ახალი ამბები

ბარამიძე პრეზიდენტს: ნუ ამყოფებთ საკუთარ თავს და ხალხს სიცრუეში

21 თებერვალი, 2014 • • 882
ბარამიძე პრეზიდენტს: ნუ ამყოფებთ საკუთარ თავს და ხალხს სიცრუეში

გიორგი ბარამიძემ სიტყვით გამოსვლის დასაწყისში პრეზიდენტს წარმატება უსურვა და იქვე დასძინა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაური და ქვეყნის უმაღლესი  მთავარსარდალი, ნამდვიალდ იმსახურებს იმას, რომ აქ მის გამოსვლას ესწრებოდეს საქართველოს მთავრობა.

 

„რატომ ცდილობთ, რომ საკუთარი თავიც მოატყუოთ და საზოგადოებაც? მაგალითად, ქვეყნის ეკონომიკაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მაგალითად, როცა ხალხს მოატყუეთ და დაპირდით 100 ქარხანას, ისევე, როგორც მოატყუეთ და დაპირდით ხალხს იაფ კრედიტს და ა.შ. რატომ იტყუებთ თავს და საზოგადოებას რატომ ატყუებთ, რომ რუსეთთან რიტორიკის შერბილებით რუსეთი დარწმუნდება, რომ საქართველოს ნატოში შესვლა კარგია და მწვანე შუქს აუნთებს საქართველოს, ეს ხომ ტყუილია, ხალხო?

 

საქართველოს პრეზიდენტს მოგიწოდებთ, ადამიანს, რომელსაც მე პატივს ვცემ, თუნდაც, როგორც ყოფილ მეგობარს, თუ  არა მეგობარს, მეგობრულად მოგმართავთ: თქვით თქვენ სიმართლე და ნუ ამყოფებთ საკუთარ თავს და ხალხს სიცრუეში,” – აღნიშნა ბარამიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი