ახალი ამბები

საკრებულო ვაკის პარკის საკითხზე “პარტიზან მებაღეებთან” ერთად იმსჯელებს

12 მარტი, 2014 • • 1013
საკრებულო ვაკის პარკის საკითხზე “პარტიზან მებაღეებთან” ერთად იმსჯელებს

საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, შიხიაშვილმა აქციის მონაწილეებს 14 მარტს საკრებულოში მისვლა სთხოვა. დაგეგმილ შეხვედრაზე მოძრაობის წევრებთან ერთად მიწვეულნი იქნებიან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და მხარეები შეეცდებიან იპოვონ გამოსავალი, რათა არც ინვესტორი დაზარალდეს და არც გარემო.


შიხიაშვილი მიიჩნევს, რომ მერიის მხრიდან მშენებლობის ნებართვების გაცემა საზოგადოებრივი ინტერესის გათავლისწინების გარეშე ხდებოდა:

 

“ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია ეკოლოგიურად სუფთა გარემო. ბიზნესი კარგია, მაგრამ უჰაეროდ ცხოვრება შეუძლებელია”,- განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

 

საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ფირუაშვილი არასწორად მიიჩნევს ვაკის პარკში  რაიმე ობიექტის განთავსებას და აცხადებს, რომ მიმდებარე ტერიტორია თბილისელებისთვის მოსასვენებელი ადგილი უნდა იყოს.

 


როგორც კახაბერ ფირუაშვილმა აღნიშნა, მერიის პრეროგატივაა ინვესტორისთვის სხვა ფართის შეთავაზება

 

“საკრებულოს დეპუტატები თბილისის მთავრობას მშენებლებისთვის ალტერნატიული მიწის გამოყოფას სთხოვენ”, – ნათქვამია საკრებულოს განცხადებაში.

 

შეხვედრა საკრებულოში 14 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი