSveba, rom am Seusabamobas Tavisi safuZveli aqvs da bolomde mousmino mosaubres. gamocdileba gonebis maswavlebelia da azri damrigebeli.
სათაური:
ucnobi
ვისგან:
შიგთავსი:
batono koba arabeti da pakistani sul muslimanebi arian ra shedarebaa eg exla awarashi ki umciresoba magram mainc ari xalxi visac islami swams da pativi unda sce umciresobas. shen piraduls nu urev jer magis garcheva iswavle da komentarebi mere gaakete. meored me tviton muslimani var da aravis maxvilis shishit rwmena ar mimigia arc chems babuas da chemamde tu chemma winaparma rogor miigo es rwmena es ukve misi problema iyo mara me erti vici dgesdgeobit mec da bevri chemnairic tavisi nebit gebulobs rwmenas ase rom bevrs nu ybedob da nu ilanzgebi shen rac gwams is iwame da sxvis rwmenas nu exebi albat iyo ragaca rom xalxi protestit gamovida da eg tqveni da tqvennairebis gansasjeli ar aris
სათაური:
მე
ვისგან:
შიგთავსი:
ყველაფერი წარმომედგინა მაგრამ ნაძარცვ ქონებას თუ საპატრიარქოს ჩუქნიდნენ მაგას ვერ წარმოვიდგენდი.
სათაური:
კობა
ვისგან:
შიგთავსი:
ალექსანდრე: კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქართული მართმადიდებლური ორგანიზაციების რადიკალიზმს გამართლება არ მოეძებნება და მათი დაცვას არ ვაპირებ. მართმადიდებლობის სახელით სხვა რალიგიური თუ სექსუალური ორიენტაციის უმცირესობების დარბევა-შევიწროება დასაგმობია და ამაზე არავინ კამათობს. ვიღაცა ნაძირალა თავის მოძღვრისგან სახულიგნოდ კურთხევას იღებს და ამ ფაქტით გსურს თანამედროვე ისლამის ინსტიტუციონალური ექსტრემიზმი გაამართლო/ახსნა? "ისლამი ისევე როგორც მართლმადიდებლობა მშვიდობიანი რელიგიაა." ეს წინადადება სასაცილოა. ბოლოს როდის ნახე, რომ მართმადიდებლურ ქვეყანაში ქმრის ღალატი ჩაქოლვით დასჯილიყოს, ჯიბის ქურდობისთვის ხელები მოეჭრათ, ანდა რჯულის შეცვლას ჩამოხრჩობა მოჰყოლოდეს? აბა, კარგი ბიჭი ხარ და გაბედე პაკისტანში, იორდანიაში, საუდის არაბეთში, ასე შემდეგ, გამოდი მიტინგზე და ილაპარაკე ქრისტიანულ რწმენის დადებით მხარეზე და იქადაგე მიკროფონით მართმადიდბლობა. (ამ ვიდეო კლიპში რასაც აკეთებენ გამომსვლელები.) და საერთოდ, დეფაქტო ათეისტს არ დამაწყებინეს მართმადიდებლობის მედროშეობა.
სათაური:
adamıanı
ვისგან:
შიგთავსი:
gunesı balcıkla sıvayamazsınız
სათაური:
ლიკა
ვისგან:
შიგთავსი:
ყველას მოგესალმებით.ალბათ შესაძლებელია ეს პრობლემა კომპეტენტურმა ორგანოებმა და ადამიანებმა გადაწყვიტონ.ისედაც ყველაფერი არეულია ჩვენს ქვეყანაში და რელიგიური დაპირისპირება ნამდვილად არ გვჭირდება.მე მართლმადიდებებლი ვარ მოძღვარიც მყავს,მაგრამ ვფიქრობ ადამიანებმა ერთმანეთის აზრების პატივისცემა უნდა ვისწალოთ,მითუმეტეს ისეთ პატარა ქვეყანას,როგორიც საქართველოა ეს ნამდვილად ჭირდება.ნუ მივცემთ ვინმეს იმის საშუალებას,რომ ჩვენი რწმენა დაძაბულობის გამომწვევი იარაღი გახდეს . საქართველოს ეს არ ჭირდება!!!
სათაური:
ალექსანდრე
ვისგან:
შიგთავსი:
რა გჭირთ ხალხო, თქვენი კომენტარები მმკ-ს აქტიცისტთა განცხადებებს წააგავს. კობა ეტყობა მაინცდამაინც არ ხარ ჩახედული რელიგიაში და იმიტომ უწოდებ ისლამის დოგმებს ბარბაროსულს. იმაზე მეტი ბარბაროსოსბა რა გინდა რასაც ჩვენ ვაკეთებს. მართლმადიდებელი ვარ მაგრამ პირველი ვეწინააღმდეგები ბრმა ფანატიზმს (ნებისმიერ რელიგიაში). ის არ არის ბარბაროსობა, ზოგიერთი ვაიმართლმადიდებელი რო ურეკავს მოძღვარს და სთხოვს "მამაო კურთხევა მოგვეცი პიდარასტები უნდა ვცემოთო"? ცუდ რაღაცას კი ვწერ, მაგრამ ჩემი თვალით შევესწარი ამ ფაქტს. მართლმადიდებლური ექტრემიზმი ნაკლებად მწვავე პრობლემა გგონიათ? ისღა გვაკლია თეოკრატიული რეჟიმი დავამყაროთ საქართველოში. ისლამი ისევე როგორც მართლმადიდებლობა მშვიდობიანი რელიგიაა. უბრალოდ ზოგიერთები ახდენენ რელიგიის თავისებულ ინტერპრეტირებას, რაც იწვევს იმას, რომ გარედან ყველაფერი პირიქით ჩანს.
სათაური:
Paco
ვისგან:
შიგთავსი:
კობა ისლამის აპოლოგეტობა სად ნახეთ? ან ვინ შეადარა მართლმადიდებლური ექსტრემიზმი ისლამისტურს? მე აღვნიშნე, რომ თუ ასე გაგრძელდა მალე მართლმადიდებლობასაც იგივე იარლიყი მიეწებება. ნუ ეს თუ არა "მხოხავების" იარლიყი მავანთა მჭერმეტყველების დამსახურებით უკვე მიეკერა. რამდენად სასიამოვნოა ეს რიგითი მორწმუნისათვის? იცით რა მდგომარეობაში ამყოფებენ მუსლიმებს ევროპასა და ამერიკაში? აღარაფერს ვამვბობ ქართული ეკლესიის მიერ "ცეცხლითა და მახვილით" მონათლულ აჭარაზე. მართლაც რატომ გადაგყავთ ნაციონალიზმი რელიგიურ ჭრილში? ეს ხომ ისლამის დამახასიათებელია. ქრისტიანობა კი ყოველთვის ზეეთნიკური რელიგია იყო. ქრსიტიანობაზე კოსმოპოლიტური რელიგია და ასეთი მასშტაბის ალბათ არც არსებობს. მაშ რა შუაშია აქ ეროვნულობა. მე მგონია, რომ ნამდვილი ქართული ღვთაებები გაც და გაიმ იყვნენ.
სათაური:
ucnobi
ვისგან:
შიგთავსი:
batono davit xom ar ajobebda shens enaze gelaparaka qartveli tavdadebuli ar xar))))))))))da meoret ar gaqvt ufleba rwmenas sheuracyopa miayenot shen kia ara bevri shennairebi islams rames ver daakleben da tyuila nu irjebi eg rwmena gmertis movlinebulia da mfarvelic tviton aris ase rom shennairi uvicebi rames ver daakleben
სათაური:
david chkhartishvili
ვისგან:
შიგთავსი:
Опираясь на эти знания, мусульмане смогут парировать заявления о том, что ислам – нечто чуждое Европе. Однако их не следует использовать как повод для гордости славным прошлым, чтобы компенсировать сегодняшний комплекс неполноценности. http://islam.com.ua/articles/meet_islam/history/571/
სათაური:
ucnobi
ვისგან:
შიგთავსი:
vai tqven martla uvicebo istoria icit kargad qartvelobaze rom tavs debt ra iyo jvarosnuli lashqrobebi ra terorze laparakobt. qveynebi mati politikuri saqmeebisatvis yoveltvis religiebit sargebloben da chirqs scxeben ama tu im religiebs roca ragaceebs wert sxva agmsareblobis mimdevrebze kargad daqikrdit es religiaa da ara tqvennairi uvicebis gansasjeli. is vinc namdvilad morwmunea ar maqvs saubari arc ert religiaze da yvelaferi gaegeba religiis mimart aset komentars ar gaaketebs. rogor sheizleba rwmenas terorizmi uwodo roca amas yvela religia krzalavs zalian gtxovt safuzvlianad sheiswavlet sakitxebi da komentarebi mere gaaketet. mag martlmadideblobit dakarget afxazeti oseti da kide ramdeni da tu ase gaagrzelebt uazro ybedobas mtlianad gaanadgurebt saqartvelos. vitomda patriotebo. uvicebis gasarchevi namdvilad ar aris islamis gansja da vigac nucas misamartit axalgazrda xar da raebs laparakob jer saqartvelos istoria safuzvlianad sheiswavle shvilo da komentari mere gaakete.shen tu namdvilad morwmune xar da namdvili martlmadidebeli ar shegefereba eg frazebi.
სათაური:
თემურ გორგაძე
ვისგან:
შიგთავსი:
მოგესალმებით ყველას.. ყველა კომენტარი წავიკითხე და შემექმნა შთაბეჭდილება, რომ იმარ არაავინ კამათოს აქ რაც ხდება.. არმედ კამათი მიდის იმაზე, თუ ისლამი ძალადობაა თუ არა? ზოგი კი სულაც რწმენას და ეროვნებას იდენტურად მიიჩნევს რაც უბრალოდ მარაზმია.. საუბარია, იმაზე, რომ რელიგიური ორგანიზაციები არაა რეგისტრირებული. გეთანხმებით მაგრამ, როცა არ გვირეგისტრიებენ მუსლიმებს არცერთ რეგლიგიური კონფესიას, როგოც შეიძლება რეგისტრიებული იყოს..მეორეც მადლი 2005 საქველმოქმედოა და არა რეგლიგიური.. ხოლო ქონების ჩმორთმევა სტატიიდანაც კარგად ჩნს, რომ აბსოლუტურად უსაფუძლო და უსამართლო იყო.. რადგან ჩმორთმეული ქონება ორგანიზაციას საიჯარო წესით ჰქონდა აღებული და არ იყო მიის საკუთრება.
სათაური:
თემურ გორგაძე
ვისგან:
შიგთავსი:
მოგესალმებით ყველას.. ყველა კომენტარი წავიკითხე და შემექმნა შთაბეჭდილება, რომ იმარ არაავინ კამათოს აქ რაც ხდება.. არმედ კამათი მიდის იმაზე, თუ ისლამი ძალადობაა თუ არა? ზოგი კი სულაც რწმენას და ეროვნებას იდენტურად მიიჩნევს რაც უბრალოდ მარაზმია.. საუბარია, იმაზე, რომ რელიგიური ორგანიზაციები არაა რეგისტრირებული. გეთანხმებით მაგრამ, როცა არ გვირეგისტრიებენ მუსლიმებს არცერთ რეგლიგიური კონფესიას, როგოც შეიძლება რეგისტრიებული იყოს..მეორეც მადლი 2005 საქველმოქმედოა და არა რეგლიგიური.. ხოლო ქონების ჩმორთმევა სტატიიდანაც კარგად ჩნს, რომ აბსოლუტურად უსაფუძლო და უსამართლო იყო.. რადგან ჩმორთმეული ქონება ორგანიზაციას საიჯარო წესით ჰქონდა აღებული და არ იყო მიის საკუთრება.
სათაური:
თემურ გორგაძე
ვისგან:
შიგთავსი:
მოგესალმებით ყველას.. ყველა კომენტარი წავიკითხე და შემექმნა შთაბეჭდილება, რომ იმარ არაავინ კამათოს აქ რაც ხდება.. არმედ კამათი მიდის იმაზე, თუ ისლამი ძალადობაა თუ არა? ზოგი კი სულაც რწმენას და ეროვნებას იდენტურად მიიჩნევს რაც უბრალოდ მარაზმია.. საუბარია, იმაზე, რომ რელიგიური ორგანიზაციები არაა რეგისტრირებული. გეთანხმებით მაგრამ, როცა არ გვირეგისტრიებენ მუსლიმებს არცერთ რეგლიგიური კონფესიას, როგოც შეიძლება რეგისტრიებული იყოს..მეორეც მადლი 2005 საქველმოქმედოა და არა რეგლიგიური.. ხოლო ქონების ჩმორთმევა სტატიიდანაც კარგად ჩნს, რომ აბსოლუტურად უსაფუძლო და უსამართლო იყო.. რადგან ჩმორთმეული ქონება ორგანიზაციას საიჯარო წესით ჰქონდა აღებული და არ იყო მიის საკუთრება.
სათაური:
კობა
ვისგან:
შიგთავსი:
Paco, ჩემო მართლაც იმბეცილო ვაი-ლიბერალო, რას ბოდავ? თანამედროვე მართმადიდებლურ ექსტრემიზმს ადარებ დღევანდელი (და თუ გნებავს, ხვალინდელი) ისლამის ბარბაროსულ დოგმებს? სასაცილოა შენი ბრტყელ-ბრტყელი ფსევდო-ლიბერალური არგუმენტები და ისლამის უაზრო აპოლოგეტობა. მართმადიდებლური 'შემწყნარებლობის' მისახწევად ისლამს რამოდენიმე საუკუნის თეოლოგიური პროგრესი სჭირდება. ქართული მართმადიდებლური ორგანიზაციების პოპულისტურ ლაშქრობებს გამართლება არ მოეძებნება. ამაზე აპელირებით ძნელია დაიცვა ის, რაც ისლამის სახელით ხდება თითქმის ყველა სოციალურ სფეროში. მუსულმანური სუდანი ერთადერთი ქვეყანა თანამედროვე მსოფლიოში, სადაც მონობა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, კანონით არ ისჯება. ესეც 'დასავლური გარყვნილობის' ბრალია? ასეთ არაადამიანურობას ადარებ დღევანდელ მართმადიდებლურ ეკლესიას?
სათაური:
Paco
ვისგან:
შიგთავსი:
სტატიას არ ვეხები. მადლობა ავტორს, რომ ინფორმაცია მოგვაწოდა. რაც შეეხება აქ დაწერილ იმბეცილურ კომენტარებს: ისლამის ძალადობრივბუნებაზე ღაღადება იგივეა, რაც მართლმადიდებლობის სახელით თავის ჩეჩქვის არდაგმობა. ისინი, ვინც ისლამის სახელით ხოცავენ სწორედ იმის ნათელ ილუსტრაციას წარმოადგენენ, საითკენაც მართლმადიდებლური ეკლესია მიემართება. ექსტრემიზმი ისლამში შეიძლება კიდეც გახდა მეინსტრიმი და ერთად ერთი პასუხი ვესტერნიზაციას, მაგრამ ნუთუ მართლმადიდებლობა არ ქადაგებს, რომ ყველა სხვა მწვალებელია და მხოლოდ მართლმადიებელი ერები აღუდგებიან დასავლურ "გარყვნილებას"? უბრალოდ ჩვენ არ ვიბომბებით ნატოს თვითმფრინავებით (არამედ მართლმადიდებელი მღვდლების დალოცვილი რუსული თვითმფრინავებით) და ამიტომაც არ გვყავს თვითმკვლელი ტერორისტები. ღმერთმა აგვიფაროს და არც ეგ დღეა შორს. წინასწარგანწყობით მჯერა მათი პროტესტის გულწრფელობის. "მადლი" რომ მართლაც დამნაშავე იყოს მაინც დიდ პატივს ვცემ იქ შეკრებილი ადამიანების მიერ გამოხატულ პროტესტს. ეს შეიძლება არა მიზეზი არამედ საბაბი იყო.
