საზოგადოება

დათვები საქართველოდან ჰოლანდიაში

დათვები ძველ გალიაში რუსთავის ზოოპარკში. დათვების ყოფილი მფლობელი მარჯვნივ დგას, მას ახლავს გადამღები ჯგუფი, რომლებიც მთელ პროცესს ორი დღის განმავლობაში აღბეჭდავდნენ, თუ როგორ მოხდა დათვების გადაყვანა ზოოპარკიდან თბილისის აეროპორტში;

2007 წლის 29 აპრილის ადრიანი დილაა; დათვები სპეციალურ ყუთში იმყოფებიან, რათა შემდეგ ისინი ანტონოვის საბარგო თვითმფრინავის ჩარტერული რეისით ჰოლანდიაში გადაიყვანონ. დათვები ცოტას ნერვიულობენ, ალბათ, ფიქრობენ „რა ხდება“? ყველაფერი მზადაა მათ ჰოლანდიაში გადასაყვანად.

7 საათის შემდეგ ისინი სამხრეთ ჰოლანდიის მაასტრიხტის (Maastricht Airport) აეროპორტში ჩავიდნენ. ისინი თავს კარგად გრძნობენ და ფრენის დროს ცოტა  წაიძინეს კიდეც!

ორი საათის მგზავრობის შემდეგ ისინი დათვების თავშესაფარში, ე.წ. დათვების ტყეში აღმოჩნდნენ, რომელიც რენენში (ჰოლანდია) მდებარეობს და უვეჰანდის ზოოპარკის ნაწილია. პრესის უამრავი წარმომადგნელი მოვიდა, რათა პროცესი ენახათ. დათვები სპეციალურ კარანტინში გადაიყვანეს, სადაც ისინი, სულ მცირე, ექვსი კვირის განმავლობაში რჩებიან ხოლმე. უვეჰანდის ზოოპარკის ვეტერინარი სინჯავს დათვებს  ექვსი თვის განმავლობაში- ამოწმებს მათ კბილებს და ხდება დათვების კასტრაცია. ჩვენ ყველა მამალი დათვის კასტრაციას ვახდენთ, რადგან არ გვინდა,რომ მათ ბელები გაუჩნდეთ. უკვე ბევრი დათვი იმყოფება ტყვეობაში და თუ ახალი ბელებიც მიემეტება მათ რიცხვს, ჩვენს თავშესაფარში ადგილი აღარ იქნება ახალი დათვების გადასარჩენად, რომლებსაც ისეთივე შველა სჭირდებათ, როგორც საქართველოდან ჩამოყვანილ დათვებს!

ერთი–ერთმა დათვმა საქართველოდან, სახელად დიუკმა, დათვების ტყეში მცხოვრებ მგელს ჩაუარა.  ამ თავშესაფარში დათვებთან ერთად, ოთხი მგელიცაა, ამით ჩვენ ორივე სახეობის ბუნებრივი ქცევის სტიმულირებას ვახდენთ. ველურ ბუნებაში ისინი ასე თანაცხოვრობენ.  ჩვენს დათვების ტყეში ისინი არასოდეს მოდიან ერთმანეთთან სერიოზულ კონფლიქტში, რადგან საკმარისი ადგილი აქვთ (20 ათასი კვადრატული მეტრი), რომ ორივე სახეობა მოთავსდეს. ზოგჯერ ერთად თამაშობენ კიდეც!

საქართველოდან ჩამოყვანილი დათვები – დიუკი და დიზელი ხის ქვეშ ისვენებენ(2007 წლის სექტემბერი). ისინი თავს კარგად გრძნობენ და ახალი მეგობრებიც კი შეიძინეს! ერთ–ერთი აქ მცხოვრები ახალგაზრდა დათვი, რომელიც 2004 წელს მოსკოვის დუროვის თეატრიდან ვიხსენით, ბევრს თამაშობს საქართველოდან ჩამოყვალ დათვებთან ერთად!  

საქართველოდან ჩამოყვანილი დათვი სახელად იგორი ისვენებს (2007 წლის სექტემბერი)

საქართველოდან ჩამოყვანილი დათვი სახელად იგორი ისვენებს (2007 წლის სექტემბერი)

იგორი ისვენებს (2007 წლის სექტემბერი)

იგორი ისვენებს (2007 წლის სექტემბერი)

 

საქართველოდან ჩამოყვანილი დათვი დიზელი შვედეთიდან ჩამოყვანილ ბიორნასთან ერთად ჭყუმპალაობს. ბიორნა დათვების ტყეში 1994 წელს მოვიდა პოლარულ დათვ ჰაგისთან ერთად. როცა მოიყვანეს, ორივე ძალიან პატარა იყო და სულ ერთად თამაშობდნენ. მაგრამ გაზრდის შემდეგ, ერთმანეთს უკვე ვეღარ ეწყობოდნენ. ჰაგისი ისევ უვეჰანდის ზოოპარკში ცხოვრობს (2007 წლის ივლისი).

დიუკი კამერის წინ პოზირებს.

დიუკი კამერის წინ პოზირებს.

კომენტარი

სათაური:
Tsira
ვისგან:
შიგთავსი:
Lali: Follow-up kidev iqneba imaze, tu ra bedi eweva zooparkis datvebs, roca mati wayvanis dro daudgeba International Bear Foundation-s 2010 wlis oqtombershi... P.S. qartuls mec inglisuri mirchevnia, dzalian miyvars es enuka :) - common tastes :)
სათაური:
Tsira
ვისგან:
შიგთავსი:
dae, daisvenos saflavshi, tan mashin Datvi witel wignshi ar iyo :)
სათაური:
geli
ვისგან:
შიგთავსი:
dzalian adamianurad aris mokolili istoriebi,emociurad,nu chem miuchvevel kurs ase moxvda. chventan aset temebze xo dzalian cota saubrobs!saintereso iqneboda,ciri,babuashenis-datvebze cnobili monadisris da sheni-momavalshi datvebis cnobili damcvelis- saubari!
სათაური:
Tsira
ვისგან:
შიგთავსი:
Thanks to Alertis for keeping them there!
სათაური:
lali
ვისგან:
შიგთავსი:
gmerto, ra sayvareli arsebebi arian! cira, rogor mixaria, rom kidev vnaxe es datuCebi aq! gaaxarebs gmerti, vinc es masala gamogzavna da follow-upic gvaqvs amgvarad:) p.s. mapatiet, rom cota kartuli agar gekerkeba momivida:)))))))
სათაური:
tsgvasalia@gmail.com
ვისგან:
შიგთავსი:
ზურიუსს ეს ვიდეო აჩვენე და იქნებ იცნოს ბელი :) http://www.youtube.com/watch?v=yfrTlUT8MK0&feature=player_embedded
სათაური:
ნან
ვისგან:
შიგთავსი:
არ ვიცი ისაა თუ არა :( ზურიუსს უნდა ვკითხოთ, მის ბლოგზე იყო ქუთაისელი დათვის ბელის ვიდეო, იქნებ იცის რა შეემთხვა http://www.youtube.com/watch?v=9jmjJtZ8k8w&feature=player_embedded
სათაური:
ცირა გვასალია
ვისგან:
შიგთავსი:
ნან, მიდი გაიგე რა დაემართა მაგ ბელს და მერე პატარა დოკუმენტურიც გადავიღოთ მე და შენ! :) მაგრამ ეს ის ბელი ხომ არაა, ზოოპარკში რომ მოიყვანეს ახლახან? http://www.youtube.com/watch?v=yfrTlUT8MK0&feature=player_embedded შენ როდის ნახე?
სათაური:
ნან
ვისგან:
შიგთავსი:
რა კარგები არიან :)) ის დათვის ბელი გამახსენდა ქუთაისის ბაღში რომ იყო პატარა გალიაში გამოკეტილი. ნეტა რა ბედი ეწია :(
E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

620 ოჯახი წყლის გარეშე

თბილისში, სოფელ გლდანულაში, მცხოვრები 620 ოჯახი ადიდებულმა მდინარემ სასმელი წყლის გარეშე დატოვა. მოსახლეობის ნაწილს სახლთან მისასვლელი გზა დაუზიანდა. მოქალაქეები მთავრობის მხრიდან უყურადღებობას უჩივიან. 

წინა | შემდეგი

ინტეგრირებული გამოცდა მასწავლებლებისთვის

არიან თუ არა არათანაბარ პირობებში მასწავლებლები, რომლებიც ინგლისურ ენასა და კომპიუტერში ინტეგრირებულ გამოცდას აბარებენ.

2012-05-14 | ეკოლოგია 

როგორ უნდა აერიდებინა თბილისს სტიქია

თბილისში ჰიდროგეოლოგიურ პროცესებზე მონიტორინგის სამსახურის არსებობის შემთხვევაში, სტიქიისა და, შესაბამისად, ხუთი ადამიანის სიკვდილის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა.

2012-05-08

ACT: "გამოკითხულთა 49%-ის აზრით, ქალთა დისკრიმინაცია იშვიათია"

გამოკითხულთა 15 % მიიჩნევს, რომ ქალთა დისკრიმინაცია საქართველოში საერთოდ არ ხდება; 21 % ფიქრობს, რომ  ხშირად ხდება და 15 %-ს პასუხის გაცემა უჭირს.

წინა | შემდეგი