ახალი ამბები
2012-05-18

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ პატიმარი გააუპატიურეს

დღეს, 18 მაისს, ორგანიზცია ”სოლიდარობა უკანონო პატიმრების” წევრებმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ქსნის №15 დახურული ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პატიმრის წერილი მიღეს, სადაც ის წერს, რომ ის ციხის თანამშრომლებმა ცემეს და შემდეგ რეზინის ხელკეტით გააუპატიურეს.

2012-05-18

შატბერაშვილი: "საქართველოს რკინიგზის" დაპატრონება სააკაშვილის ბიძას სურს

შატბერაშვილი პროგნოზირებს, რომ "საქართველოს რკინიგზას" თემურ ალასანაიას დახმარებით ხელში რუსეთი ჩაიგდებს.

2012-05-18

შსს: სოსო მანჯავიძე გუშინდელი ჩხუბის გამო დააჯარიმეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, შოთა უტიაშვილის ცნობით, წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერი, სოსო მანჯავიძე, გუშინ, 17 მაისს თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია–მსვლელობის მონაწილეებან ჩხუბის გამო დააკავეს და დააჯარიმეს.


ეროვნული შეფასებები არაქართულენოვან სკოლებშიც დაიწყო

პირველი ეროვნული შეფასება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ქართულენოვან საჯარო სკოლებში 2011 წლის დეკემბერში, მას შემდეგ ჩაატარა, რაც მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა მოსწავლეთა საერთაშორისო კვლევების მეთოდოლოგია უარყოფითად შეაფასა და განაცხადა, რომ დროა, საქართველო შიდა შეფასებებზე გადავიდეს.

2012-05-17

ბიზსნესმენი ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორებას “მე-9 არხთან” კავშირით ხსნის

შპს “ტელეკომპანია I სტერეოსა” და შპს “სტერეო +”– ის წილები დამფუძნებელ დავით ზილფიმიანს, როგორც თავად ამბობს, უკანონოდ დაუყადაღეს საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ბეჟუაშვილისა და იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მეშვეობით.


ლგბტ აქტივისტებმა შეურაცხყოფის ფაქტზე პროკურატურას მიმართეს

ორგანიზაცია "იდენტობის" გამგეობის თავმჯდომარე ელინა გლახაშვილი განცხადებით მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას, რათა დაიწყოს გამოძიება დღეს თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული მსვლელობის მონაწილეების ცემისა და შეურაცხყოფის ფაქტებზე.


ძიძიგური: "ქართული ოცნების" რუსთავის ოფისის მეპატრონე პოლიციაში დაიბარეს

კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, ზვიად ძიძიგურის თქმით, "ქართული ოცნების" რუსთავის ოფისის მეპატრონეს, მამუკა მატკავას პრობლემები შეექმნა.


ივანიშვილმა რუსული აქტივები თითქმის 1 მილიარდ დოლარად გაყიდა

ბიძინა ივანიშვილის დეველოპრეული აქტივების გაყიდვის თაობაზე ხელშეკრულება უკვე გაფორმდა კომპანია "უნიკორსა" და "ბინ ჯგუფს" შორის. ამ ინფორმაციას კომპანია "უნიკორი" თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

2012-05-17

სააკაშვილი აშშ-ში მოღვაწე ქართველ ექიმებს დაბრუნებას სთავაზობს

საქართველოს პრეზიდენტი ნიუ იორკში აშშ-ში მოღვაწე ქართველ ექიმებს შეხვდა და საქართველოში მომუშავე სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებად ქვეყანაში დაბრუნება შეთავაზა.


ლგბტ პირთა დისკრიმინაცია საქართველოში

გამოკითხულთა უმეტესობა (42%) მალავს ან შერჩევით მალავს საკუთარ ორიენტაციას. ღიად ამის შესახებ მხოლოდ 16% საუბრობს. ასევე, გამოკითხულთა უმეტესობა საკუთარი იდენტობის შესახებ დედასთან საუბრობს, მამებთან კი - ყველაზე იშვიათად. როგორც წესი, მამები შემთხვევით, სხვა ადამიანისგან იგებენ ამის შესახებ.

2012-05-16

ვის გადააბარებს მთავრობა პენსიების გაცემის სერვისს

2009 წელს გამოცხადებულ საპენსიო ტენდერში “ლიბერთი ბანკი” უალტერნატივო აღმოჩნდა. რამდენად თავისუფალი აღმოჩნდება პენსიით უზრუნველყოფის სეგმენტში ახალი სატენდერო პირობების გამოტანისას  შრომის, ჯანმრთელობის დაცვის და სოცუზრუნველყოფის სამინისტრო, პროგნოზირება რთულია.

2012-05-16 | პოლიტიკა 

ბოიკოტირება პარლამენტში რეგლამენტით დარეგულირდება

პარლამენტის ახალი რეგლამენტით დეპუტატების მხრიდან ბოიკოტირების საკითხი დარეგულირდება. საქართველოს 2008 წლის მოწვევის პარლამენტში უკვე მეოთხე წელია ბოიკოტის რეჟიმში არიან “ლეიბორისტები”, რომლებიც გასამრჯელოს იღებენ ბიუჯეტიდან იმ სამუშაოს გამო, რასაც ისინი, როგორც დეპუტატები, უნდა ასრულებდნენ.

