ახალი ამბები

როლანდ ახალაიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საკითხს პარლამენტი სწავლობს

14 მარტი, 2014 • • 972
როლანდ ახალაიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საკითხს პარლამენტი სწავლობს

“დღეს, 2014 წლის 14 მარტს, საქართველოს პარლამენტში ჩემს სახელზე შემოვიდა საქართველოს მთავარი პროკურორის მომართვა, რომლითაც მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად მოთხოვნილია პარლამენტის თანხმობა პარლამენტის წევრის როლანდ ახალაიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე.

 

მთავარი პროკურორის წერილში აღნიშნულია ისიც, რომ საქართველოს კონსტიტუცია, კანონი პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ და პარლამენტის რეგლამენტი მსგავს შემთხვევაში (განსხვავებით პარლამენტის წევრის დაკავებისა და ჩხრეკისაგან) პარლამენტის თანხმობას არ ითვალისწინებს, რაც 2004 წელს საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების შედეგია.

 

პარლამენტის წევრთა და იურისტთა ჯგუფმა უკვე დაიწყო საკითხის კომპლექსური შესწავლა, მათ შორის იმის გარკვევა, თუ რატომ მოხდა 2010 წელს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში იმ ინსტიტუტის აღდგენა, რომელიც 2004 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით გაუქმდა,”- წერია განცხადებაში.

 

საკითხის წინასწარი შესწავლის შედეგებისა და საქართველოს მთავარი პროკურორის მომართვაზე საქართველოს პარლამენტის შესაძლო რეაგირების თაობაზე კი, უსუფაშვილის განმარტებით, საზოგადოებას ორშაბათს, 17 მარტს აცნობებენ.  

 

  

მასალების გადაბეჭდვის წესი