კულტურა
2010-06-08 | გამოფენა 

სალვადორ დალის გამოფენა დაიხურა

წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზუმში, მიმდინარე სალვადორ დალის გამოფენა წინა კვირის მიწურულს დასრულდა. მუზეუმის თანამშრომლები ამბობენ, რომ გამოფენის მიმდინარეობის დროს სახლ-მუზეუმის დამთვალიერებელთა რიცხვმა 25 ათასს გადააჭარბა.

მას შემდეგ, რაც საქართველოს რეგიონულ მუზეუმებში ცნობილი უცხოელი მხატვრების ნამუშევრების ჩამოტანა დაიწყეს, მუზეუმების შესასვლელთან დამთვალიერებლის რიგები დადგა. შესაძლებელია ამას სეზონიც განაპირობებდეს. წინანდალში „სეზონად“ გაზაფხულის ბოლოსა და ზაფხულის დასაწყისს მოიხსენიებენ, როცა სასკოლო არდადეგები ახლოვდება და სკოლის მოსწავლეებს ექსკურსიები ეწყებათ.

წინანდალს მოსწავლეთა ჯგუფები წლიდან წლამდე სტუმრობენ, მაგრამ, როგორც დასავლეთ საქართველოდან ჩამოსული საჯარო სკოლის მასწავლებლები ამბობენ, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დათვალიერების სურვილი წელს სალვადორ დალის გამოფენამ გაამძაფრა. „აქტიური პერიოდი სკოლის დასასრულს ემთხვევა. დალიმ ის განაპირობა, რომ სეზონი ადრე დაიწყო - აპრილიდან“, გვითხრა დარბაზის ერთ-ერთმა მეთვალყურემ. ექსპოზიცია მხატვრის გვიანდელი პერიოდის 11 ლითოგრაფიული და 6 სკულპტურული ნამუშევრისგან შედგებოდა (ბრინჯაოს ქანდაკებები, ლითოგრაფიები სერიიდან „ყვავილობა“, „ბანქო“).

წყალტუბოს მე-2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მედეა მოდებაძე, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ წინანდალში დალის ექსპოზიცია უკვე აღარ დახვდებოდა, გამოფენის ნახვის ბედნიერებას უფლის წყალობას მიაწერს: „რით დავიმსახურეთ უფლის ასეთი დიდი სიყვარული, ბავშვებიც გაოცებულები არიან“.

წყალტუბოდან წინანდალს რამდენიმე ჯგუფი ეწვია. იყვნენ ქუთაისის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც. ერთ-ერთი მოსწავლე გოგონა ამბობს: „გამოფენა მომეწონა, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ორიგინალებია“.

ლითოგრაფიების მერამდენე პირი და ქანდაკებების მერამდენე ანატვიფრი იყო წინანდალში წარმოდგენილი, უცნობია. მაგრამ ის, რომ კახეთში გასეირნების მიზეზად ადამიანებისთვის შეიძლება სალვადორ დალი იქცეს, მუზეუმის წარმატებაზე და რიგითი მოქალაქეების ევროპელი შემოქმედებით დაინტერესებაზე მეტყველებს.

 

კომენტარი

სათაური:
ნან
ვისგან:
შიგთავსი:
ვერ ვნახე ეგ გამოფენა და ძალიან მწყდება გული.
E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:
2011-10-31 | გამოფენა 

თავისუფალი ვარდნა -არტისტერიუმი IV

წლევანდელი არტისტერიუმის თემაა "თავისუფალი ვარდნა". არტისტერიუმი წელს მეოთხედ ტარდება.

2011-03-12 | გამოფენა 

,,Confeidian-ეკო-ქალაქი SWEKO-დან

საქართველოს  ეროვნულ მუზეუმში სამი პოლონელი ხელოვანის ნამუშვრების გამოფენა ,,Confeidian-ეკო-ქალაქი SWEKO-დან” გაიხსნება.

წინა | შემდეგი
2012-05-16

ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრების გამოფენა 21 მაისს გაიხსნება

21 მაისს, 19:00 სთ–ზე "თიბისი გალერეაში" ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.

2012-05-08

პუტინის და სააკაშვილის არჩევანი

ზურაბ წერეთელი რამდენიმე დღის წინ, პირადად ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტის თანამდებობაზე დაბრუნდა.

წინა | შემდეგი