ახალი ამბები

გიორგი ვაშაძე პროკურატურას უნდობლობას უცხადებს

31 მარტი, 2014 • • 1367
გიორგი ვაშაძე პროკურატურას უნდობლობას უცხადებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა საკუთარი თავის დელეგიტიმაციას ეწევა, განაცხადა გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

 

“პროკურატურამ საქმე წაიყვანა, თითქო, ეს არის მსუბუქი დაზიანება. მათ გამორჩათ, როგორც ჩან,ს და არ მიაქციეს ყურადღება, რომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული, გამორჩათ ისიც, რომ ელექტროშოკები იყო გამოყენებული, გამორჩათ ისიც, რომ პარლამენტის წევრის მიმართ იქნა ეს ყველაფერი გამოყენებული. თუ ამ ყველა გარემოებას გაითვალისწინებენ, მაშინ დანაშაული გაცილებით მძიმეა. მაგრამ იმ მუხლით, რომელიც მას წაუყენეს, ეს არის მსუბუქი დაზიანების მუხლი”,- განაცხადა ვაშაძემ.

 

გიორგი ვაშაძის აზრით, არსებობს მეზობლების ჩვენება, რომ შვიდ-რვა ადამიანს ნუგზარ წიკლაურის გატაცება სურდა, რომელსაც პროკურატურა ყურადღებას არ აქცევს ამ ეტაპზე.

 

“ეს არის ხელოვნურად გაკეთებული. თავის მიერ გაცემულ დავალებას მკაცრად გამოიძიებენ თვქენ გგონიათ?!”- ამბობს ვაშაძე. 

 

ვაშაძემ გაისხსენა ვანო მერაბიშვილის მტკიცება ციხიდან მისი გატაცების შესახებ, რომელიც პროკურატურამ არ გამოიძია, ასევე, გაიხსენა შალვა თათუხაშვილის საეჭვო გარემოებებში გარდაცვალების ფაქტი, ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმის გამოუძიებლობა, რომელთა არსებობა მას საგამოძიებო სამსახურისადმი ნდობას არ აძლევს. 

 

ვაშაძე მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს, რომ მან პირად კონტროლზე აიყვანოს ამ საკითხის გამოძიება, რადგან საქმე პარლამენტის წევრს შეეხება. 

 

ნუგზარ წიკლაურის თქმით, 31 მარტს გამთენიისას, 3 საათზე  დაბრუნდა სახლში. სახლთან მას დახვდა 3 მანქანა, რომელშიც დაახლოებით 7-8 ადამიანი იჯდა. დეპუტატი ამბობს, რომ ყოველგვარი შელაპარაკების გარეშე დაესხნენ ეს პირები თავს და დაუწყეს ცემა. წიკლაური დარწმუნებულია, რომ მათი მიზანი იყო ის იძულებით ჩაესვათ მანქანაში.

 

წიკლაურის თქმით, თავდამსხმელებმა ელექტროშოკი გამოიყენეს. თავდასხმის შემდეგ წიკლაური საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

 

საქართველოს მთავარ პროკურატურაში საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლის დარღვევა ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი