ტექნოლოგიები

ვნებათაღელვა ქართულ კიბერსამყაროში

ერთი კვირის წინ ქართულ კიბერსივრცეში ახალი ფორუმი - www.forumge.ge - გაიხსნა. ვიზუალური თვალსაზრისითა და თემების წყობით, ასევე დასახელებით, ახალი ფორუმი  ძველი ფორუმის - www.forum.ge - იდენტურია. შეიძლება ითქვას, მის კლონს წარმოადგენს. სამართლებრივი თვალსაზრისით, ასეთი მსგავსების ფაქტმა შესაძლებელია მხარეებს შორის დავა გამოიწვიოს. მაგრამ ფორუმ.გე-ს ადმინისტრატორი და მფლობელი თემურ ხაინდრავა ამბობს, რომ „თუ ადამიანი მონდომებს, შეუძლია უჩივლოს. მეორე მხრივ, თუკი ასე მოვიქცევით, მათ რეკლამას გავუკეთებთ. ამიტომ ჯობია საერთოდ არ მივაქციოთ ყურადღება“.

სხვადასხვა მიზეზით ფორუმ.გე-თი ინსპირირებულ ადამიანებს ქართულ ინტერნეტ-ქსელში არაერთი ახალი ფორუმი გაუხსნიათ, თუმცა, თვალშისაცემად იდენტური არასოდეს. პლაგიატობას ახალი ფორუმის შემქმნელები მომხმარებლისთვის ნაცნობი და ამდენად კომფორტული გარემოს შექმნით ხსნიან. ერთ-ერთი დამფუძნებელი და პროგრამისტი დავით საძაგლიშვილი ირწმუნება, რომ ტექნიკური თვალსაზრისით, ახალი ფორუმი გაუმჯობესებული და დახვეწილი იქნება. ვებ-გვერდის შექმნის მთავარ მიზეზად იგი ინტელექტუალური ფორუმის ჩამოყალიბების სურვილს ასახელებს და უარყოფს გავრცელებულ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, ახალი ფორუმის გახსნას პოლიტიკური სარჩული აქვს.

თუმცა, ინტელექტუალური ფორუმის სიკეთეებზე საუბრისას, დავით საძაგლიშვილი არც პოლიტიკაზე საუბარს უვლის გვერდს. „ფორუმზე თავისუფალი აზრი არანაირად არ შეიზღუდება. ყველას შეეძლება შემოსვლა და თავისი აზრის დაფიქსირება“, - ამბობს იგი და ფორუმ.გე-ს მომხმარებელთა უფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს. მისი აზრით, თემები იქ პოლიტიკური მოსაზრებებით იბლოკებოდა, პროსახელისუფლებო მოდერატორები ოპოზიციური შინაარსის თემებს ხურავდნენ.

იმ მოსაზრებას, რომ ახალი ფორუმი ოპოზიციურად გაწყობილ მოქალაქეთა ვირტუალური თავშეყრის ადგილი იქნება, არც დავით საძაგლიშვილი ეთანხმება და არც სუპერ-მოდერატორი ელი, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა. თუმცა, ელი ფიქრობს, რომ ფორუმ.გე-ს მოდერატორები პოლიტიკური ნიშნით მიკერძოებულები და არანეიტრალურები არიან, რომ ისინი ოპოზიციონერ მომხმარებლებს კომენტირების საშუალებას უზღუდავენ.

თემურ ხაინდრავა აცხადებს, რომ „მოდერატორები ფორუმის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. ნებისმიერი თემის დახურვა, გადატანა, გაერთიანება და ა.შ. ფორუმის პოლიტიკას ემსახურება. შეიძლება ვინმე პოლიტიკურ სარჩულს ხედავდეს იმ ფაქტში, როცა ერთსა და იმავე საკითხზე გახსნილი 30 თემა ერთიანდება“.

ფორუმ.გე 2001 წლიდან არსებობს და მას ყოველდღიურად დაახლოებით 22 ათასი უნიკალური მომხმარებელი სტუმრობს. ნეტგაზეთი რამდენიმე მათგანს ელაპარაკა. მათგან უმეტესობა 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტს იმ თარიღად მოიხსენიებს, როცა თბილისის ფორუმის (ფორუმ.გე) პოლიტიკა შეიცვალა. ომის დროს ფორუმი რამდენიმე დღით დაიხურა. მომხმარებლების ნაწილი ამ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ფორუმზე კონტროლის დაწესებას უკავშირებს. ნაწილი ასე არ ფიქრობს, მაგრამ მიიჩნევს, რომ 2008 წლის ზაფხულის შემდეგ სოციალურ ქსელში პერიოდულად, პოლიტიკური მოსაზრებით თემების დახურვა დაიწყო.

მიშა სვანიძე, რომელიც ბოლო დროს პოლიტიკის განყოფილების აქტიური წევრი არ არის, იხსენებს: „ადრე მეტად ხდებოდა თემების დახურვა, ახლა მგონი ნაკლებად. ოღონდ ეს შეფარული იყო - რიტორიკით და ხუმრობებით ინიღბებოდა. პირდაპირ არავინ ამბობდა, რომ თემა ოპოზიციური შინაარსის გამო იხურებოდა“. ირაკლი შენგელიას, ასევე პოლიტიკის სექციის მომხმარებელს, ამასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს: „არ ვიცი, რამდენად ობიექტური შეიძლება ვიყო, მაგრამ არასდროს შემინიშნავს, რომ ვინმე პოლიტიკურ ნიადაგზე დაესაჯათ, ბანი დაედოთ ან თემა დაეხურათ“. ლევან ძნელაძე, რომელიც მისივე თქმით, ხელისუფლებასთან ასოცირებულ მომხმარებელს არ წარმოადგენს და გარკვეული ხნის მანძილზე მელომანიის განყოფილების მოდერატორი ყოფილა, ფიქრობს: „თუ წესების დაცვით მოქმედებ, არ მგონია, ვინმემ თემა დაგიხუროს. როცა მოდერატორი ვიყავი, ზოგჯერ ბრალდებებს მიყენებდნენ, რომ თურმე რაღაც ჯგუფი არ მომწონს და ამიტომ თემას ვხურავ. ფორუმს ძალიან მრავალფეროვანი მომხმარებელი ჰყავს და ვერ გაიგებ, ვის რა ხუშტური აქვს. თანაც, ძალიან ბევრი არასრულწლოვანია და ანგაჟირებულები არიან“. იგივეს აცხადებს მომხმარებელი მეტსახელად სპინოზა, რომელმაც 31 მაისს ფორუმის ოპოზიციურად განწყობილ წევრებს ერთთვიანი ბოიკოტისკენ მოუწოდა: „მსგავსი რამ  არასდროს შემიმჩნევია. ფორუმი საკმაოდ დემოკრატიულია, რის გამოც პოპულარობით სარგებლობს“.  

სპინოზას მიერ ინიცირებული ბოიკოტის მიზეზი, მისივე სიტყვებით, ფორუმის პოლიტგანყოფილებაში დღევანდელი ქართული პოლიტიკური მოდელის ასლის გაკეთება იყო, როცა ქვეყანას ერთი პოლიტიკური ძალა მართავს და პლურალიზმის ნაკლებობაა. „ყველაზე დემოკრატიულ ფორუმზე მიკრო ასლის შექმნას, ხელისუფლების ყველაზე აქტიური დამცველებისთვის დღევანდელი ჩიხური მდგომარეობა უნდა ეჩვენებინა“.

პროსახელისუფლებო მომხმარებლების საკუთარ თავთან დიალოგში დატოვების მცდელობით გამოწვეულ ბოიკოტს კი რამდენიმე დღეში ახალი ფორუმის (www.forumge.ge) გახსნა მოყვა. ნეტგაზეთთან საუბარში ერთ-ერთი ბოიკოტისტი მომხმარებელი მეტსახელით chombe ამბობს, რომ „გეგე“ ფორუმელებმა თავისი მიზნების მისაღწევად გამოიყენეს, რადგანაც ბოიკოტისტთა სახელით ადამიანებს ახალ ფორუმში დარეგისტრირებისკენ მოუწოდებდნენ.

ამ წუთისთვის ფორუმგე.გე-ს 309 მომხმარებელი ჰყავს. 4 დღის განმავლობაში საიტზე 777.5 კომენტარი გაკეთდა.

კომენტარი

სათაური:
Hey im new here
ვისგან:
შიგთავსი:
Hey im new here. Im sam, how is everyone? I look forwards to being a active memeber
სათაური:
Airini
ვისგან:
შიგთავსი:
Forum.ge iyo, aris da ikneba! forumge.ge kidev - unichobis "shedevria". ubralod dro unda da tavad daxuraven. plagiatizmi amazrzeni ramea.
სათაური:
Katieé.Ge
ვისგან:
შიგთავსი:
იურიდიულად აშკარა დარღვევას აქვს ადგილი და სასამართლოთი მოიგებს ფორუმ.გე. მისამართი შეიძლება დარჩეს იგივე, მაგრამ დიზაინის და კონტენტის კოპირება შეცდომაში შემყვანია და უკვე არსებული ფორუმის სახელის გამოყენებით სახელის მოპოვებაა, რაც არ შეიძლება. ბარემ უკვე არსებული სასარგებლო თემები პოსტებიანად გადააკოპირონ და ეგ იქნება.
სათაური:
Alexander
ვისგან:
შიგთავსი:
1) Forum.ge_ze (gansakutrebit politikur gankopilebashi) aris kretinebis da uknara gaunatlebeli demagogebis sachorao bude. 2) Veranair cenzuras ver vxedav, forumi upro opoziciuri iko tumca bolo hanshi (gansakutrebit opoebis gautavebeli isterikebis da sacodaobebis da moskvashi voyageis shemdeg) situacia mainc sheicvala. 3) forumge.ge tu rac aris, es supta biznesis ambavia. Tan shvatashoris sakmaod ugemovno nabijia. Ai rame shva saheli rom mogepikrebinat, rame brandi shegekmnat... ahali gacilebit uketesi dizaini da forum engine gageketebinat ai mashin amas ekneboda azri, ehla ki ubralo sacodaobaa... 3) Kvelam daikidet ra,,, P.S. Da nu iginebit, kartul internetshi mholod me makvs amis upleba.
სათაური:
-------------
ვისგან:
შიგთავსი:
ვერასდროს ვერ მოესწრები ფორუმგე.გე-ს დახურვას იმიტომ რომ მე ვარ ზურგი!!! --------------------------------- moderatori: ნუ იგინებით!!!!!!!!!!!!!!!! ნუ მაიძულებთ საერთოდ შეგიზღუდოთ კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა
სათაური:
ვისგან:
შიგთავსი:
სათაური:
ვისგან:
შიგთავსი:
სათაური:
TIM
ვისგან:
შიგთავსი:
----------------------
სათაური:
dshn
ვისგან:
შიგთავსი:
---------moderatori: შეურაცმყოფელი პოსტი წაშლილია. გთხოვთ, ნუ იგინებით
სათაური:
unknown
ვისგან:
შიგთავსი:
რაც არ უნდა იძახონ და აკეთონ უნიჭო copy/paste, ადრე თუ გვიან ისევ ძველ ფორუმს დაუბრუნდებიან. Tim შენს ადგილას ამ საქმეს ორი კარგი იურისტით მოვიგებდი :) საქართველოა და მოსულა ეს ყველაფერი მაგრამ ნამდვილად არ ბნელა და უმრავლოესობა შენ დაგიჭერს მხარს. ადრე თუ გვიან ეს ფორუმიც ჩაიძირება, ხოლო ფორუმ.გე ყოველთვის იქნება ნომერ პირველი, მოუხედავად 1500 ბრალდებისა :)
სათაური:
ReaVR
ვისგან:
შიგთავსი:
Tim jer sityvierad gafrtxileb Shemdegshi worn ar agcdeba da tu kidev gaagrdzeleb 7 dgian bans ver ascdebi
სათაური:
AAA
ვისგან:
შიგთავსი:
[b]Tim[b] [quote]თქვენ ძალიან მალე დაიხურებით პიროაბს გაძლევთ[/quote] [w]წორნი muqarisTvis[w]
სათაური:
gomb2
ვისგან:
შიგთავსი:
ეს ფორუმიც ყველა ფორუმს დაემსგავსება და გაბანძდება, როდის იყო ფორუმენიდან საქმე კეთდებოდეს, ჭორიკნების თავშესაქცევია, რომელასაც გასართობად მეც მივმართავ ხოლმე, მაგრამ ეს ცხოვრების წესად არ უნდა გავიხადოთ, თუ ვინმეს რამის ტრაკი გაქვთ და გგონიათ რომ რამე მნიშვნელოვანს აკეთებთ ფორუმ(ებ)ზე მინდა გითხრათ რომ ცდებით, ჯობია ჩემთან სოფელში წამოხვიდეთ და თიბვაში მომეხმაროთ, ეს უფრო სასარგებლო იქნება თქვენთვის. :) მიშაც მაგარია!!
სათაური:
Dambacha
ვისგან:
შიგთავსი:
jerjerobit akrgi forumia vanxot ra moxdeba shemdgom imedi maqvs ro ar daemsgavseba " nacionalebis " shtabs , warmatebebi midna vusurvo , forumge.ge s shurianebo shegidzliat mag gamotayvanebul mtavroabs ulokoot -------- da iyot damwuxrebuli saxeebit :D:D:D:D:D:D:D:D მოდერატორი: გთხოვთ, კომენტარების დროს თავი შეიკავოთ უცენზურო სიტყვების გამოყენებისგან
სათაური:
Tim
ვისგან:
შიგთავსი:
თქვენ ძალიან მალე დაიხურებით პიროაბს გაძლევთ
სათაური:
ვანო
ვისგან:
შიგთავსი:
საინტერესო სტატიაა, ნათელია რომ forum.ge-ს სახელისუფლებო ბლოკი მართავს, რასაც ვერ ვიტყვი ეგრეთწოდებულ ახალ ”იდენტურ ფორუმზე”
E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

"დავარცხნილი რეალობა" ქართველი ბლოგერებისთვის

ბოლო დროს ქართველ ბლოგერებს ხშირად იწვევენ კერძო კომპანიები თუ სახელმწიფო სტრუქტურები სხვადასხვა შეხვედრებსა თუ გასვლით ტურებზე. არის თუ არა მიზანი პოზიტიური პოსტები და რამდენად გამართლებულია ეს?


ქართული ბლოგების მიმოხილვა

შერონ სტოუნი და იასამნისფერი ძროხები

„სტოუნმა ბალი ჭამის წინ გარეცხა ხალხოო, წარმოგიდგენიათ? აი თურმე რა გვაკლდა, აი თურმე რატომ არ გვიღებენ ნატოს კარს. ბალს ჭამის წინ გარეცხვა უნდა? არა რაა, რა უცნაური ახირებები აქვთ ამ ვარსკვლავებს... საწყალი ენდი გარსია კი სადღაც დაჩანჩალობდა. არადა არც არავინ დაინტერესებულა სად დადის ეს კაცი, რას შვება, ეგებ გაურეცხავს ჭამს რამეს.."



დამოუკიდებლობის დღე და "ბართლომეს ღამე"

"მშობელთა უმეტესობამ იცის, რომ მის შვილს აქვს სექსუალური ურთიერთობა, თუმცა მისთვის მთავარია ეს “ბინძური ქმედება” არ ჩაიდინოს სახლში და სადაც უნდა იქ “უქნია”. რადგან ქართველ ახალგაზრდათა უმეტესობას არ აქვს ცალკე ცხოვრების საშუალება, მას უწევს სექსით დაკავდეს სადარბაზოებში, სახურავებზე და სასაფლაოებზეც კი!"

წინა | შემდეგი
2012-05-16

სოფლებში კომპიუტერული ცენტრების თანამშრომლების შერჩევა დაიწყო

"კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების" პროექტის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი, რომლითაც შეირჩევიან კომპიუტერული ცენტრების თანამშრომლები.

2012-05-01 | gadget 

ელექტრონული წიგნები Windows 8 ოპერატიული სისტემით

Microsoft–მა 300– მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა ელექტრონული წიგნების მწარმოებელ კომპანია Barnes & Noble-ში - იუწყება  BBC.

წინა | შემდეგი