ხელოვნება

კულტურის სამინისტრო აზუსტებს, რომ თურქეთთან სიტყვიერი შეთანხმება არ შეიცვლება

2 თებერვალი, 2012 • • 1150
კულტურის სამინისტრო აზუსტებს, რომ თურქეთთან სიტყვიერი შეთანხმება არ შეიცვლება

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აზუსტებს, რომ ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმება არ შეიცვლება.  

წინა კომენტარში “ნეტგაზეთს” სამინისტროდან განუცხადეს, რომ შესაძლოა შეთანხმების პირობები შეცვლილიყო. თუმცა ამჯერად აღნიშნავენ, რომ მიღწეული შეთანხმება აღარ შეიცვლება. 

სამინისტროს განცხადებით, თურქეთში ვიზიტად მყოფ ნიკოლოზ რურუასა და მის კოლეგა ერთურულ გუნაის ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმება შედგა კულტურული თანამშრომლობის შესახებ. თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, იშხანისა და ოშკის, რესტავრაციის სანაცვლოდ თურქეთი საქართველოს ტერიტორიაზე არსებული თურქული კულტურული ძეგლების რესტავრაციას დაიწყებს. შეთანხმება შედგა ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენებისა და ახალციხეში მეჩეთის რესტავრაციის შესახებ. დეტალები ცნობილი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გახდება.

გარდა ამისა, თურქეთი და საქართველო ითანამშრომლებენ ლიტერატურის დარგში, ითარგმნება თურქული ლიტერატურა ქართულად და პირიქით. მოლაპარაკებების შედეგად ახლო მომავალში საქართველოში თურქული კინოკვირეული ჩატარდება.

ამავე თემაზე:

კულტურის სამინისტრო: მეჩეთის აგებასთან დაკავშირებით მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმებაა

ვნებათაღელვა ახალ მეჩეთთან დაკავშირებით

მასალების გადაბეჭდვის წესი