ახალი ამბები

მიუსაფართა თავშესაფარი თბილისში მარტის ბოლოსთვის აშენდება

3 თებერვალი, 2014 • • 1196
მიუსაფართა თავშესაფარი თბილისში მარტის ბოლოსთვის აშენდება

კომისიის გადაწყვეტილებით, ტერიტორია დიდი ლილოს მიმდებარედ გამოიყო. არსებული მიწის ფართობზე მოწესრიგდება კომუნიკაციები, რის შემდეგაც დაიწყება თავშესაფრის მშენებლობა. მშენებლობას  მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. შესაბამისი სამუშაოები კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. 


მიუსაფართა თავშესაფარი მარტივი კონსტრუქციით – სენდვიჩპანელური სისტემით აშენდება. ამიტომ, რეგიონული განვითარების სამინისტროს ცნობით, მისი მშენებლობა მარტის ბოლოსთვის უკვე დასრულდება. მშენებლობის პარალელურად კი მოხდება კარვების აღნიშნულ ტერიტორიაზე გადატანაც.  


„ეს შენობები განკუთვნილი იქნება მხოლოდ მიუსაფარი ადამიანებისთვის, ანუ მათთვის, ვისაც საცხოვრებელი არ აქვთ და ქუჩაში უწევთ ღამის გათენება. შენობა იქნება უზრუნველყოფილი ყოველგვარი კომუნიკაციით და მისი ადმინისტრირება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული წესდების მიხედვით მოხდება. ამასთან, ნურავის ექნება იმის მოლოდინი, რომ ამ შენობაში მოხდება ვინმეს ბინით უზრუნველყოფა“, განახცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ. 


დღევანდელ სხდომაზე კარვებში მცხოვრები მიუსაფარი პირების კვების, ტანსაცმლითა და შეშით უზრუნველყოფის საკითხებიც განიხილეს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და 

ინფრასტრუქტურის სამინისტრო

Ministry of Regional Development &

Infrastructure of Georgia

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

მისამართი: . თბილისი, ალ. ყაზბეგის #12

ტელეფონი: 2510 591

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი