საზოგადოება
2010-06-24

ზღვის წყლის ხარისხი ბათუმში

ბათუმის პლიაჟი, ივნისი, 2010

ბათუმის პლიაჟი, ივნისი, 2010

ბათუმში ზღვის წყლის ხარისხი დამაკმაყოფილებელია და ტურისტებს არავითარი საფრთხე არ ემუქრებათ - აცხადებენ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოში. თუმცა ჯერ კიდევ მოუგვარებელი რჩება “ისტორიული”  პრობლემა -  საკანალიზაციო არხების მეშვეობით ფეკალური მასები ზღვაში ისევ გაედინება.

აჭარაში არსებული სპეციალური აკრედიტებული ლაბორატორიის დასკვნის თანახმად, ზღვის წყლის ხარისხი 2010 წლის საზაფხულო სეზონისთვის დამაკმაყოფილებელია. დასკვნას ეთანხმება აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოც.

ირაკლი მოდებაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი ამბობს, რომ საბანაო ადგილებში ზღვის წყლის ხარისხი ნორმალურია: ”რაც შეეხება შენაკადებს, ბარცხანის ტერიტორიაზე, სადაც ჭოროხი უერთდება ზღვას, არის ოდნავი გადახრები, მაგრამ საერთო ჯამში, ზღვის წყლის სისუფთავის დონე დამაკმაყოფილებელია. თავისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ არავითარი საშიშროება ტურისტებს ამ მხრივ არ ემუქრებათ”.

საშიშროება ზღვის წყლის მიკრობიოლოგიური დაბინძურებაა, რამაც შესაძლოა ეპიდაფეთქება გამოიწვიოს.

გარემოს დაცვის სამმართველოში ამბობენ, რომ საბანაო სეზონის განმავლობაში ზღვის წყალს ბაქტერიოლოგიურად მინიმუმ კვირაში ერთხელ იკვლევენ. ბოლო წლების კვლევის შედეგები სტაბილურია - საბანაო წყლის ხარისხი დამაკმაყოფილებელია.

ზღვის საბანაო წყლის ლაბორატორიული კვლევების შედეგების სანდოობას სკეპტიკურად უყურებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”ფლორა და ფაუნას” თავმჯდომარე, შავი ზღვის ეროვნული მონიტორინგის ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი არჩილ გუჩმანიძე. მისი აზრით, საბანაო წყლის ხარისხიანი კვლევა საქართველოში არ წარმოებს: ”ვაწარმოებთ წყლის ხარისხის მონიტორინგს, მაგრამ ეს ეხება სარეწაო წყლებს. რამდენიმე ადგილია ბათუმში, სადაც კოლექტორებზე უკანონო საკანალიზაციო ქსელებია მიმაგრებული. ქალაქის მერია მუშაობს ამ ქსელის ჩამოხსნაზე, ამას ვერ დავუკარგავთ, მაგრამ კოლექტორებთან, ჯერჯერობით, ადგილი აქვს ფეკალური მასების ზღვაში ჩადინებას”.

პორტის შესახვევი, იახტ-კლუბის, ჩინური რესტორნისა და ”აჭარული სახლის”  მიმდებარე ტერიტორია, გრიბოედოვის, 26 მაისის, ლერმონტოვის, კობალაძის ქუჩები - ეს ბათუმში იმ ადგილების არასრული ჩამონათვალია, სადაც ღია ზღვაში საკანალიზაციო არხები ჩაედინება. ზაფხულის ცხელ დღეებში ამ ადგილებში უსიამოვნო სუნი დგას, თუმცა ხალხი ამ ადგილებში მაინც ბანაობს.

ბათუმელებისთვის ერთ-ერთი პოპულარული საბანაო ადგილი ე.წ. ”პიშევიკების” ტერიტორიაა, სადაც ასევე კანალიზაციის წყლები ჩაედინება. გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსი, ირაკლი მოდებაძე ამბობს, რომ ზღვას თვითაღდგენის, ფილტრაციის უნარი გააჩნია, რითაც ეს პრობლემა ნაწილობრივ შეიძლება მოგვარდეს. მოდებაძე ამბობს რომ, ბათუმში ყველაზე სუფთა და ნაკლებად სუფთა პლაჟებს შორის სხვაობა მინიმალურია, საბანაო წყლის ხარისხი ყველგან ნორმალურია და ზღვა საპორტო ქალაქში სტერილური ვერ იქნება.

არჩილ გუჩმანიძე კი სანიაღვრე არხებთან მობანავეებს უმარტივესი ექსპერიმენტის ჩატარებას სთავაზობს: ”შეგიძლიათ აიღოთ ლაკმუსის ქაღალდი, დადგეთ იმ ადგილას, სადაც კოლექტორი ზღვაში ჩაედინება და ნახავთ, ლაკმუსის ქაღალდი შეიღებება. ეს იმას ნიშნავს, რომ მჟავიანობა მომატებულია, ანუ ადგილი აქვს დაბინძურებას”.

”ეს ახალი არ არის, ეს ბათუმის ისტორიული პრობლემაა”- ამბობს გუჩმანიძე. ”ისტორიული პრობლემის”  ერთი ნაწილი შესაძლოა ორი წლის შემდეგ მოგვარდეს, მას შემდეგ, რაც ქალაქში საკანალიზაციო მილების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება, მანამდე კი საბანაო ზღვის წყლის ხარისხი, სავარაუდოდ, ისევ ”ნორმალური” და ”დამაკმაყოფილებელი” იქნება.

ბათუმის პლიაჟი, ივნისი, 2010

ბათუმის პლიაჟი, ივნისი, 2010

ბათუმის პლიაჟი, ივნისი, 2010

ბათუმის პლიაჟი, ივნისი, 2010

კომენტარი

სათაური:
Tazo
ვისგან:
შიგთავსი:
მცურავი პრეზერვატივები საკუთარი თვალით მაქვს ზღვაში ნანახი. სურათებიც გადავუღე. ცოტა თუ გასუსფტავდება, ბათუმი მართლა მაგარი იქენბა
სათაური:
ნანა კვაჭაძე
ვისგან:
შიგთავსი:
გეთანხმები დვორსკი, წყალი ცუდ მდგომარეობაშია, მაგრამ ერთადერთი ლაბორატორია, რომელიც საბანაო წყლის მიკრობიოლოგიურ ანალიზს აკეთებს, ამბობს რომ წყლის ხარისხი „დამაკმაყოფილებებია". თუ არ გვექნება სხვა ანალიზი, სხვაგვარ ინფორმაციას ვერ გავავრცელებთ. თუ შენთვის ცნობილია ალტერნატიული ლაბორატორიული კვლევების შესახებ, იქნებ მოგვაწოდო ინფორმაცია ნეტგაზეთის საკონტაქტო მეილზე, ძალიან დამავალებ :)
სათაური:
Dv0rsky
ვისგან:
შიგთავსი:
ნანა, ნესტან - ის ორგანიზაცია კი მუშაობს მერიის დაკვეთით და ეს ძალიან კარგია. მაგრამ საქმე იმაშია, რომ საგანგაშო მდგომარეობაა საბანაო წყლის ხარისხის გამო. მარტო სარეწაოზე არ მუშაობენ - როგორც კი კანალიზაციის გაფილტრვის სისტემას ააგებენ და ზღვაში 3-5 კილომეტრზე გაიტანენ საკანალიზაციო მილს, ავტომატურად აიწევს საბანაო წყლის ხარისხიც.
სათაური:
:):):)
ვისგან:
შიგთავსი:
უხ, რა ფოტოებია! პირველი განსაკუთრებით :) ამ წუთას საერთოდ არ ვფიქრობ წყლის ხარისხზე, პიშევიკებზე მინდა!!!!
სათაური:
ნანა კვაჭაძე
ვისგან:
შიგთავსი:
დვორსკი, ძირითადად ეს ორგანიზაციები სარეწაო წყლის ხარისხზე მუშაობენ და არა საბანაო წყლის. პრობლემა კი რჩება პრობლემად, წლიდან წლამდე საბანაო ზღვის წყლის ხარისხი „სტაბილურად" არ იცვლება. 80- ან წლებში კი მდგომარეობა გაცილებით უარესი იყო ისე.
სათაური:
ნესტან ცეცხლაძე
ვისგან:
შიგთავსი:
Dv0rsky, ის ორგანიზაცია ბათუმის მერიის დაკვეთით მუშაობს უკვე რამდენი წელია... :)ასე რომ... თუმცა მგონი აქაც ჩანს და ქართველებიც ამბობენ ოფიციალური ინფორმაციისგან განსხვავებით, რა სურათია
სათაური:
Dv0rsky
ვისგან:
შიგთავსი:
საკმაოდ სარწმუნო წყაროებიდან ვიცი რომ ზღვის წყალი ბევრად უფრო დაბინძურებულია, ვიდრე ოფიციალური პირები იტყობინებიან. თვითგაწმენდა არ შველის ამხელა კანალიზაციას. და ჰეპატიტის ვირუსი დაცურავს თქვენთან ერთად წყალში. კითხეთ იმ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც წყლის ხარისხის პროექტზე მუშაობს ბათუმში.
E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

ინტეგრირებული გამოცდა მასწავლებლებისთვის

არიან თუ არა არათანაბარ პირობებში მასწავლებლები, რომლებიც ინგლისურ ენასა და კომპიუტერში ინტეგრირებულ გამოცდას აბარებენ.

2012-05-14 | ეკოლოგია 

როგორ უნდა აერიდებინა თბილისს სტიქია

თბილისში ჰიდროგეოლოგიურ პროცესებზე მონიტორინგის სამსახურის არსებობის შემთხვევაში, სტიქიისა და, შესაბამისად, ხუთი ადამიანის სიკვდილის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა.

2012-05-08

ACT: "გამოკითხულთა 49%-ის აზრით, ქალთა დისკრიმინაცია იშვიათია"

გამოკითხულთა 15 % მიიჩნევს, რომ ქალთა დისკრიმინაცია საქართველოში საერთოდ არ ხდება; 21 % ფიქრობს, რომ  ხშირად ხდება და 15 %-ს პასუხის გაცემა უჭირს.

წინა | შემდეგი