2012-05-16

ინფორმაცია თანამდებობის პირთა ხელფასებზე და პრემიებზე შესაძლოა დაიხუროს

საქართველოს პარლამენტში შესულია კანონპროექტი, რომელიც, კანონად მიღების შემთხვევაში, საჯარო მოხელის ხელფასის, პრემიისა და სხვა პერსონალური მონაცემის შესახებ ინფორმაციას დახურავს.

2012-05-16

თბილისის სარეზერვო ფონდის 3 მილიონი ლარით გაზრდას მხარი ყველა დეპუტატმა დაუჭირა

იმის მიუხედავად, რომ საკრებულოს დღევანდელმა საგანგებო სხდომამ ცხარე კამათის ფონზე ჩაიარა, თბილისის სარეზერვო ფონდის 3 მილიონი ლარით გაზრდას მხარი ყველა დეპუტატმა დაუჭირა.

2012-05-16

ინკლუზიური ტურიზმისთვის არაადაპტირებული გარემო საქართველოში

“საქართველოში შშმპ-ებისთვის გარემოს ადაპტირება არ ხდება. არ შეიძლება აშენებდნენ სასტუმროებს და ამბობდნენ, რომ ადაპტირება დაავიწყდათ, აშენდა სათაფლია - დაავიწყდათ, აშენდა სიღნაღი - დაავიწყდათ, ეს ხომ ახლა აშენდა და არა 1990–იან წლებში?!" - ამბობს გია ძნელაძე, კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ხელმძღვანელი.

2012-05-16

პროკურატურა ტერორიზმში ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმებას არ გაუფორმებს

დღეს, 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე პროკურორმა ვლადიმერ ვექილიანმა განაცხადა, რომ პროკურატურა წყვეტს ყველანაირ მოლაპარაკებას ტერორიზმში ბრალდებულებთან. მიზეზად პირობებზე შეუთანხმებლობა დასახელდა.

2012-05-16 | პოლიტიკა 

რეგლამენტის დამრღვევი დეპუტატებისთვის სანქციები მსუბუქდება

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვით, დეპუტატს რეგლამენტის დარღვევის გამო უმსუბუქდება სანქციები. კერძოდ, დეპუტატს, რომლის ნაცვლად სხვა მისცემს ხმას, ერთი თვის ხელფასი სრულად აღარ დაექვითება და მის გასამრჯელოს მხოლოდ 20% მოაკლდება.

2012-05-16

კონტროლის პალატის განცხადება "ქართული ოცნების" დაქირავებული კომპანიის დაჯარიმებაზე

"ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მოპოვებული მასალების შესწავლამ ცხადყო, რომ მთელ რიგ ოფისებში, მხოლოდ მინიმალური ხარჯების გათვალისწინებით, შპს „მენეჯმენტ სერვისის“  მიერ გაწეული ხარჯები მნიშვნელოვნად აღემატება პარტიების მხრიდან მრავალი თვის გადანაწილებით პოტენციურად მისაღებ შემოსავალსაც კი ."

წაიკითხეთ ყველა სტატია ამ განყოფილებაში
2012-05-18

ზურაბ აბაშიძემ მერიასთან ქალაქის უხარისხო რეაბილიტაცია გააპროტესტა

კოალიცია “ქართული ოცნების” ერთ–ერთმა ლიდერმა თბილისის მერიასთან განცხადება გააკეთა და ოფიციალური წერილიც დატოვა.

2012-05-18 | რეკლამა 
2012-05-18

ვაშაძე აზერბაიჯანელ კოლეგას დავით გარეჯის საკითხზე ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძესა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ელმარ მამედიაროვს შორის 17 მაისს სატელეფონო საუბარი გაიმართა.

2012-05-17

ჯონ ბასი: სამწუხაროდ, ხალხი დაუპირისპირდა მშვიდობიან მსვლელობას

“მშვიდობიანი შეკრება – ხალხთა ჯგუფების შესაძლებლობა, შეიკრიბონ საჯარო ადგილას და გამოხატონ, დააფიქსირონ საკუთარი პოზიციები – დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. ეს არის ასევე უმცირესობების უფლებები, მათ შორის სექსუალური უმცირესობათა წარმომადგენლების", - აღნიშნა სოციალურ ქსელში ჯონ ბასმა.


“იდენტობა”: პატრულმა არ შეასრულა კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილება

პატრულმა არ შეასრულა კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილება და რეაგირება არ მოახდინა მსვლელობის მონაწილეთა მისამართით განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე.

2012-05-17

საშემოსავლო გადასახადის 2% კერძო საპენსიო ფონდში გადაირიცხება

"საგადასახადო კოდექსში" შესატანი ცვლილებების თანახმად, საშემოსავლო გადასახადი 2013 წლის შემდეგ 18%-ით  განისაზღვრება, იმ შემთხვევაში, თუ პირის დასაბეგრი შემოსავლის 2%, დაზოგვის სქემის შესაბამისად, მმართველ კომპანიაში ირიცხება.


ავღანეთი, პაკისტანი და ახალი გამოწვევები ნატოს ჩიკაგოს სამიტზე

2012 წლის ჩიკაგოს სამიტზე ნატო იმ გამოწვევებზე იმსჯელებს, რის წინაშეც ალიანსი ავღანეთიდან კონტიგენტის გაყვანის შემდეგ აღმოჩნდება.

წინა | შემდეგი