ახალი ამბები

თბილისის ნაწილში შუქი ქვესადგურის დაზიანების გამო გაითიშა

18 მარტი, 2013 • • 1728
თბილისის ნაწილში შუქი ქვესადგურის დაზიანების გამო გაითიშა

როგორც “ნეტგაზეთს” სახელმწიფო ენერგოსისტემის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადს, ჯერჯერობით დადგენილი არ არის, რამ გამოიწვია დაზიანება. სამუშაო ჯგუფები უკვე გასული არიან დაზიანების შესასწავლად და აღმოსაფხვრელად. მანამადე კი მოსახლეობას შუქს ალტერნატიული წყაროებით მიაწვდიან.

 

დაახლოებით 1 საათის განმავლბაში გათიშული იყო აღმაშენებლის გამზირი, დიდუბისა და საბურთალოს ნაწილი. სახელმწიფო ელექტროსისტემის ცნობით, დანარჩენ საქართველოს ელ. ენერგია შეფერხების გარეშე მიეწოდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი