დღეს, 18 მაისს, ორგანიზცია ”სოლიდარობა უკანონო პატიმრების” წევრებმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ქსნის №15 დახურული ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პატიმრის წერილი მიღეს, სადაც ის წერს, რომ ის ციხის თანამშრომლებმა ცემეს და შემდეგ რეზინის ხელკეტით გააუპატიურეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, შოთა უტიაშვილის ცნობით, წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერი, სოსო მანჯავიძე, გუშინ, 17 მაისს თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია–მსვლელობის მონაწილეებან ჩხუბის გამო დააკავეს და დააჯარიმეს.
პირველი ეროვნული შეფასება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ქართულენოვან საჯარო სკოლებში 2011 წლის დეკემბერში, მას შემდეგ ჩაატარა, რაც მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა მოსწავლეთა საერთაშორისო კვლევების მეთოდოლოგია უარყოფითად შეაფასა და განაცხადა, რომ დროა, საქართველო შიდა შეფასებებზე გადავიდეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძესა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ელმარ მამედიაროვს შორის 17 მაისს სატელეფონო საუბარი გაიმართა.
შპს “ტელეკომპანია I სტერეოსა” და შპს “სტერეო +”– ის წილები დამფუძნებელ დავით ზილფიმიანს, როგორც თავად ამბობს, უკანონოდ დაუყადაღეს საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ბეჟუაშვილისა და იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მეშვეობით.
“მშვიდობიანი შეკრება – ხალხთა ჯგუფების შესაძლებლობა, შეიკრიბონ საჯარო ადგილას და გამოხატონ, დააფიქსირონ საკუთარი პოზიციები – დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. ეს არის ასევე უმცირესობების უფლებები, მათ შორის სექსუალური უმცირესობათა წარმომადგენლების", - აღნიშნა სოციალურ ქსელში ჯონ ბასმა.
პატრულმა არ შეასრულა კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილება და რეაგირება არ მოახდინა მსვლელობის მონაწილეთა მისამართით განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე.
ორგანიზაცია "იდენტობის" გამგეობის თავმჯდომარე ელინა გლახაშვილი განცხადებით მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას, რათა დაიწყოს გამოძიება დღეს თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული მსვლელობის მონაწილეების ცემისა და შეურაცხყოფის ფაქტებზე.
"საგადასახადო კოდექსში" შესატანი ცვლილებების თანახმად, საშემოსავლო გადასახადი 2013 წლის შემდეგ 18%-ით განისაზღვრება, იმ შემთხვევაში, თუ პირის დასაბეგრი შემოსავლის 2%, დაზოგვის სქემის შესაბამისად, მმართველ კომპანიაში ირიცხება.
ბიძინა ივანიშვილის დეველოპრეული აქტივების გაყიდვის თაობაზე ხელშეკრულება უკვე გაფორმდა კომპანია "უნიკორსა" და "ბინ ჯგუფს" შორის. ამ ინფორმაციას კომპანია "უნიკორი" თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.
საქართველოს პრეზიდენტი ნიუ იორკში აშშ-ში მოღვაწე ქართველ ექიმებს შეხვდა და საქართველოში მომუშავე სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებად ქვეყანაში დაბრუნება შეთავაზა.
გამოკითხულთა უმეტესობა (42%) მალავს ან შერჩევით მალავს საკუთარ ორიენტაციას. ღიად ამის შესახებ მხოლოდ 16% საუბრობს. ასევე, გამოკითხულთა უმეტესობა საკუთარი იდენტობის შესახებ დედასთან საუბრობს, მამებთან კი - ყველაზე იშვიათად. როგორც წესი, მამები შემთხვევით, სხვა ადამიანისგან იგებენ ამის შესახებ.
2009 წელს გამოცხადებულ საპენსიო ტენდერში “ლიბერთი ბანკი” უალტერნატივო აღმოჩნდა. რამდენად თავისუფალი აღმოჩნდება პენსიით უზრუნველყოფის სეგმენტში ახალი სატენდერო პირობების გამოტანისას შრომის, ჯანმრთელობის დაცვის და სოცუზრუნველყოფის სამინისტრო, პროგნოზირება რთულია.
პარლამენტის ახალი რეგლამენტით დეპუტატების მხრიდან ბოიკოტირების საკითხი დარეგულირდება. საქართველოს 2008 წლის მოწვევის პარლამენტში უკვე მეოთხე წელია ბოიკოტის რეჟიმში არიან “ლეიბორისტები”, რომლებიც გასამრჯელოს იღებენ ბიუჯეტიდან იმ სამუშაოს გამო, რასაც ისინი, როგორც დეპუტატები, უნდა ასრულებდნენ.
საქართველოს პარლამენტში შესულია კანონპროექტი, რომელიც, კანონად მიღების შემთხვევაში, საჯარო მოხელის ხელფასის, პრემიისა და სხვა პერსონალური მონაცემის შესახებ ინფორმაციას დახურავს.
იმის მიუხედავად, რომ საკრებულოს დღევანდელმა საგანგებო სხდომამ ცხარე კამათის ფონზე ჩაიარა, თბილისის სარეზერვო ფონდის 3 მილიონი ლარით გაზრდას მხარი ყველა დეპუტატმა დაუჭირა.
“საქართველოში შშმპ-ებისთვის გარემოს ადაპტირება არ ხდება. არ შეიძლება აშენებდნენ სასტუმროებს და ამბობდნენ, რომ ადაპტირება დაავიწყდათ, აშენდა სათაფლია - დაავიწყდათ, აშენდა სიღნაღი - დაავიწყდათ, ეს ხომ ახლა აშენდა და არა 1990–იან წლებში?!" - ამბობს გია ძნელაძე, კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ხელმძღვანელი.
