Samsung Electronics–ი მსოფლიოს უდიდესი მობილურების მწარმოებელი კომპანია გახდა. Samsung–მა, გაყიდული მობილური ტელეფონების რაოდენობით, Nokia–ს აჯობა და მსოფლიო პირველობა წაართვა, ნათქვამია BBC–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათთვის, ვისაც ციფრული ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვა სურს, კომპანია Google-მა ახალი სერვისი Google drive შექმნა. ეს არის ვირტუალური მეხსიერების ბარათი, იგივე ”ფლეშკა”, რომელზეც 5 გბ ინფორმაციის შენახვა შეგიძლიათ.
ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის ცნობით, ვიდეო, რომელიც ქართულ ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა და რომელშიც ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის გართობის სცენებია ასახული, ივანიშვილის საოჯახო არქივიდანაა მოპარული.
ინტერნეტ თავისუფლება გლობალური განვითარებისთვის - ასე ჰქვია საერთაშორისო ფორუმს, რომელსაც შვედეთის ხელისუფლება ქვეყნის დედაქალაქში - სტოკჰოლმში 18-19 აპრილს მასპინძლობს.
მსოფლიოში ყველაზე დიდ სოციალური ქსელი facebook–ი მობილურით სურათების დამარების სისტემას Instagram Photo app–ს ერთ მილიარდ დოლარად ყიდულობს. ამ ინფომაციას ინტერნეტგამოცემა Bloomberg.comავრცელებს.
"დღეიდან პლაგიატის თითოეულ შემთხვევას აფთიაქარის სიზუსტით აღვნუსხავთ და თქვენს შესახებ სრულიად ქართული ბლოგოსფერო თუ არა, მისი აქტიური ნაწილი მაინც შეიტყობს,”- ასეთ მიმართვას აქვეყნებენ თავიანთ პირველ პოსტში ბლოგერები ბლოგზე, რომელიც პლაგიატის წინააღმდეგ შექმნეს.
საქართველოს უშიშროების საბჭოს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლაშა დარსალიამ დღეს, 20 მარტს, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქრთველოს პირელი კიბერ-უსაფრთხოების სტრატეგია წარმოადგინა. მსგავსი დოკუმენტი საქართველოში აქამდე არ არსებობდა.
აშშ-ის შტატ ვირჯინიის მიერ გაცემული საბრალდებო დასკვნის საფუძველზე, საავტორო უფლებბების დარღვევისთვის, დღეს, 20 იანვარს, ახალ ზელანდიაში ფაილების გაცვლის ერთ-ერთი უდიდესი სისტემის - Megaupload.com-ის ხელმძღვანელი პირები დააკავეს. Megaupload ცოტა ხნის წინ შეურთდა საპროტესტო კამპანიას ანტიმეკობრული კანონების - PIPA-სა და SOPA-ს - წინააღმდეგ.
”ვიკიპედიას” მიერ ონლაინ ენციკლოპედიის ინგლისურენოვანი კონტენტის პროტესტის ნიშნად 24 საათით გათიშვამ პირველი შედეგი უკვე გამოიღო - რვა ამერიკელმა კანონმდებელმა უარი განაცხადა, მხარი დაუჭიროს ”ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა(PIPA)” და “ონლაინ მეკობრეობის შეწყვეტის აქტს SOPA.”
დოკუმენტი, რომელიც აუქციონზე გაიყიდა, 3 ადამიანის– დამფუძნებლისა და თანადამფუძნებლების– სტივ ჯობსის, სტივ ვოზნიაკის და რონალდ ვეინის მიერაა ხელმოწერილი 1976 წლის 1 აპრილს.
სოციალური ქსელის Вконтакте-ს შემქმნელი პაველ დუროვი პროკურატურაში დაიბარეს, მას შემდეგ, რაც დუროვმა ეფესბეს (ФСБ) მოთხოვნა, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანებისთვის ქსელზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდა, არ შეასრულა.
ბიძინა ივანიშვილი ფეისბუქის მომხმარებლების შეკითხვებს უპასუხებს. რამდენიმე წუთის წინ ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე გაიხსნა ფორუმი, სადაც მომხმარებლებს საშუალება აქვთ, დასვან შეკითხვები.
The Financial Times-ის ინფორმაციით, 2012 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, მსოფლიოს უმსხვილესი სოციალური ქსელის Facebook-ის მოგება საგრძნობლად შემცირდა.
მალე საძიებო სისტემა Google Earth-ზე აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობებისა და ნაგებობების 3D ფორმატში ნახვა, ასევე ქუჩებისა და მოედნების პანორამული დათვალიერება იქნება შესაძლებელი.