საზოგადოება
2010-06-24

ვინ აიღებს პასუხისმგებლობას ჩამონგრეულ ხიდზე

ხიდის ნაწილი, რომელიც წლების მანძილზე  გამაგრებით სამუშაოებს მოითხოვდა, გუშინ ადიდებულმა მდინარე გლდანულამ  ჩამოანგრია. ხიდის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა.

საღამოს შვიდი საათი იქნებოდა, როცა მდინარე გლდანულა დაახლოებით 6 მეტრით ადიდდა. ადიდებულ მდინარეს ადგილობრივი მოსახლეობა ხიდიდანვე  აკვირდებოდა.  ხალხის ნაწილმა, რომელიც ხიდის ქვემოდან უყურებდა განვითარებულ მოვლენებს,  შენიშნა,  რომ ხიდის ის ნაწილი, რომელიც წყალში იდგა,  მდებარეობას იცვლიდა.

„ხალხი მათ აფრთხილებდა, მალე გამოეცალეთ მანდაურობას, ხიდი ინგრევაო, მაგრამ ვერ გააგონეს“, –ამბობს ქალბატონი, რომლის 25 წლის ნათესავი მამაკაციც ხიდის ჩამონგრევას ემსხვერპლა.

მის გარდა ხიდის ამ  მონაკვეთზე კიდევ ერთი მამაკაცი და მისი 4 წლის შვილიშვილი იმყოფებოდნენ. „მოსახლეობის გაფრთხილების შემდეგ, მამაკაცი მანქანაში ჩაჯდა, ალბათ იფიქრა გავასწრებო, ხოლო ბავშვი მანქანის დასაჯდომებს შორის გაიჭედა და ამიტომ გადარჩა, ახლა საავადმყოფოშია“,– ამბობს გლდანის  მკვიდრი.

ხიდი, რომელიც ჩამოინგრა, წლების მანძილზე თურქეთიდან შემოსული ტრაილერებისთვის და სხვა სატვირთო ავტომობილებისთვის სატრანზიტო გზას წარმოადგენდა. ამ გზით მანქანები ლილოში მიდიოდნენ. 

“კომუნისტების დროს რომ აშენდა, მას შემდეგ ხელი არავის უხლია ამ ხიდისთვის. რამდენჯერმე მოვითხოვეთ, მისთვის მიეხედათ. ყველამ იცოდა, რომ ხიდის ის ნაწილი, რომელიც წყალში იდგა, დიდხანს ვეღარ გაძლებდა. წერილებიც დავწერეთ გამგებლის სახელზე, მაგრამ კაციშვილმა არ მოგვაქცია ყურადღება“, –ამბობს სოფელ გლდანის 45 წლის მკვირდი, რომელმაც არ მოისურვა სახელის გამჟღავნება. 

ამ ხიდიდან რამდენიმე მეტრში კიდევ ერთი, შედარებით პატარა ხიდია, რომელიც სოფელს თიანეთთან აკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წლის წინათ იგი შეკეთდა, ადიდებულმა მდინარემ მისი დეფორმაცია გამოიწვია. მასზე მიმავალ გზასაც პოლიციის მანქანები აკონტროლებენ და მოსახლეობას არ უშვებენ.

სოფლის მოსახლეობამ არ იცის, კონკრეტულად რომელმა კომპანიამ შეაკეთა  ჩამონგრეული ხიდი. ისინი  მის უხარისხოდ შეკეთებაში  მხოლოდ სოფლის გამგებელს, ნიკოლოზ (კოკა) ღვინიანიძეს ადანაშაულებენ.

როგორც საგზაო დეპარტამენტში აცხადებენ, ეს ხიდი კომპანია „ბედეკს“ უნდა შეეკეთებინა. ამ კომპანიასთან დაკავშირება კი იმ მიზეზის გამო ვერ ხერხდება, რომ სატენდერო კომპანიების მონაცემებში კომპანიიის ხელმძღვანელის სახელისა და გვარის მეტი სხვა ინფორმაცია არ არსებობს.

მოსახლეობის თქმით, ასეთი ადიდებული გლდანულა 25 წელიწადია არ ახსოვთ. სოფელ გლდანში არსებული ორივე ხიდი დღეს სარეაბილიტაციო სამუშაოებს მოითხოვს.

 „ადევნეთ თვალი, რამდენს გადმორიცხავენ ამ ხიდების გასაკეთებლად და  ნახავთ, საბოლოოდ რა გაკეთდება“, –ამბობს სოფლის მკვიდრი.

კომენტარი

E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

ინტეგრირებული გამოცდა მასწავლებლებისთვის

არიან თუ არა არათანაბარ პირობებში მასწავლებლები, რომლებიც ინგლისურ ენასა და კომპიუტერში ინტეგრირებულ გამოცდას აბარებენ.

2012-05-14 | ეკოლოგია 

როგორ უნდა აერიდებინა თბილისს სტიქია

თბილისში ჰიდროგეოლოგიურ პროცესებზე მონიტორინგის სამსახურის არსებობის შემთხვევაში, სტიქიისა და, შესაბამისად, ხუთი ადამიანის სიკვდილის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა.

2012-05-08

ACT: "გამოკითხულთა 49%-ის აზრით, ქალთა დისკრიმინაცია იშვიათია"

გამოკითხულთა 15 % მიიჩნევს, რომ ქალთა დისკრიმინაცია საქართველოში საერთოდ არ ხდება; 21 % ფიქრობს, რომ  ხშირად ხდება და 15 %-ს პასუხის გაცემა უჭირს.

წინა | შემდეგი