სათაური:
მკითხველი
ვისგან:
შიგთავსი:
კობა, გადასახადებს რაც შეეხება : საქართველოში ერთადერთი რელიგიური ორგანიზაცია, რომელსაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი აქვს, მართლმადიდებლური ეკლესიაა. სხვა რელიგიური გაერთიანებებისთვის ქართული სამართალი არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსს ითვალისწინებს. არასამეწარმეო იურიდიული პირის ცნება კი, თავისთავად, რამდენიმე სახის ორგანიზაციას მოიცავს: არასამთავრობო, საქველმოქმედო და რელიგიურ ორგანიზაციებს. უფრო ვრცლად: http://netgazeti.ge/GE/8/News/1485/
სათაური:
zebur
ვისგან:
შიგთავსი:
pativcemulo nuca religia winaprebis mixedvit ar isazgvreba.kvela adamiani tavisufalia da ufleba akvs rom gamoizios jeshmariti religia.chveni winaprebis winaprebi sheizleba da kerptakvaniscemlebi ikvnen.es imas ar nishnavs ro chem winapari kerptakvaniscemelia da misma taobamac kerptakvaniscemlobas unda mihkves.
სათაური:
კობა
ვისგან:
შიგთავსი:
სტატიაში მოცემული ინფორმაციით ძნელია იმის დადგენა, თუ ვინაა მარტალი და ვინაა მტყუანი. მე რამდენადაც ვიცი, რელიგიურ-საქველმოქმედო ორგანიზაციები არ იბეგრებიან. სასაცილოა, როდესაც ისლამის მშვიდობისმოყვერეობაზე ღაღადებს ერთერთი გამომსვლელი. რომელ დაპყრობილ ტერიტორიას მოუტანე მშვიდობა ისლამმა? აჭარლებმა ეს ყველაზე უკეთ უნდა იცოდნენ.
სათაური:
NUCA
ვისგან:
შიგთავსი:
---------- მოდერატორი: ქსენეფობიური კომენტარები იშლება!
სათაური:
nuca
ვისგან:
შიგთავსი:
auf,magati tsinaprebi albat saplavshi trialeben. ramden kilogramian xmals iknevdnen,rom rtsmena da erovneba sheenarchunebinat.
E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:
BANNER RIGHT COL
2010-08-18

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იხსნება

21 აგვისტოდან ნადირობის მოყვარულებს საშუალება ექნებათ მწყერზე, გარეულ მტრედზე, ჩვეულებრივ გვრიტზე, ჩიბუხაზე, ქედანსა და გვიძინიზე ინადირონ. ნადირობის დღიური ლიმიტები გარემოს დაცვის სამინისტრომ უკვე დაადგინა. წესების დარღვევის შემთხვევაში მონადირეები ჯარიმას გადაიხდიან, თუმცა გარემოს დაცვის ინსპექციაში აცხადებენ, რომ ყველა მონადირის გაკონტროლებას ინსპექცია ვერ შეძლებს.

2010-08-19 | ჯანდაცვა 

საქართველოში ქალთა სიკვდილიანობის ორი მთავარი მიზეზი

JSI-ის (ჯონ სნოუს კვლევისა და სწავლების ინსტიტუტი) კვლევის თანახმად, საქართველოში 15-49 წლის ასაკის ქალების სიკვდილიანობის ორი მთავარი მიზეზი საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოა. კვლევის თანახმად, გარდაცვლილი ქალბატონების 45% ავთვისებიანი სიმსივნით იყო დაავადებული, მათ შორის ყველაზე დიდი წილი სწორედ საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოზე მოდის. სტატისტიკა JSI-ის წელიწადნახევრიანი პროექტის ,,გადარჩენა” ფარგლებში მომზადდა.

წინა | შემდეგი