ახალი ამბები

მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ბათუმში[video]

25 ივნისი, 2012 • 1476
მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ბათუმში[video]

 ბათუმის საზღვაო აკადემიაში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ამ დღესთან დაკავშირებით აკადემიას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტუმრობდა. მან სტუდენტებს პროფესიული დღე მიულოცა. დღესვე პრეზიდენტმა საქართველოს საზღვაო დარგის განვითარებისა და ამ სფეროში შეტანილი წვლილისათვის შორეული ნაოსნობის კაპიტნები და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორი ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.

წელს საქართველო მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს მეორედ აღნიშნავს. ოფიციალური მონაცემებით ამჟამად ქვეყანაში 18 ათასი მეზღვაურია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი