საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო "საქართველოს რკინიგზის" აქციების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსების შესახებ ოფიცილურ განცხადებას ავრცელებს.
შემოსავლების სამასხური და საქართველოს "საკანონმდებლო მაცნე" ერთობლივ პროექტს, სახელწოდებით „საქართველოს საგადასახადო კოდექსის განმარტებები“ ახორცელებს.
„მესაკუთრე საფრთხეს იგრძნობს იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი იტყვის: მოდით, ეს შენობა დავანგრიოთ და შესაბამისი კანონმდებლობა ვერ იქნება ბიზნესის დაცვის გარანტი“.
ქართულმა თხილმა 2012 წელს საექსპორტო ათეულში მეშვიდედან მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ექსპორტზე 15 მლნ. აშშდოლარის ღირებულების თხილი გავიდა. ამ პროდუქტის წილი მთლიან ექსპორტში 9 პროცენტია.
გურამ ჩახვაძემ გიორგი პერტაიას ბიზნესის საკუთრების ხელყოფის ფაქტების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა სთხოვა. ბიზნესომბუდსმენმა განაცხადა, რომ ბიზნესს აქვს გარკვეული პრობლემები, თუმცა კონკრეტული კომპანიების მაგალითზე ვერ ისაუბრებს, რადგან ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია.
ადგილობრივ ბაზარზე ქართული კარტოფილის პოზიციების შესუსტებით იმპორტიორებმა ისარგებლეს. საქართველოში კარტოფილის იმპორტი ეგვიპტიდან, გერმანიიდან, ირანიდან, ნიდერლანდებიდან, პაკისტანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან ხდება. ბაზარზე ლიდერის პოზიცია თურქეთს აქვს.
იაფია თუ ძვირი 15 262 ლარი ერთი გარეგანათების ბოძისთვის? - მძღოლისთვის, რომელიც ავტოავარიის გამო ამ ბოძს დაეჯახება და დააზიანებს, განუსაზღვრელად ძვირია, რადგან მას 15 262 ლარით დააჯარიმებენ. ძვირია ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსისთვისაც, მაგრამ ის ფიქრობს, რომ ამ ფასის გადახდა ბათუმს უღირს.
საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ კვლევას არ ეთანხმება. სებ–ი ამ საკითხთან დაკავშირებით პირველ კომენტარს „ნეტგაზეთთან“ აკეთებს:
არასამთავრობო ორგანიზაცია „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ „ელიტ ელექტრონიქსის“ ყოფილი მფლობელის ანზორ ქოქოლაძის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ქოქოლაძე ამჟამად პატიმრობაში იმყოფება.
„კომპანია საქართველოს ბაზრიდან გასვლას პირველი ივნისიდან გეგმავდა. ამ პროცესში ჩაერია ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე თავად იმყოფებოდა პრაღაში", - ამბობს „ჩეხეთის ავიახაზების“ გენერალური სააგენტოს დირექტორი.
კავკასიის ეკონომიური და სოციალური კვლევების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დავით ნარმანია ამბობს, რომ „საქართველოში ეკონომიკის და ბაზრის რეგულაციები ბევრად მყიფეა. მოსაზრება იმის შესახებ, რომ სინგაპურის ბაზარი არ რეგულირდება, მცდარია".
აუდიტორული კომპანია BDO-ს მმართველი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ პროცედურის თანახმად, აუდიტორებმა, პირველ რიგში, უნდა გამოავლინონ, განახორციელა თუ არა კომპანიამ საეჭვო ფინანსური ოპერაცია, კონკრეტული გარიგებების ფარგლებში, ხოლო შემდგომ უნდა მოხდეს პოლიტიკურად აქტიური პირების გამოვლენა.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ 2012 წელს ქვეყანაში მოსახლეობა ძირითადად ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკის სექტორში დასაქმდება.
ჰიბრიდული სიმინდის პროგრამის შედეგად 20 ათასამდე ფერმერი დაზარლდა. დაზარალებულებს პრეზიდენტი კომპენსაციების გადახდას დაპირდა, თუმცა დაზარალებულებისთვის ზარალი სახელმწიფოს არ აუნაზღაურებია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2012 წლის პირველი კვარტალში სისტემაში არსებული 19 ბანკიდან ექვსმა იზარალა. ექვსეულში ბიძინა ივანიშვილის "ქართუ ბანკი" ლიდერობს.