დღეს, 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე პროკურორმა ვლადიმერ ვექილიანმა განაცხადა, რომ პროკურატურა წყვეტს ყველანაირ მოლაპარაკებას ტერორიზმში ბრალდებულებთან. მიზეზად პირობებზე შეუთანხმებლობა დასახელდა.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვით, დეპუტატს რეგლამენტის დარღვევის გამო უმსუბუქდება სანქციები. კერძოდ, დეპუტატს, რომლის ნაცვლად სხვა მისცემს ხმას, ერთი თვის ხელფასი სრულად აღარ დაექვითება და მის გასამრჯელოს მხოლოდ 20% მოაკლდება.
ბიძინა ივანიშვილის ძმის კუთვნილმა კომპანია, შპს გლობალ კონტაქტ კონსალტინგმა, ალტერნატიული ინფორმაციის მიწოდების მიზნით, საქართველოს რეგიონებში სატელიტური ანტენების მონტაჟი კახეთიდან დაიწყო.
"ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მოპოვებული მასალების შესწავლამ ცხადყო, რომ მთელ რიგ ოფისებში, მხოლოდ მინიმალური ხარჯების გათვალისწინებით, შპს „მენეჯმენტ სერვისის“ მიერ გაწეული ხარჯები მნიშვნელოვნად აღემატება პარტიების მხრიდან მრავალი თვის გადანაწილებით პოტენციურად მისაღებ შემოსავალსაც კი ."
ევროკავშირის დასკვნით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სფეროში გარკვეული წინსვლა აქვს, კვლავ პრობლემად რჩება ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლების უზრუნველყოფა, ასევე, დაპატიმრებულთა მიმართ გადამეტებული ძალის გამოყენება და წამების ფაქტების არასათანადო გამოძიება.
საქართველოდან 200-კაციანი დელეგაციის პარიზში გამგზავრებას, სადაც საქართველოს პატრიარქის მუსიკალური ნაწარმოებები უნდა შესრულდეს ილია II-ს აღსაყდრებიდან 35 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცენტრზე, ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს ხელისუფლება აფინანსებენ.
"პრეზიდენტი 14 მაისს გაემგზავრა აშშ-ში სამუშაო ვიზიტით. გადაფრენის მარშრუტი ითვალისწინებდა რამდენიმესაათიან გაჩერებას მილანში," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო "საქართველოს რკინიგზის" აქციების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსების შესახებ ოფიცილურ განცხადებას ავრცელებს.
შემოსავლების სამასხური და საქართველოს "საკანონმდებლო მაცნე" ერთობლივ პროექტს, სახელწოდებით „საქართველოს საგადასახადო კოდექსის განმარტებები“ ახორცელებს.
„მესაკუთრე საფრთხეს იგრძნობს იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი იტყვის: მოდით, ეს შენობა დავანგრიოთ და შესაბამისი კანონმდებლობა ვერ იქნება ბიზნესის დაცვის გარანტი“.
რა კავშირი აქვს ”ქართულ ოცნებას” ახალშექმნილ ფონდთან, რომელიც მოსახლეობის გარკვეული ნაწილის დახმარებას 1500-დან 5000 ლარამდე თანხით აპირებს და ცდილობს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ამ ფორმით ამომრჩევლის მოსყიდვას?
კოალიცია "ევროპული საქართველოსთვის" წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები გამოთქვამენ უკიდურეს აღშფოთებას 17 მაისს, თბილისში, რელიგიური ექსტრემისტების მიერ მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევისა და ძალადობის გამო. აღნიშნული განცხადება კოალიცია სოციალური ქსელით გაავრცელა.
საპატრიარქოს შობადობის პოლიტიკის შედეგი ათასობით ადამიანის ასეთ ოჯახში და დაწესებულებაში გატარებული მწარე ბავშვობაა. ამის თავიდან აცილება კი ეკლესიის მიერ მრევლისთვის კონტრაცეპტივების გამოყენებაზე ნების დართვა და ‘’ოჯახის დაგეგმვაა’’, რაც იმას ნიშნავს, რომ იმდენი შვილი უნდა იყოლიო, რამდენის მოვლასაც შეძლებ.
"ერთი წინადადებით რომ ეთქვათ, რომ საქართველოს კონსტიტუციით ბიძინა ივანიშვილს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და დაიკავოს ნებისმიერი თანამდებობა და დამთავრდებოდა ეს ყველაფერი. რად უნდოდათ, ასე რომ გაირთულეს ცხოვრება და ამდენი პრობლემები შეიქმნეს?!” – აცხადებს თინა ხიდაშელი.
რამდენად მიზანშეწონილია იმ ქვეყნის პირველი პირისგან, რომელმაც წინა ღამეს ხუთი ადამიანის ტრაგიკულად დაღუპვით დასრულებული ბუნებრივი სტიქია გადაიტანა, სლოვენიაში ფეხბურთის მატჩის საყურებლად გაფრენა?
ხელისუფლებაში მათი მოსვლის პირვალსავე წელს ცხარე კამათი გვქონდა მე და ნინო ზურიაშვილს გიგა ბოკერიასთან: ვეუბნებოდით, გამოძიებითი ჟურნალისტიკა უნდა დარჩეს ეთერში იმიტომ, რომ ხელისუფლებისთვის სასარგებლოა. პასუხი იყო ასეთი: არც ერთ ხელისუფლებას არ სიამოვნებს გარედან კრიტიკა, და საერთოდაც გვირჩია, ჯობს, პროფესია შეიცვალოთო.
თბილისში ჰიდროგეოლოგიურ პროცესებზე მონიტორინგის სამსახურის არსებობის შემთხვევაში, სტიქიისა და, შესაბამისად, ხუთი ადამიანის სიკვდილის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა.