სამართალი

106 მსჯავრდებული პირობით ვადამდე გათავისუფლდა

5 მარტი, 2014 • • 990
106 მსჯავრდებული პირობით ვადამდე გათავისუფლდა

პირობით ვადამდე გათავისუფლებულთა შორის 2 არასრულწლოვანია და 13 ქალბატონი. გარდა ამისა სასჯელი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით შეეცვალა 4 მსჯავრდებულს, რომელთაგაც 2 ქალბატონია.

“სხდომებზე 800-ზე მეტი მსჯავრდებულის შუამდგომლობა განიხილეს, კერძოდ მათი, ვისაც მოხდილი აქვს ნაკლებად მძიმე დანაშულზე – სასჯელის ნახევარი, მძიმეზე – 2/3, ხოლო განსაკუთრებით მძიმეზე – 3/4. შუამდგომლობების ინდივიდუალურად განხილვისას გაითვალისწინეს დანაშაულის ხასიათი, მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლეობა, ოჯახური პირობები, მსჯავრდებულის პიროვნება, ასევე ინდივიდუალურად შეფასდა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკები”, – ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.

 

მათივე ინფორმაციით, 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმით სულ 2737 მსჯავრდებული გათავისუფლდა, მათ შორის 312 ქალი და 44 არასრულწლოვანი. გათავისუფლებულთა რაოდენობა გაცილებით დიდია წინა წლებთან შედარებით. 2010 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე აღნიშნული მექანიზმით სულ 841 მსჯავრდებული გათავისუფლდა. მათ შორის- 12 არასრულწლოვანი და 39 ქალი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი