ახალი ამბები

“ნაციონალური მოძრაობა” სტატუსშეჩერებული სტუდენტების სტატისტიკას აქვეყნებს

13 თებერვალი, 2014 • • 1192
“ნაციონალური მოძრაობა” სტატუსშეჩერებული სტუდენტების სტატისტიკას აქვეყნებს

“07.10.13 – სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა იყო -28 055; 03.02.14 – სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა არის – 33575. ოთხ თვეში, ერთ სემესტრში ზრდა საგანგაშოა – 5520 სტუდენტს შეუჩერდა სტატუსი; საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე სტუდენტის სტატუსი შეჩერებული ჰქონდა 11 000- ზე მეტ სტუდენტს. იმ სტუდენტების რიცხვი, ვისაც უშუალოდ ფინანსური დავალიანების გამო აქვს შეჩერებული სტატუსი, არის 11685. მაშინ, როდესაც ოქტომბერში იყო – 8304,”- წერია განცხადებაში. 


ამის მიზეზად ნაციონალური მოძრაობა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკას ასახელებს.

“მოცემულ ვითარებაში განათლების სამინისტროს სტუდენტებისათვის თანხების განაწილების არაეფექტური, არარაციონალურ, უსამართლო პოლიტიკაა. დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა არ გაიზარდა თანხის ზრდის პროპორციულად. დაახლოებით 9 მლნ. ლარით წინა წელს ფინანსდებოდა, გრანტის სხვადასხვა ოდენობით, 8000 სტუდენტი. 2013-14 სასწავლო წელს დაფინანსება გაიზარდა დაახლოებით 10 მილიონით, მაგრამ გრანტიანი სტუდენტების რაოდენობა დღეისათვის არის მხოლოდ 9100. პროპორცია არაადეკვატური და უსამართლოა სხვა სტუდენტებისდ მიმართ. გარდა იმისა, რომ დაზარალდნენ სტუდენტები, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ერთი წლის განმავლობაში დააკლდა დაახლოებით  40-დან 50 მლნ ლარამდე. მხოლოდ ბოლო ერთი სემესტრის განმავლობაში უმაღლესებს დააკლდა დაახლოვებით 10 მლნ. ლარი,”- წერია განცხადებაში.

ნაციონალური მოძრაობა მოუწოდებს განათლების მინისტრს, გამოიტანოს “ადეკვატური დასკვნები შექმნილი მდგომარეობიდან. მოვაწყოთ სამუშაო შეხვედრა, შევქმნათ სამუშაო ჯგუფი, რათა თუნდაც არსებული დაფინანსების პირობებში გავაუმჯობესოთ დაფინანსების არსებული წესი.”

მასალების გადაბეჭდვის წესი