საზოგადოება
2010-06-24 | H1N1 

შიდა ქართლში ომის შემდეგ ნარკომანთა რაოდენობა გაიზარდა

3000 წამალდამოკიდებული შიდა ქართლში

აგვისტოს ომის შემდეგ ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა შიდა ქართლში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკით, მომხმარებელთა რაოდენობა ამჟამად რეგიონის მოსახლეობის 1%-ს შეადგენს.

გორი-სამთავისის ეპარქიის ეპისკოპოსის, მეუფე ანდრიას ინიციატივით, გორის ეკლესიასთან არსებულ ფსიქო-სარეაბილოტაციო ცენტრში საზოგადოებასთან, ჯანდაცვის სფეროს და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც ნარკომანიის პრობლემაზე მუშაობენ, შეხვედრა-დისკუსია გაიმართა.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, მაღალი მოტივაციის პირობებში, ფსიქოლოგების და ეკლესიის დახმარებით, ამ სენის დამარცხება შესაძლებელია. მაგრამ დისკუსიის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ პრევენციული ღონისძიებების გატარება უფრო ადვილია, ვიდრე ავადმყოფობასთან ბრძოლა.
ნარკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელის, ხათუნა კოლოტაშვილის ინფორმაციით, ამჟამად რეგიონში 3000 წამალდამოკიდებულია რეგისტრირებული, აქედან 24 ქალია, დანარჩენი – მამაკაცი. კოლოტაშვილის თქმით, ეს რეალურ სურათს ვერ ქმნის, რადგან ბევრად მეტი ნარკოდამოკიდებული აღრიცხვაზე არ იმყოფება.
 
შეხვედრაზე ითქვა, რომ საომარი მდგომარეობა, დაბალი სოციალური ფონი, ოჯახური და შიდაპიროვნული კონფლიქტები, ტრავმულ-სტრესული გამოცდილება წამალდამოკიდებულებისკენ სწრაფვის ტენდენციას აძლიერებს. თანაც,  ბევრი ნარკოტიკული საშუალება ადვილად ხელმისაწვდომი გახდა. ბოლო პერიოდში გორელი ახალგაზრდების ნაწილმა აქტიურად დაიწყო აქტიფედისგან მიღებული ნარკოტიკის გამოყენება. არაერთი შემთხვევა ლეტალური შედეგითაც დასრულდა. ეპარქიასთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელის, ელზა პანკრატოვას აზრით, მედიაც აქტიურად უნდა ჩაერთოს ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში.  
 
გორი-სამთავისის ეპისკოპოსის, მეუფე ანდრიას წინადადებით საზოგადოებამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მედიამ და სასულიერო პირებმა ნარკომანიის პრევენციისთვის კოორდინირებული მოქმედებები უნდა დაიწყონ.  
 
მეუფე ანდრიას წინადადება კოორდინირებული მოქმედებების შესახებ დამსწრე საზოგადოებამაც გაიზიარა, გადაწყდა, რომ შემდგომი შეხვედრა ორ კვირაში გაიმართება და თითოეული ორგანიზაცია საკუთარ სამოქმედო გეგმას წარადგენს, შემდგომში კი წარდგენილი წინადადებების შეჯერება მოხდება. სექტემბრიდან კი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ნარკომანიის პრევენციისთვის ერთობლივ ქმედებებს დაიწყებენ. ეს, ძირითადად, რისკ ჯგუფებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებში გამოიხატება.

კომენტარი

E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

H1N1 ვირუსის ტალღა საქართველოში დასრულდა

ვირუსი, რომელმაც 33 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, უკვე აღარ არის საშიში. დაავადებათა კონტროლის ცენტრის თქმით, H1N1 ტიპის ვირუსის ორივე ტალღა საქართველოში დასრულებულია.

2010-02-25 | ჯანდაცვა  H1N1 

H1N1 -ის საწინააღმდეგი 400 ათასი ვაქცინა საქართველოში გამოიგზავნება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს 400 ათასს ვაქცინას გამოუგზავნის. H1N1 ვირუსზე აცრა ნებაყოფლობითი იქნებ. აიცრებიან რისკის ჯგუფში შემავალი ადამიანები:ორსულები, სამედიცინო პერსონალი და ზოგიერთი ქრონიკული დაავადების მატარებლები.

2010-02-15 | ჯანდაცვა  H1N1 

ვირუსული ინფექცია ციფრებით

H1N1 ვირუსის სტატისტიკა და პროგნოზები

H1N1 ინფექციური ვირუსი, რომელმაც 31 ადამიანი უკვე იმსხვერპლა, თებერვლის ბოლოს ახალი მასშტაბებით გავრცელდება. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ვირუსის ახალ ტალღას თებერვლის ბოლოსთვის ელიან. თუმცა სანამ ახალ ტალღასთან ექიმებისა და პაციენტების ბრძოლა დაიწყებოდეს, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ დრომდე არსებულ სტატისტიკას აჯამებს.

წინა | შემდეგი

ინტეგრირებული გამოცდა მასწავლებლებისთვის

არიან თუ არა არათანაბარ პირობებში მასწავლებლები, რომლებიც ინგლისურ ენასა და კომპიუტერში ინტეგრირებულ გამოცდას აბარებენ.

2012-05-14 | ეკოლოგია 

როგორ უნდა აერიდებინა თბილისს სტიქია

თბილისში ჰიდროგეოლოგიურ პროცესებზე მონიტორინგის სამსახურის არსებობის შემთხვევაში, სტიქიისა და, შესაბამისად, ხუთი ადამიანის სიკვდილის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა.

2012-05-08

ACT: "გამოკითხულთა 49%-ის აზრით, ქალთა დისკრიმინაცია იშვიათია"

გამოკითხულთა 15 % მიიჩნევს, რომ ქალთა დისკრიმინაცია საქართველოში საერთოდ არ ხდება; 21 % ფიქრობს, რომ  ხშირად ხდება და 15 %-ს პასუხის გაცემა უჭირს.

წინა | შემდეგი