თბილისში ჰიდროგეოლოგიურ პროცესებზე მონიტორინგის სამსახურის არსებობის შემთხვევაში, სტიქიისა და, შესაბამისად, ხუთი ადამიანის სიკვდილის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა.
მთავრობის ახალი ინიციატივა ჯანდაცვის სფეროში 2012 წლის 1-ელი სექტემბრიდან ყველა პენსიონერისა და 0-5 წლამდე ასაკის ბავშვის ჯანმრთელობის დაზღვევას გულისხმობს. რას მიიღებენ მოქალაქეები მთავრობის ახალი ინიციატივით ჯანდაცვის სფეროში.
"მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა" დღეს, 7 მაისს, ილიას უნივერსიტეტთან, თბილისში, ნახევარსაათიანი პარაკლისი გადაიხადა. ისინი ორი წლის წინ ტელეკომპანია “კავკასიაში” მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.
საქართველოს, აღმოსავლეთის პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებსა და რუსეთთან შედარებით, ევროკავშირის ვიზაზე უარის თქმის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. ასეთი შედეგი აჩვენა კვლევამ, რომელიც "ევროპული ინიციატივა - ლიბერალური აკადემია თბილისის" მიერ განხორციელდა, ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით.
“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” მიერ მომზადებული ჩრდილოვანი ანგარიში საქართველოში ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ქალების მრავალმხრივ პრობლემებს ეხება.
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ვიზიტები რეგიონებში და ბიძინა ივანიშვილის საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხები იყო ის ორი მთავარი თემა, რომლებიც საქართველოს სატელევიზო არხებმა ყველაზე ინტენსიურად გააშუქეს 2 აპრილიდან 12 აპრილის ჩათვლით პერიოდში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლებში ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს, რომლის შესაბამისად საჯარო სკოლები სპეციალურად შერჩეული და დატესტილი აპარატურისაგან შემდგარი School Box-ით აღიჭურვება.
“საქართველოში მუშაობისას საკმაოდ გაჭირდა, კონკრეტულად, იმის დადგენა, თუ რამდენი შენობა და ადამიანი იმყოფება ეკოლოგიური კატასტროფების რისკის ქვეშ, არსებული ინფორმაცია, როგორც წესი, მოძველებული და გამოუსადეგარია,” - განაცხადა ჩეს ვან ვესტენმა.
თბილისში არსებული 3000-მდე ქუჩიდან მხოლოდ 20-მდე ქუჩას აქვს ქალის სახელი მინიჭებული. ”პატრიარქალური კულტურის სინდრომი’’ - ასეთ შეფასებას იძლევიან გენდერის სპეციალისტები.
საჯარო სკოლებში მშობლების ზრუნვას მოკლებულ ბავშვებთან სახალხო დამცველის პრევენციული მონიტორინგის ჯგუფმა გამოავლინა ბავშვის ღირსების შემლახველი მოპყრობა, რიგ შემთხვევებში, ფიზიკური ძალადობის ფაქტები, როგორიცაა ჯოხით, სკამის საზურგით, წკეპლით ცემა.