ახალი ამბები

ბათუმი ციკლონის წინ [ფოტო, ვიდეო]

4 სექტემბერი, 2013 • 1328
ბათუმი ციკლონის წინ [ფოტო, ვიდეო]

 

 „ამ წუთისათვის წვიმს მთელს აჭარაში. მაგრამ ეს არ არის განსაკუთრებით ძლიერი წვიმა. ჯერ-ჯერობით არ ყოფილა არც ერთი გამოძახება. 

 ყველა ადგილზე მობილიზებულია, ყველანი მზად არიან, მანქანებით, ტექნიკით უზრუნველყოფილი არიან. 

 

 70 მაშველი მზად არის, რომ დავეხმაროთ ადამიანებს. რვის 15 წუთზე გავათავისუფლეთ პლაჟის მაშველები, გავუშვით 100 ადამიანი.  უკვე ქალაქზე და რაიონებზე ვახდენთ კონცენტრირებას.“ – განაცხადა აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილემ, დიმიტრი დარჩიამ.     

 

მისივე თქმით, ძლიერი წვიმაა თურქეთსა და რუსეთში და შესაძლოა იგივე ამინდი დაფიქსირდეს საქართველოშიც. 

 

                 ბათუმის ბულვარი  ფოტო: სერა ძნელაძე

საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს გარდა საგანგებო რეჟიმში მუშაობს ბათუმის სახანძრო სამსახურიც. სამსახურის უფროსის, ხუსეინ სირაბიძის თქმით, ამ დროისათვის მათ მხოლოდ ერთი გამოძახება ჰქონდათ, ყაზბეგის ქუჩაზე, სადაც ქარმა ხე წააქცია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი