ახალი ამბები

ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქებისას დედა–შვილი დაშავდა

19 მარტი, 2014 • • 3333
ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქებისას დედა–შვილი დაშავდა

როგორც სამსახურის უფროსი თემურ გიორგაძე “ნეტგაზეთთან” საუაბრში აცხადებს, შეტყობინება აფეთქებისა და ხანძრის შესაცებ დაახლოებით 9:00 საათზე შევიდა:

“იყო შეტყობინება შემოსული, რომ ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე იყო აფეთქება, სადაც მობილიზებული იყო 7–8 ერთეული სახანძრო–სამაშველო ბრიგადა, აფეთქება მოხდა იტალიური საცხოვრებელის ტიპის ბინაში, პირველ სართულზე და ერთ–ერთ ოთახში ხანძარი იყო გაჩენილი. მოხდა დროულად ლიკვიდაცია ხანძრის, თუმცა აფეთქების დროს სახლში იმყოფებოდა დედა–შვილი, რომლებმაც მრავლობითი დამწვრობა და დაზიანებები მიიღეს. ბავშვი არის 7 წლის ბიჭი, მაშველმა მეხანძრეებმა მათი დროულად გამოყვანა მოახერხეს და ორივე მათგანი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი. რაც შეეხება მიზეზს, სავარაუდოდ, არის გაზის გაჟონვა, თუმცა, კონკრეტულად რა მოხდა, ამას უკვე სამართალდამცავები გაარკვევენ”, – აცხადებს თემურ გიორგაძე.

ადგილზე იმყოფება დიდუბე–ჩუღურეთის გამგებელი დავით დაღელაშვილი. მისი თქმით, დაშავებულთა მკურნალობის ხარჯებს გამგეობა გაიღებს:

“თქვენ იცით, რომ დედა–შვილია დაზარალებული, ისინი გადაყვანილები არიან საავადმყოფოში, ჩვენ მზად ვართ საჭიროების შემთხვევაში მათი მკურნალობის ხარჯებიც ავანაზღაუროთ და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში აქ დაზიანებული რაც არის სახლში, მივეხმაროთ და აღდგენაში შევუწყოთ ხელი”, – განაცხადა დავით დაღელაშვილმა.



მასალების გადაბეჭდვის წესი