საზოგადოება
2010-07-09 | მედია 

„სიჩუმის დღე“ იტალიაში

დღეს იტალიაში არცერთი ბეჭდური და ელექტრონული გამოცემა არ გამოსულა. სატელევიზიო და რადიო ეთერში არ გადის საინფორმაციო გადაცემები. პროტესტს საინფორმაციო სააგენტოებიც შეუერთდნენ.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იტალიაში  ჟურნალისტების  საყოველთაო გაფიცვა იტალიური ბეჭდვის ნაციონალურმა ფედერაციამ მოაწყო.

გადაწყვეტილების მიღების მიზეზი კანონპროექტია, რომელიც სატელეფონო საუბრების საინფორმაციო საშუალებებით გავცელების შეზღუდვას გულისხმობს.  მასკომუნიკაციების წარმომადგენლების აზრით, ამ კონონით იტალიის მთავრობა სიტყვის თავისუფლებას შეზღუდავს.

კანონპროექტის ინიციატივა ქვეყნის პრემიერ–მინისტრს, სილვიო ბერლუსკონის ეკუთვნის. როგორც საინფორმაციო საშუალებებიდან ირკვევა, სილვიო ბერლუსკონი თვითონაც ბევრჯერ გამხდარა სატელეფონი მოსმენების ობიექტი, რის გამოც სკანდალშიც არაერთხელ იყო გახვეული.

თუკი კანონპროექტი პარლამენტმა დაამტკიცა, სატელეფონო საუბრების გავრცელების შემთხვევაში,  ჟურნალისტებსა და გამომცემელებს სერიოზული სასჯელი ელით.

კანონპროექტის განხილვა იტალიის პარლამენტში 29 ივლის არის დაგეგმილი.  

ჟურნალისტების პროტესტმა რეზონანსი საზოგადოებაშიც გამოიწვია. პროტესტს საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომელბი შეუერთდნენ. გუშინ, საღამოს 9 საათიდან, იტალიის რკინიგზამ 24 საათით შეწყვიტა ფუნქციონირება. იტალიის მსხვილ ქალაქებში არც მეტრო და არც სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობს. 

კომენტარი

სათაური:
salo
ვისგან:
შიგთავსი:
ჩვენთან კიდეეეეე?!:( აი,ასეთი პროტესტი გვინდა-ერთიანი:)
სათაური:
mikkele
ვისგან:
შიგთავსი:
მერე იტყვიან ტალი და საქართველო ვეროპის პრობლემა არის, რადგან ორივე ქვეყანაში ტელეკომპანიები ჩინოვნიკების კუთვნილებააო. სად მოხდება საქართველოში ასეთი გაფიცვა?
სათაური:
le..
ვისგან:
შიგთავსი:
ბერლუსკონი რომ მაგას იკადრება გასაგებია, მაგრამ იმედია პარლამენტიc არ გაგიჯდება და თანხმობას არ მისცემს
E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:
2012-05-02 | მედია 

რატომ ვერ უყურებთ “მეცხრე არხს”?

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული ტელეკომპანია “მეცხრე არხი” უკვე ეთერშია, თუმცა მას მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ უყურებს.

წინა | შემდეგი

ინტეგრირებული გამოცდა მასწავლებლებისთვის

არიან თუ არა არათანაბარ პირობებში მასწავლებლები, რომლებიც ინგლისურ ენასა და კომპიუტერში ინტეგრირებულ გამოცდას აბარებენ.

2012-05-14 | ეკოლოგია 

როგორ უნდა აერიდებინა თბილისს სტიქია

თბილისში ჰიდროგეოლოგიურ პროცესებზე მონიტორინგის სამსახურის არსებობის შემთხვევაში, სტიქიისა და, შესაბამისად, ხუთი ადამიანის სიკვდილის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა.

2012-05-08

ACT: "გამოკითხულთა 49%-ის აზრით, ქალთა დისკრიმინაცია იშვიათია"

გამოკითხულთა 15 % მიიჩნევს, რომ ქალთა დისკრიმინაცია საქართველოში საერთოდ არ ხდება; 21 % ფიქრობს, რომ  ხშირად ხდება და 15 %-ს პასუხის გაცემა უჭირს.

წინა | შემდეგი